წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეთხუთმეტე

მამის მარჯვნივ ჯდომის შესახებ

ვამბობთ, რომ ქრისტე სხეულებრივად დაჯდა ღვთისა და მამის მარჯვნივ, მაგრამ მამის მარჯვენა მხარე ადგილის მიხედვით არ ითქმის, რადგან ვინც გარეშეუწერელია, როგორ ექნება მას მარჯვენა მხარე ადგილის მიხედვით? მართლაც, მარჯვენა და მარცხენა მხარე გარეშეწერილთ ახასიათებს. მამის მარჯვენა მხარედ ვამბობთ ღმრთეების დიდებასა და პატივს, რაშიც საუკუნეთა უწინარეს ჰგიეს ძე ღვთისა როგორც ღმერთი და თანაარსი მამისა, რომელმაც უკანასკნელ ჟამს. ხორცი შეისხა და სხეულებრივად დაჯდა იქ, რადგან თანაიდიდება მისი ხორციც და თავის ხორცთან ერთად თაყვანიცემა იგი ერთი თაყვანისცემით მთელი ქმნილების მიერ.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი