წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეჩვიდმეტე

ორი ბუნების თვისებათა შესახებ

ვაღიარებთ რა ერთსა და იმავე იესო ქრისტეს, ჩვენს უფალს, სრულ ღმერთად და სრულ კაცად, ვამბობთ რომ მასვე, ერთსა და იმავეს, აქვს ყოველივე ის, რაც მამას, გარდა უშობელობისა, და აქვს ყოველივე ის, რაც - პირველ ადამს, გარდა ცოდვისა (კერძოდ, ესაა სხეული და მოაზროვნეობითი და გონისმიერი სული). ამასთან, ორი ბუნების შესაბამისად, ორმაგი აქვს მას ის, რაც ბუნებითია ამ ორი ბუნებისათვის. ორი ბუნებითი ნებელობა, - საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი მოქმედება, - საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი თვითუფლებრივობა, - საღვთო და ადამიანური; სიბრძნე და ცოდნა, - საღვთო და ადამიანური. მართლაც, არის რა თანაარსი ღვთისა და მამისა, თვითუფლებრივად ნებელობს და მოქმედებს იგი როგორც ღმერთი, ხოლო არის რა, აგრეთვე, თანაარსი ჩვენი, თვითუფლებრივად ნებელობს და მოქმედებს იგივე როგორც ადამიანი, რადგან მისია საკვირველებანი და მისივეა ვნებულებანიც.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი