წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოცდამეთერთმეტე

წარმოსახვითობის შესახებ

წარმოსახვითობა არის არამოაზროვნეობითი სულის ძალა, გრძნობის ორგანოების მიერ მოქმედი, რაც ითქმის გრძნობად. წარმოსახვადი და გრძნობადია ის, რაც წარმოსახვასა და გრძნობას ექვემდებარება. მაგალითად, მხედველობა არის საკუთრივ ხედვითი ძალა, ხოლო ხილვადი არის ის, რაც ექვემდებარება მხედველობას. ვთქვათ, ქვა ან სხვა რამ ამგვარი.

წარმოსახვა არის არამოაზროვნეობითი სულის განცდა, გამოწვეული რამ წარმოსახვადისგან, ხოლო წარმონასახი - ესაა ფუჭი განცდა სულის არააზროვნებით ნაწილებში, რაც არ წარმოიქმნება წარმოსახვადი რამ საგნის შედეგად. წარმოსახვითობის ორგანოა ტვინის წინა ღრმული.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი