როგორ ვილოცოთ კვირაცხოვლობიდან ამაღლებამდე

თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) „მეუფეო ზეცათაოს“ ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს („ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“) 3-ჯერ, ხოლო „ღირს არსის“ ნაცვლად ვამობობთ:

„ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“

მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

თომას კვირიდან ამაღლებამდე ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

საზრდელის მიღების წინ ლოცვას ვიწყებთ აღდგომის ტროპარით, ხოლო შემდეგ „ღირს არს“-ის ნაცვლად ვამბობთ: „ანგელოზი ღაღადებს...“