2 წლის ნატალია სარდლიშვილს ხალხის დახმარებით მკურნალობა ჩაუტარდა ბერლინში 16 მაისს. ლაზერულ თერაპიას კარგი შედეგი მოჰყვა და ბავშვის ჯანმრთელობა სტაბილურია. სამწუხაროდ ნატალიას მკურნალობა არ დასრულებულა. გერმანიიდან გამოგზავნილი დასკვნის საფუძველზე ნატალიას ესაჭიროება 3 ლაზერული თერაპია და 1 პლასტიკური ოპერაცია, რათა მოხდეს ცხვირის ძგიდის აღდგენა, რომელიც ბავშვმა ავადმყოფობის შედეგად მთლიანად დაკარგა და მას სუნთქვის გაძნელება დაერთო. ნატალიას შემდგომი ლაზერი დაგეგმილია 6 დეკემბერს, ლაზერთან ერთად უნდა გაკეთდეს ცხვირის ძგიდის გადანერგვა. მომდევნო ლაზერები კი უნდა ჩატარდეს 15 აპრილს და 3 ივნისს. დეკემბრის ოპერაციისა და ლაზერის ჰოსპიტალის ხარჯები შეადგენს 2 500 ევროს, ხოლო შემდგომი თვეების ერთი ლაზერული თერაპიის ხარჯებია 1560 ევრო.

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ნატალიას დახმარებისათვის და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ დახმარება, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ნატალიას დაავადების დამარცხება თითოეული ჩვენგანის გამარჯვება იქნება...“
პატივისცემით ანა ასათიანი (ნატალიას დედა) 577 18 77 05

იხ. სამედიცინო დასკვნა

მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 700 324
ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 700 325

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: არასამეწარმეო (არაკომერციული) ი/პ ჰემანგიომა 2009
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE22BG0000000893180100

 http://nataliasardlishvili.wordpress.com/bank-props/