ჩვენი საიტის საშუალებით გამოცემების შეძენა შეუძლებელია

ახალი გამოცემები


ფასი: 50 თ.
გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი, № 21 ნომერი, რომელშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ:
  • უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგება
  • „ანდრია პირველწოდებულს სურს, საქართველოში დარჩეს“
  • ქრონიკა, ინფორმაცია
  • წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) „სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში, დღესა სულის წმიდის მოფენისასა“
  • რეპრესირებულ ქართველთა მემორიალი ყარაგანდში
  • სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და ეკონომიკა“
  • სოლომონ ზალდასტანიშვილი
  • უცხოეთის ქრონიკა
  • ფოტომატიანე - მღვდელი ნიკოლოზ ხეცურიანი
 

 


ფასი: 1 ლ.

გამოვიდა ჟურნალ „კარიბჭის“ ახალი ნომერი №12 (99). ნომრის თემაა: დანი და ძმანი ჩემნი? ჟურნალს ერთვის „კარიბჭე ბავშვებისთვის“ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ყოველთა დედუფალი“ პანტანასა, სიმსივნით დაავადებულთა შემწე.

„კარიბჭის“ ახალ ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ:

  • როდესაც ხორციელი სიბეცე ჭარბობს, ადამიანი ცოდვის გალიაში აღმოჩნდება
  • დანგრეული ოჯახის შვილი ვარ და ამან ჩემს სულს დაღი დააჩნია
  • ანტონი მცირე საქმესაც კი არ ასრულებდა ძმისა და მოძღვრის კურთხევის გარეშე
  • სიყვარულის ნაკლებობა ადამიანის ნაკლოვან ბუნებაზე მიუთითებს
  • მონასტერი თავშესაფარი არ არის. აქ ღვთის სიყვარულმა უნდა მოგიყვანოს
  • ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებს, მუშაკობს თავმოყვარეობისთვის
  • თუ მოვა შენთან ძმა და დახმარებას გთხოვს, გადადე საქმე და გაჰყევი დასახმარებლად. ისე ემსახურე, როგორც თვით ქრისტეს
  • ქრისტეს მოწაფეთა მაგალითზე, რომელთა შორის ხორციელი ძმებიც იყვნენ, ნათლად ჩანს, რაოდენ მყარდება უფლის სიყვარულით ხორციელი ნათესაური კავშირები
  • არ ვიცნობ ეკლესიურ ოჯახს, რომელიც ღმერთს წყალობის გარეშე დაეტოვებინოს
  • სულთმოფენობა
  • „თუ სიყვარული ძალმიძს, აღარ ძალმიძს, თანამოძმე არ მიყვარდეს...“
  • „მთელი ცხოვრება ღმერთს ვევედრები, იმ ადამიანის სულიც ისე შეიწყალოს, როგორც თავის მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი...“
  • ამ სასწაულის შემხედვარე უამრავი ადამიანი მოინათლა მდინარე ჭოროხში
  • ყოველივე იმით, რასაც მაცხოვარი მოკვდავ სხეულში აღასრულებდა, მაგალითს გვაძლევს
  • ქსოვრისი
  • თავს ნუ მოიტყუებთ, მეორედ ვერ დაიბადებით!
  • უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას
  • როცა რაიმე საეკელსიო საიდუმლოებას ასრულებ ან ღმერთს ევედრები, ნუ იფიქრებ სათხოვრის შესრულებაზე
  • უფალი ხედავს მისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს და გვმფარველობს
  • ჩვენი საუნჯე
  • მკითხველის გვერდი
  • მცხეთის ჯვარი - „ჯვარი ცეცხლისაი“
  • ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, ვერავითარი განსაცდელი ვერ შეაშინებს
  • რატომ იტაცებთ ფროიდის მოძღვრება
  • ვისი გორისა ხარ?
  • „ის ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს“
  • „ჩვენ კი ზოგჯერ სამი წუთითაც არ შეგვიძლია მუხლებზე დგომა“
  • ყოველი თმის ღერი დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო
  • გონიერმა შემოქმედმა შექმნა სამყარო და გონიერმა ადამიანმა დაკვირვების გზით შეიძლება ბევრი გაიგოს ამის შესახებ
  • „საუკუნეთა ბურუსს არღვევს ხსოვნა ერისა“
 

 


ფასი: 1 ლ.

 

გამოიცა ჟურნალ „კრიალოსანის“ ახალი ნომერი № 5(39), რომლის მთავარი თემაა „სიბრძნე“. ახალ ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ:
  • პატრიარქის სიტყვა - ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება მართებს, რომ გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად - სიცრუე
  • კატეხიზმო - ქრისტიანული ესქატოლოგია
  • ბიბლია - „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი“
  • სახარების განმარტება - „მე თქვენთანა ვარ“
  • წმ. მამათა სწავლანი
  • „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“
  • ღვთაებრივი და ამსოფლიური სიბრძნე
  • ღმერთთან მიმავალ სულს მარადისობაში დაამძიმებს ამქვეყნიური წამიერი სიამტკბილობანი - ინტერვიუ მამა დავით გოცირიძესთან
  • საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან 90 წელი სრულდება
  • ყოვლადწმიდაო დედოფალო, ისმინე ხმა ლოცვისა ჩემისა
  • სიბრძნის წყარო ღვთის სიტყვაა
  • „ოქროს გვირგვინოსანო“ - ინტერვიუ ქალბატონ მარიკა ბარათაშვილთან
  • მარიკა ბარათაშვილისადმი მიძღვნილი ლექსები
  • სიბრძნე ისაა, რომ ჭეშმარიტებას არ უღალატო - ინტერვიუ დეკანოზ გიორგი საბიაშვილთან
  • ყურით გაგონილს თვალით ნანახი სჯობია - ინტერვიუ მღვდელ იოანე ჩიგოგიძესთან
  • მოძღვრის ქადაგება - „ნუ გეშინინ მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა“
  • ახალგაზრდებს არ განელებოდეთ სამშობლოს სიყვარული და ერის წინაშე პასუხისმგებლობის სურვილი - ინტერვიუ სერგო ვარდოსანიძესთან
  • ანსამბლი „შემოქმედი“
  • ხრიდოლი - ქართველი იყავი და მტერი არ უნდა გაგეშვა „ნიშანდაუდებელი“
  • საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები
  • ეკლესიის ისტორია
  • მილოცვა
  • სამხრეთ-დასავლეთის სამზღვარი
  • მედიცინა - რაქიტი
  • მკურნალნი და მეოხნი ჩვენნი წინაშე ღვთისა
  • ჩვენი სამზარეულო
  • „ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“
  • საბავშვო გვერდი - წმ. გიორგი; ქართველი ერი ბუნებით ოპტიმისტია
 

 


ფასი: 1 ლ.

გამოვიდა ჭყონდიდის ეპარქიის ჟურნალ „ჭყონდიდელის“ ახალი №5-6 (34-35) ნომერი, რომელშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ:
  • ჩვენი პატრიარქი
    ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
  • დღესასწაულუბი
    ამაღლება
    სულთმოფენობა
  • ჩვენი ეპარქია
    ინტერვიუ თამაკონის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარ,
    დეკანოზ იოანე თოდუასთან
    მიხარია ყოველწლიურად მრევლი რომ მატულობს
    წმინდა ნინოს დედათა სავანე მარტვილში
    ლიტანიობა ჭყონდიდის ეპარქიაში
    რატომ დაფიქსირდა წმ. ანდრიას სამოციქულო მოღვაწეობიდან
    მაინცდამაინც ჭყონის მოჭრა?
    ალერტობა
    გიორგობა სუჯუნაში
  • რელიგია და ფოლკლორი
    „აია რე, ბაია რე, ბაიაშ წორი თანაფარე...“
  • რელიგია და ეთნოგრაფია
    სულთმოფენობის ორშაბათი მარტვილიის დესასწაულია
  • რელიგია და მედიცინა
    სულიერი აშლილობები
    „განიკურნე რწმენით“
  • წესი ქრისტიანის ცხოვრებისა
    ქრისტიანის ქცევა სახარების მიხედვით
  • სწავლანი
    მამა ვიტალის (სიდორენკო) სწავლებიდან
  • მრევლის გვერდი
  • საყმაწვილო
 

 


ფასი: 24 ლ.

 
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოიცა თეიმურას გეწაძის „ანჩისხატი. ტაო-კლარჯეთიდან გაბრწყინებული საქართველო“.

წიგნის რედაქტორი: დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე

რეცენზენტები:

სასულიერო აკადემიის პროფესორები
სერგო ვარდოსანიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ელდარ ბუბულაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

 


ფასი: 6 ლ.

 
გამოიცა წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის უცნობი ქადაგება „სიტყუაი ჯუარისათვის და წმიდათა ხატთა, ხელითქმნულთა და ხელითუქმნელთათვის, მწვალებელთა მათ მიმართ, რომელნი ჯუარსა ხოლო თაყუანის-სცემენ და ხატთა არა“.

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო იოსებ გელუკაშვილმა.

რედაქტორი: დოდო (მარიამ) ღლონტი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

რეცენზენტი: ედიშერ ჭელიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საქართველოში პირველად ქვეყნდება VII-VIII საუკუნეების ქადაგება, რომლის ბერძნული ორიგინალი დაკარგულია. მასში ეკლესიური პოზიციიდან არის მხილებული ხატმებრძოლთა ერესი და, სავარაუდოდ, ამ თემისადმი მიძღვნილ ჰომილიებს შორის უძველესია. მისი ძველი ქართული თარგმანი შესრულებულია XI ს-ში დიდი ქართველი მოღვაწის, წმინდა ეფრემ მცირის მიერ.

 

 


ფასი: 10 ლ.

 
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სერიით „მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა“ გამოიცა №35 „იოანე ოქროპირის ჯვარსახოვანი გზა“.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა

რეცენზენტი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

რედაქტორი: სალომე გოგინაშვილი

 

 

ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსის სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით გამოიცა ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის „ლუკას სახარების განმარტება“ (I ნაწილი - 1-11 თავები).

რედაქტორ-გამომცემელი: ნიკოლოზ ბულია

რედაქტორი: ზურაბ ეკალაძე

კონსტულტანტი: დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

რეცენზენტი: დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

თარგმნა: მელანია შანავა-ვეფხვაძემ

 

 

ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსის სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით გამოიცა ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის „იოანეს სახარების განმარტება“ (II ნაწილი - 9-21 თავები).

რედაქტორ-გამომცემელი: ნიკოლოზ ბულია

რედაქტორი: ზურაბ ეკალაძე

კონსტულტანტი: დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

რეცენზენტი: დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

თარგმნა: მანანა ლორთქიფანიძემ

 

 


ფასი: 13 ლ. 50 თ.

 
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოიცა „საკითხავნი, ლოცვანი და საგალობელნი პალესტინისა და სინა-მთის სიწმიდეთა მომლოცველთათვის“.

წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადეს მონოზონმა ევგენიამ (მახარაძე) და სამონაზვნე დინარამ (ჯორბენაძე)

რედაქტირება: ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

 

 

 




 
ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევით გამოიცა წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის „ლოცვები ტბასთან“, „ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე“, „ქადაგებანი მთის ძირას“.

ტექსტი მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა

რედაქტორი: თინათინ გოგოჩაშვილი

წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ სერბის შემოქმედების წინამდებარე კრებულში შესულია მისი სამი ნაწარმოები. სამივე ქმნილება უაღრესად პოეტური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და წარმოადგენს ერთგვარ აღსარებას მორწმუნე სულისა, რომელსაც ამქვეყნიური ცხოვრების საზრისად ღმერთთან ერთობის მიღწევა სურს.

 

 

 


ფასი: 6 ლ.


 
გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსის ექვთიმეს (ლეჟავა) ლოცვა-კურთხევით გამოიცა ღირსი მამების ბარსანუფისა და იოანეს სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო (პასუხები მოწაფეთა შეკითხვებზე). წიგნი I.

მთარგმნელი: იღუმენი რაფაელი (ხელაშვილი)

რედაქტორი: ნანა მამულაშვილი

 

 

 


ფასი: 1 ლ. 80 თ.

 
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით გამოიცა „ცხოვრება ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა“.

კონსულტანტი: მღვდელი იაკობი (უშიკიშვილი)

მთარგმნელი: ბესარიონ ჭარაქაშვილი

რედაქტორი: მანანა უშიკიშვილი

 

 

 


ფასი: 2 ლ.

 
სერიით „XX საუკუნის მოღვაწეები“ გამოიცა „გული ქრისტესთვის განმზადებული“.

შემდგენელ-გამომცემელი: დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.

ტექნიკური რედაქტორი: ლია ჩიტიაშვილი.

 

 

 


ფასი: 6 ლ.

 
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს თადეოზის ლოცვა-კურთხევით გამოიცა „წმიდათა თანა განუსვენე“ (სრული კრებული მიცვალებულთა მოხსენიების შესახებ).

მთარგმნელი: რუსუდან გულორდავა

რედაქტორი: ელდარ ეკალაძე

გამომცემელი: ლადო ვეფხვაძე

 

 

 


ფასი: 6 ლ.

 
გამოიცა დეკანოზ თეოდორე გიგნაძის „საკვირაო სამოციქულო საკითხავების განმარტება“.

განმარტებები ქვეყნდებოდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ნომრებში.

რედაქტორი: სალომე გოგინაშვილი

 

 


ფასი: 15 ლ.
 
მარადის გიხაროდენ! - ამ სახელწოდებით გამოიცემა დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებათა სერია, რომელიც მკითხველს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ქრისტიანული სარწმუნოების არსს და აჩვენებს, თუ რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი.

ხსენებული სერიის პირველი წიგნი „საწუთო და მარადიული ფასეულობანი (დიდმარხვის საკითხავთა განმარტებანი)“ წარმოაჩენს ქრისტიანული სარწმუნოების ქვაკუთხედს - ქრისტეს აღდგომას. წინამდებარე წიგნი გვასწავლის, როგორი ცხოვრების წესითა და მსოფლმხედველობით შევძლებთ ამ უდიდესი სასწაულის აღქმასა და გათავისებას.

რედაქტორი: დოდო (მარიამ) ღლონტი

 

 


ფასი: 11 ლ. 50 თ.
 
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით გამოიცა ლევან ტყეშელაშვილის „გელათი“.

რედაქტორი: გივი ტყეშელაშვილი

კორექტორი: ნატო ფარჯანიძე

 

 


ფასი: 2 ლ. 50 თ.
 
გამოიცა დავით ციცქიშვილის „ნარკომანიის მორევი“.

წიგნი ჩვენი დროის ერთ-ერთ უმწვავესს ნარკომანიის პრობლემას ეხება, იმ ცოდნას, გამოცდილებას, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით დაგროვდა ამ მხრივ პროფესიული, ეკლესიური კუთხით. ამასთან განხილულია თემა სასოწარკვეთილების ვნება, რომელიც მრავალ ჩვენთაგანს ეხება.

 

 

 


ფასი: 60 თ.
 
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს თადეოზის ლოცვა-კურთხევით გამოიცა „ლოცვანი პატიმართათვის“.