საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

14. გვისმენს თუ არა ღმერთი ტაძარში მლოცველებს?

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
გამოსვ. 25,8-9 ასე უთხრა უფალმა მოსეს: „გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის. როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი“.   პირველი ტაძარი ღმერთის ნებით ააშენა მოსემ
3 მეფ. 9,3 უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი; მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება.   ღმერთმა აკურთხა ადამიანის ხელით შექმნილი ტაძარი
ეზეკ. 43,5-7 ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული. გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემის ფერხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელთა შორის.   ღმერთი სუფევს ტაძარში
მათე 26, 55 მაშინ უთხრა იესომ ხალხს: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე“. მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდალ დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე. უფალ იესო ქრისტეს არასოდეს უთქვამს, რომ ტაძარი საჭირო არ არის. პირიქით, ყოველ დღესასწაულზე იგი ადიოდა იერუსალიმის ტაძარში და იქ ხალხს ასწავლიდა. ის თვლიდა მას ღმერთის სახლად.
იოანე 2,16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად. და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო. იესო ასწავლიდა, რომ ტაძარი ღმერთის სახლია და იცავდა მის სიწმიდეს
მათე 21,13 უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
ლუკა 24, 53 სულ მუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. იესოს ამაღლების შემდეგ მოციქულები ტაძარში ლოცულობდნენ
საქმე 2,46 დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იყვნენ  
საქმე 3,1 პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათს. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.
1 კორ. 11,18-22 ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რასაც ნაწილობრივ ვუჯერებ... ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის არ გაქებთ. პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს... ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ. ქრისტიანულ შესაკრებელ ტაძრებს ეკლესიებს უწოდებდნენ
1 კორ. 14,34 დედაკაცები ჩუმად იყვნენ ეკლესიებში; რადგან უფლება არ აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს.
3 მეფ. 8,29-30 თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახლი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.   ღმერთი გვისმენს ტაძარში მლოცველებს

შენიშვნები: პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ კატაკომბებში, ქვის სამტეხლოებში. აქ ჰქონდათ მოწყობილი ეკლესიები. ასეთი კატაკომბები აღმოჩენილია რომში, ნეაპოლში, სიცილიაზე, ესპანეთში, კვიპროსზე, ანტიოქიაში, ალექსანდრიაში და სხვაგან.
როგორ გავიგოთ პავლე მოციქულის სიტყვები: „ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელითქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“ (საქმე 17,24). ამ სიტყვებს მოციქული ამბობს ათენში, წარმართული ტაძრებისა და მათი კერპების წინააღმდეგ. ისინი თვილდნენ კერპებს ღმერთებად. ფიქრობდნენ, თითქოს ისინი ცხოვრობდნენ ტაძრებში, როგორც ადამიანები სახლებში. ე.ი. ამ სიტყვებით მოციქული ამხელდა წარმართთა ცრუ სწავლებას.