საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

22. შესაწირავის შესახებ

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
დაბად. 4,3-4 გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი.   ღვთისათვის მსხვერპლის შეწირვის წესი უძველესი დროიდან არსებობდა
გამოსვ. 23,19 შენი მიწის პირველი მოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში  
გამოსვ. 23,15 უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.   ღვთისათვის შესაწირავის მიძღვნა მოსაწონია
მათე 8,4 წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძამა მოსემ მათდა დასამოწმებლად. წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. იესო შეახსენებს კეთრისაგან გაკურნებულს, რომ ღმერთს მოსეს სჯულით განკუთვნილი ძღვენი შესწიროს
მათე 2,11 როცა სახლში შევიდნენ (მოგვები), დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. თავად იესომ მიიღო მოგვებისაგან მორთმეული ძღვენი
ლუკა 8,3 იოანა, ჰეროდეს მნე ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა. იესო არ უარყოფდა მოწაფეების მიერ მისთვის გაწეულ სამსახურს
იოანე 12,3 მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, იესოს ფეხებზე ცხო და საკუთარი თმებით შეუმშრალა ფეხები. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი. მან სიყვარულით მიიღო მარიამის ძღვენი
ლუკა 21,1-4   და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა. იესოს არ აუკრძალავს მორწმუნეებისათვის ეკლესიაში შეწირულობის (ძღვენის) მიტანა.

შენიშვნები: 1. იესომ გააუქმა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და თვითონ შეეწირა ჩვენი ცოდვებისათვის (ებრ. 9,11-14). ამიტომაც ქრისტიანები უსისხლო მსხვერპლს ვწირავთ პურისა და ღვინის სახით.
2. როცა ვწირავთ ცხოველს ან თანხას, სანთელს ან სხვა რომელიმე საგანს, ამით სიკეთეს ვაკეთებთ ეკლესიის სასარგებლოდ, რათა მიღებული მატერიალური დოვალთისაგან ეკლესიამ საჭირო ნივთების შეძენა შეძლოს. ეს შესაწირავი არ არის ტრადიციული ებრაული შესაწირავის მსგავსი, რომელიც აუცილებლად უნდა შეწირულიყო. ქრისტიანულ შესაწირავს მოწყალების სახე აქვს.

დამატებითი ლიტერატურა: ეკლესია და შესაწირავი.