წყლულეთის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

 

არის ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა. საუკუნეების მანძილზე ქართველი კაცი იბრძოდა და აშენებდა, ცალ ხელში ხმალი ეჭირა და ხალში - გუთანი; ჟამთასვლის სიავემ აღგავა პირისაგან მიწისა მრავალი ერი და ქვეყანა, გაქრა მრავალი ენა. გაუთავებელმა ომებმა შეიწირა უამრავი ადამიანი, მაგრამ საქართველო არსებობს, ქართული ენა არსებობს და, რაც მთავარია, არსებობს რწმენა, რომელიც ოდითგანვე გაიგივებული იყო ქართველობასთან. სწორედ ამ რწმენამ გადაარჩინა ერი. ქართველის შეგნებაში ღვთისმშობლის წილხვედრობა უზენაესი წინამძრვარია მამულის სამსახურისა.

ყველა მორწმუნისათვის ცნობილია, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატი განსაკუთრებულად იფარავს ივერთ ქვეყანას.

თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კმ-ის დაშორებით, მთის ფერდობზე, შეფენილია ნასოფლარი, დღეს კი სააგარაკო დასახლება წყლულეთი, რომლის სახელწოდება დაკავშირებულია დიდგორის ომთან. ლეგენდის მიხედვით, დიდგორის ომში გამარჯვების შემდეგ მეფე დავითის დაჭრილი, დაწყლულებული მეომრები ამ მოჩუხჩუხე წყაროსთან იშუშებდნენ იარებს (შემდგომში უკვდავების წყაროდ წოდებული). სწორედ ამიტომ დაერქვა ამ სოფელს „წყლულეთი“. წყლულეთის წყარო დღესაც არსებობს და საოცარი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

სააგარაკო ნაკვეთებს შორის შემორჩენილია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც აგებულია წმინდად გათლილი ქვიშაქვის კვადარებით და შემკულია ყველა ორნამენტით. ტაძარი სტილისტურად და მხატვრულად განეკუთვნება XII-XIII საუკუნეებს.

2004 წლის აგვისტოში წყლულეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ნანგრევებიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ოქროს პერანგი ამოვიდა. ტაძარი დღეისათვის ძლიერ დაზიანებულია, ჩამოშლილია კამარა და კინგი. სამხრეთის კედელი მხოლოდ გეგმაში იკითხება. გაწმენდის შედეგად, რაც ადგილობრივმა მოხალისეებმა განახორციელეს, ივერიის ღვთისმშობლის ოქროს პერანგის გარდა, არქეოლოგებისათვის ბევრი საინტერესო სიძველე აღმოჩნდა.

აღდგენითი სამუშაოების შემდგომი გაგრძელებისათვის გადაწყდა, გამოცემულიყო კალენდარი. შემოსულმა თანხამ დააფინანსა პროექტი. თუ გსურთ გახდეთ თანამონაწილე ამ ღვთისთვის სათნო საქმისა, საჭირო თანხის მისაწოდებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ საინივიატივო ჯგუფს.

წყლულეთის მრავალსაუკნოვანი ტაძრის აღდგენით და გაცოცხელებით, უდიდეს მადლს იქმნს სრულიად საქართველო.

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ლოცვა-კურთხევით

საინიციატივო ჯგუფი:

გიორგი თევდორაძე
99-60-29; 899 37-90-43

გელა დიაკონიძე
79-60-72; 899 28-95-72

ნინო ფოჩხუა
98-69-39; 893 98-69-39

ს.ს. „საქართველოს ბანკში“ ლარების ჩასარიცხად
ისარგებლეთ შემდეგი რეკვიზიტებით:

მიმღები ბანკი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“
საკორესპონდენტო ანგარიში № 500168402
(კოდი) 220101502

მიმღები „წყლულეთის ივერიის ღვთისმშობლის სახ. ეკლესია“

ანგარიშის ნომერი № 000700001

 

Please use the following requisites to transfer USD
in favor of a customer of Bank of Georgia

შუამავალი ბანკი Intermediary bank:
JPMorgan Chase Bank
New York, NY, USA
Swift code: CHASUS33

მიმღები ბანკი Account with institution:
Bank of Georgia
3, Pushkin str. 0105, Tbilisi, Georgia
Swift: BAGAGE22; Corr. acc: 400213605

მიმღები პირი Beneficiary customer:
ანგარიშის ნომერი Acc. No: 777070003

იხ. ლოკალური ხარჯთაღრიცხვა

პროექტი დამტკიცებულია საპატრიარქოს ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის საბჭოს მიერ