ქართლის ცხოვრება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე. და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხეებითა და სოფლებითა. შეიწყალეს და უბოძეს სარგისის ძესა ივანეს პირველად მსახურთუხუცესობა, ჴელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხჳთა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა. შეიწყალნეს და დალოცნეს; სხუანიცა დიდებულნი მრავალნი, და შექცეულთა მიმართეს სახლთა მათ და ნატამალთა ნაჭარმაგევსა.

და ლიხთ-იმერთა დიდებულთა, შემნანებელთა შეცოდებისათა და მოაჯეთა შენდობისათა, ითხოვნეს ცხოველნი ხატნი და თჳთ დედოფალი რუსუდან მათ წინაშე საყოფელად, კათალიკოსი, მანდატურთ-უხუცესი, და სხუანი ეპისკოპოსნი შინაურითურთ სახელდებულით. ვინაცა გარდამოვიდეს სუანი დიდებულნი და მეჴევენი და გარდამოიტანეს რუსი, მეფე-ყოფილი, და მისცა დედოფალმან სიმტკიცე პირველად რუსის უვნებელად გაშუებისათჳს, და მერმე მის ჟამისა შეცოდებისათჳს არას შენანებისა და წარმოძღუანვებითა დედოფლისათა მოვიდეს ნაჭარმაგევად და რუსი, ივანეს მისანდობელად მთხოველი, წარვიდა, მასვე მისსა სუე-უბედურსა გზასა გაემართა. და შეიქმნა მშჳდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს. და „ერთბამად მოვდეს ლომი და ჴარი, და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა, და მგელი ცხუართა თანა“. განდიდნა სახელი თამარისი ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და ლაშქრობდა დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუე-ალექსანდრიანისათა და იმარჯუებდა შეწევნითა ზეგარდამოთა.

და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი, და თმოგჳსაგან კიდე არა დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მჴარგრძელსა, ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა. მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა. და ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესსა მოუმატეს და უბოძეს ჟინვანი ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა. და შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგჳ, და ქუემოთ წირქუალელნი, ზარტიბის ძენი, გრიგოლოს ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი, და თავნი კახეთისანი თორღას ძენი - შეიწყალნეს თჳთოეულნი თჳსითა წესითა: რომელნიმე ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა; ეგრეთვე ქართველნი, სომხითარნი, თორელნი, მესხნი და ტაოელნი.

ვინაცა გუზან პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა, აწცა გამტანელი ტაოსკარისა, ვაშლოვანისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰარმენისასა, და სამძივარი სხჳთა აზნაურისშვილებითა, რომელთა თანა იყო მეღჳნეთ-უხუცესიცა, სეფე-შვილად კლარჯეთისა და შავშეთისა, და გავიდეს მთასა კოლისასა. მოეგებნეს. წინა ზაქარია ფანასკერტელი და ძინიელნი, კალმახლელნი, ყრმანი კარგნი და პატრონისაგან შეწყალებულნი. და შეყრასავე თანა ცნეს გუზანის შვილისა და შაჰარმენის. ლაშქრითა მისლვა გუზანის ცოლისა და შვილისა წარსხმად და ციხეთა შინა თურქთა შეყენებად. დაღაცათუ ლაშქარნი დიდნი იყვნეს და პატრონნი თორმეტისა დროშისანი და ესენი მცირენი, და მჴსენებელთა ქრისტეს სჯულისათა და თამარის ბედისა და სიმართლისათა შებმა ყვეს და სიდიდითა მათითა და სიკეთითა დიდად დაჭირვებული ომი გარდაიჴადეს. ბოლოდ, მათთა გამქცეველთა და ამომწყეუედელთა, ჴელთამყრელთა გუზანის ცოლ-შვილთა. თანაშემოქცეულთა აიხუნეს ციხენი და სიმაგრენი. და კუალადმგებელნი ქვეყანისანი მოიწივნეს წინაშე თამარისა, რომელმან მიჰფინა ნათელი წყალობისა და გარდაიჴადა მადლი მოჭირვებისა და სიმჴნისა მათისათჳს, და დარჩეს ყრმანი სახელოანნი და პატრონი სარგებლიანი.

და ამას ესევითარსა წყალობასა შინა ღმრთისასა ორნიღა მკლებიან წაღმართის გამოჩენილობანი; ილოცვიდეს მოქენენი, ღმრთისა და წმიდათა ხატთა მომჴსენენი პირმშოთა ძლიერებითა. ხოლო ვინათგან ჰყოფს წყალობათა „დამრეკელთა განღებისასა, და მთხოველთა ნიჭებისასა, და მეძიებელთა პოვნისათა, ვითარ იქმნა სარას ზე, გინა თუ რაქაელისსა, ანუ თუ ელისაბედისსა და უფროსღა ანნასსა და, ვიკადრო, მარიამისსა. მიუდგა თამარი განწმედილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მჴურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბაჴმელისა ბეთლემ - მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა, და უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თჳსისა გიორგი, რომლისათჳსცა ყუავილი უკუდავთა ნაწილისა აღმოგუეყუავილა.

ამას ესევითარსა მოხედვასა ღმრთისასა, სამებითა სრულისასა, პირველ დარჩომასა თამარისსა და აღმოშობასა ძისა გორგასლიანისასა რაც თქმად მიეგებოდა სახე სიხარულისა ანუ მადლობისა ღმრთისა? იხარებდეს, იშუებდეს, იმოთხვიდეს სამოთხესა შინა ამის საწუთოსასა, განმათავისუფლებელნი ტყუეთანი, შეეწირველნი ეკლესიათანი, მწირვებელნი მღდელთანი და მიმცემელნი მონაზონთანი, მოწყალენი გლახაკთანი, ერთბამად მადიდებელნი ღმრთისანი, მწყობელნი ეპისკოპოსთანი შჳდისავე სამეფოსა სპათა თანა. და თჳთ დედოფალმან რუსუდან, და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით, და დამან თამარისმან, და ყოველთა მეყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად მოგუთასა, ჴელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭებად. მცნობთა გარეთ ბერძენთა მეფეთა, სულტანთა, ათაბაგთა და ამირათა სპარსეთისათა წარმოავლინეს ნიჭნი და განძნი კმა-საყოფელნი.

და ესევითარსა ამას დღეკეთილობასა შინა იხილე ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა განწესებული ძედ მეფისა, მეფედ, შვილად ცხებულად დავითიასად. რამეთუ ოდეს დახატული ბუნებისაგან იშვა და წარმოიჩინა, მოაქუნდეს თჳს შორის ხატნი და სახენი თჳსთა დამსახთა მშობელთანი, და მნათობნი სცვიდეს მას, და ენთებოდა სული ზენისა სფეროისა, და მეტ-ბედი ბედსა ზედა და სჳანობა სუესა ზედა, მარჯუებანი უმეტესნი წარემატებოდეს შარავანდთაგან მამრჩობლებითა. ესევითარი, იქმნა გალაშქრება, რომელი არაოდეს ვისგან ქმნილ იყო ბაგრატოანისა.

პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმანა [აფსართა ენითა], მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად. ამომწყუედელთა არანისათა გამოიღეს დიდძალთა ომთა პირველ ნებროთისა ჰეროსის ძმისა ბარდოსისა მამული და შენებული. ავსილთა სიმრავლითა ტყუეთა და საუნჯეთათა აურაცხელთა ათავისუფლეს სამ-ბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათჳს თამარისა და ძისა მისისა.

მუნით გამომგზავრებულთა არცა თუ თჳსა ერთისა გამომსუენებელთა მსწრაფლ წარსრულთა ილაშქრეს არზრუმს, კარსა კარნუ-ქალაქისასა. და მუნ იყო სიმრავლე ომთა, წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა, რომლისა მეშუელად იყვნეს სურმანელი, კარელი და შიგნით სალდუხის ძე ნასრ-ადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა სიმრავლითა, ქუეითისა და ცსენოსნისათა, უამრავითა. და ცისკრისა ბინდსა მისრულთა და დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად. და ვითარ გამოჴდა ღამე იგი, და მოვიდეს ლაშქარნი უთუალავითა და მიუწდომელითა ალაფითა. და შიგნით მეყოფნი, ვითარცა მჴეცნი, იღრჭენდეს კბილსა მათსა და წუერსა იფხურიდეს მხილველნი ვინმე ცოლთა დატყუევებულთანი, და ვინმე შვილთა, და ვინმე სიმრავლესა ჯოგისასა და რემისასა, და მთქმელნი ესრე ტიროდეს: „ვინა ჩემდა ესევითარი შერისხვა, და ვინათგან არაოდეს გჳხილავს ტომი ქრისტიანეთა სანახებსა საყოფელთა ჩუენთასა“.

და ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა, და შეიქმნა ზაჰმი ქალაქთა შინა. დამსკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა, გააწყუეს რაზმი ქუეითისა და ცხენოსნისა; წარმოდგეს ბანსა ზედა და შუკთა შინა ისრის მსროლელნი და ქვის მსროლელნი. და ვითარცა იხილა მეფემან დავით და სპათა მისთა გულ-მყარად გამოსრულება მათი, ითხოვეს საჭურველი და აღსხდეს რაშთა, ამხმელნი ჰოროლთანი. აჰა მისლვასავე დასტეხეს. სახედ მეხის-ტეხისა, აღიხუნეს და ჰკრეს. და დაჯერებულნი თავის კატობასა შეიხუეწნეს ჯარითა, ამწყუედელნი ერთმანერთისანი და რცხუენილნი ცოლთაგან, საკიცხელ და სანერწყუავ იქმნეს ბიბთა ელიმთა და ხადუმთაგან, მკილენი და მგინობარნი მუჰმედის რჯულის-მდებლობისანი. და შემოქცეულნი მეფე დავით და ლაშქარნი მისნი მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე თჳსად, მუნით ძლევა-შემოსილნი და აქათ მნახავნი თამარის საშოთ მთიებისა აღმობრწყინვებულისა იაკობის ვარსკულავისანი, რომელმან იზმნა სუენი, იზმნა ძლევანი, იზმნა ნათელი.

ხოლო მე მორიდეს განგრძობასა წყინობისასა მცონის დაგდებად ღუაწლი ომთა და მარჯუებათა უკანასკნელთა, უმჯობესთა პირველისათა. და მაიძულებელი გული აღძრავს ორღანოსა გონებისასა, რომელი არს ენა მეტეუელი და წარმომეტეუელი მთხრობლთა ესევითართა ოდესმე ჟამსა ერთსა შინა შეყრილნი გავიდეს გელაქუნად, და ჩაიარეს ხაჩიანი, და ჩავიდეს ქუეყანად ყარყრისისად, და მიუწიეს ბელაყნამდის, და მოარბიეს ყოველი არეზი და ამოიარეს კარი განძისა. და შეიქმნა კართა ზედა დიდი შუღლი და განაღამცა გააქცივნეს და შეიხუეწნეს ქალაქად, და ყარყრით შანქორამდის ექუსი დღე იარეს. და რომელი დღე გარდასრულა, თუმცა არა მოწეულ იყვნეს ლაშქარნი და არა შემობმოდეს? და ყოველგან ძლევა-შემოსილნი და მძლენი შემოიქცეს, და მოვიდეს სიხარულსა წინაშე ყოვლისა სოფლისასა.

და კუალად ლორიდაღმა წარვიდეხ ორნი ძმანი, სარგისის ძენი, ზაქარია ამირსპასალარი და მსახურთ-უხუცესი ივანე, მორბევად რაჴსის პირსა. და მუნით წამოსრულ იყვნეს ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი მეკობრობად და მზერად ქარავნისა. ვერ ცნეს ამათ, შეიყარნეს საშუალობასა გზისასა, ეკუეთნეს ურთიერთას, და უფროს ომისა და მჴნედ-ბრძოლვისა საქებელ იყო წამღებელი სულისა სიფიცხე ქველობისა მათისა. ავსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე დავით სუე-ამაღლებულისა და თამარ ღმრთივ-დამყარებულისა.

შემდგომად ამისსა კაენისა პატრონმან ივანე მსახურთ-უხუცესმან აწჳა დავით ლაშქრობისა ძალითა შესამართებად დიდსა და სასახელოსა: მოსარბეველად დიდისა გელაქუნისა, სპარსი-ბაზრისა და გორალაუქისა. მაშინ გაჰყვა მოყმე დღითი-დღე მატებული, წარმართებული და წაკუეთებული ომთა და ლაშქრობათა. დამსსმელთა აღიღეს ტყჳსა, ჯოგისა, აქლემისა, ზროსისა და ცხურისა სიმრავლე, შემსგავსებული ქვიშათა, და სადაცა ვის ლაშქარნი და მეშუელნი თავისა დედა-წულთანი გარდეკიდნეს, გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. ვინაცა იავარ-მქმნელთა სპარსი-ბაზრისა სულტნის მოედანს შინა ჴელ-ყვეს სიხარულად და ასპარეზობად, რომელი-ესეცა აროდეს ვისგან ქმნილ იყო.

ვინაიგან ოდესმე იგივე რუსი, ამის სამო, სამოთხისაგან ექსორია-ქმნილი, კაენისაებრ მკლვლელი არა ძმისა, არამედ თავისა თჳსისა, ვერცა ღირს იქმნა და მოიშალა სამოთხესა, ქალაქსა კოსტანტინეპოლის, ყოფისაგან ყოველგნით არა მტერ-აწყუედილი მეფე, არამედ სამბერველ-აწმუედილი მივიდა ათაბაგისა და მისგან აიღო არანის. ქვეყანისა სამეფო, შემსგავსებული სჳსა მისისა. მუნიდაღმან შემყრელი ლაშქართა განძისა და არანისათა მოვიდა ქუეყანასა კამბეჩანისასა და შიგნით მინდორი მოარბია, და აიღო სიმრავლე ტყჳსა და ნატყუენავისა.

მაშინ ხორნაბუჯისა პატრონმან საღირ მახატლის ძემან ცნა ესე და შეიყარა მცირედითა ლაშქრითა და მიეწია სამითა შვილითა წამებად თავისა. არა თუ ორნი ერთისათჳს ლაშქრობდეს, და ათნი ერთისათჳს, და ოცნი ორთათჳს; გარნა მანვე სუემან და სიმართლემან თამარისმან დასცა რისხვა ღმრთისა უხილავი და, ვითარცა გედეონისგან გასმიეს, მცირედნი მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დაჴოცნეს, ვინა რუსი ძლით-სამე გარდაიხუეწა.

ხოლო ესეცა უწყოდით თქუენ, მსმენელთა, დაღაცათუ სამისოდ გაჭრით მჴეცქმნილთა მჴეცებრ აჩუენის ულმობელობითა უწყალო-ქმნა, გარნა იხილეთ თუ ვითარ ასატურფო და ანდამატებრივი მომზიდობა აქუს მჴეცთა გულებისა, ოდესმე შარვაშეზ ლომისა ბოკუერი გამოეგზავნა, მათ გაეზარდეს. და ესდენ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომელ არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა-ვის უნახავს მისი არაკი. რაჟამსცა დარბაზს მოიყვანიან, ესრეთ აქუნდა ტრელი, სურვილი და სიყუარული თამარ ღმრთივ-განათლებულისა, რომელ მრჩობლთა ჯაჭუთა მი- და მოცალებამან კაცთა კიდებისამან ვერ დაიჭირის, ვირე თავი უბეთა არა ჩაუდვის და ლოშნიდის, ვითარცა ძუელ ოდესმე მოწამეთა მეტაფრასები მოგჳთხრობს. და ოდესმე დაიჭირიან და დამაგრდიან, წყაროს მსგავსნი ცრემლნი გარდამოსთხივნის თუალთაგან, რომელნი დაალტობდეს მიწასა.

ამას ესევითარსა მძლეველობასა მტერთა და მჴეცთასა, წინააღმდგომთა და ურჩთა დამჴობასა, შინათა და გარეთასა, გაჴდა შიში და ზარი, სახელი ოთხ-ბუნებათა და ოთხ-კუთხებათა სულისა ანგელოზებისა, აღმოსავლეთით დასავლეთამდე, ჩრდილოეთით სამხრამდის.

ამას ჟამსა შინა მოიკლა ყიზილ-არსლან ათაბაგი, და აწ გასულტნებული, მუჰლიდთა მიერ. დარჩეს სამნი შვილნი ფალავანდისნი, მპყრობელად ყოვლისა სპარსეთისა, რომელთა მამისაგან და ბიძისაგან გაჰყოფოდეს ქუეყანანი ესრეთ: უფროსსა, ხუტლუ-ინანჩის, ერაყით ხუარასნამდის და ბაბილონამდის; და შედეგსა, ამირ-ბუბაქარს, ადარბადაგანი სომხითამდის; და უმცროსსა, ამირ-მირმანს, არანი გურგანის ზღჳთ გელაქუნის ზღუადმდე. ამას შინა, ვითარ არს წესი მრავალმთავრობისა, შეიქმნა შური და ჴდომა, და სძლია ამირ-ბუბაქარ და აოტა უფროსი ძმა, და დაჯდა ათაბაგად. და უმცროსი ძმა არანიდაღმან, ამირ-მირმან, შეესიძა შარვანშას. და თჳთ შარვანშას და მას ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და გააქცივნა, და თჳთ დარჩა გადიდებული და გალაღებული ჟამადმდე. ხოლო ვინათგან უღონო იქმნეს შარვანშა და ამირ-მირმან, რამეთუ მას ჟამსა შერისხვაცა მოიწია სახლსა ზედა შარვანისასა: „რომელი შეაძრწუნებს ქუეყანასა, შეახებს მთათა და აღკუმოლებს“, შერყევით შეარყივნა და დასცნა ზღუდენი და ციხენი შამასიისანი; უჩინო იქმნეს ყოველნი მას შინა მყოფნი, რომელსა შინა წარწყმდეს შარვანშას ცოლი და შვილნი. და მსმენელთა ამისთა, მტყებელთა თავისათა, დამსხმელთა თავთა ნაცრისათა, აღიხილნეს თუალნი მათნი, და არავინ იხილეს მჴსნელი და მაცხოვარი მათი, გარნა ღმერთი მხოლოდ და ღმრთისაგან ღმერთ-ქმნილნი დავით და თამარ. წარმოავლინნეს მოციქულნი შემოსახუეწელად ძღუნითა ურიცხჳთა, თუალისა და მარგალიტისა. ფასდაუდებელისა წარმოგზავნითა, და მოაჯეთა და მოქენეთაცა ამისთა: „ვინათგან ძალ აქუს ძალსა თქუენსა და ბრძნივგამორჩეულებასა და სუესა ალექსანდრიანსა თქუენ თამარისასა, სიმჴნესა და სიქველესა თქუენ დავითიანისასა, უებრობასა ლაშქართა თქუენთასა აღებად ყოვლისა სპარსეთისა, - მაშინ დასჳთ ასული თქუენი, ნათელი და შესატყჳსი ნაყოფი საამო მეცნიერებისა და ბრწყინვალება შარავანდთ-მკრთომელობისა თქუენისა, პატრონად ყოვლისა სპარსეთისაი.

მაშინ არა-მაღირსმან სიძობისამან უბრძანეს იმედი შუელისა და ჴელის-აპყრობისა; და განსცა ბრძანება და წარავლინა შიკრიკნი და მალე-მსბოლნი წუევად ლაშქრისა იმერით და ამერით. რამეთუ მას ჟამსა ძმა ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა სავალათი აქა იყო სამსახურად, დიდთა ლაშქართა შემყრელნი დადგეს დასოთა შინა, რომლისა სიმრავლითა აღივსნეს მტკურის პირი ალგეთის პირი კციის პირი და ქურდვაჭრის პირი, ესე ოთხნივე მდინარენი ტფილისით ყარლჩამდის.

მაშინ მოვიდეს ამირ-მირმანი ფალავანდის-შვილი და აღსართან შარვანშა, ყოვლისა არანისა დიდებულითა და ჰულამითა. დადგეს ჴელმწიფენი სუე-სრულნი და ღმრთივ-აღმობრწყინვებულნი ჭალასა აგარათასა და პატივისმცემელთა ნების-მყოფლობისა მათისათა აწჳეს და მოიწჳეს დიდითა ზარითა და პატივითა დედოფალი რუსუდან; აქა რომელმანცა სახემან ანუ ვისმცა გონებამან და ენამან აღმოთქუნა ქებანი ზართა დიდებისათა, კარავთა და სარაფარდათა, კოშკთა და ფილოპატთანი, მოკაზმულობანი და შემკობილებანი ბესელიელებრნი გინა სოლომონიანნი ტაძრისა ღმრთისანი, რომელსა. შინა იხილვებოდა ღმრთისაგან ღმერთქმნილად, შორის ღმერთთა გამკითხველად ღმრთისა სახეობად, რომელსა მოესთულო სურნელება და შუება სამოთხისა, მოეფუტკრა ვარდბუტკობა, ყუავილ-მცენარეობა, ასფოდელ-ნარგისობა ილჳსიოს-ველის ნამორჩებთა? ანუ ვისეცა ქება მიხდომოდა დავითის მოყმისა, ბაყათარისა და თარხნისა მსგავსისა, ეფრემიანისა და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა მსგავსთა როსტომისთა, და გივისითა.

და შეიყარნეს ზრითა მით, გონებისა ზარგანჴდილითა, და შეიქმნა დარბაზობა. და დასხდეს ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თჳთ თამარ, დავით და ძე მათი გიორგი, მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა და შარავანდთ-მპყრობელობისა გუარფესუობისანი, და რომელთათჳს მოქალაქობისა მოქმედნი. ვითარ თქუას. სიტყუამან: „შევინანნე კაცნი ესენი“, კაცთ-ზეშთამან კაცთმოყუარებამან კაცნი საყუარნი, მბაძნი დასაბამისა ღმრთის გამგებლობისა კაცთ-ქმნილობით კაცთა ჴსნისათჳს, შეწევნითა და ძალითა მის ზენას მკლავისათა იჴსნნეცა სიკუდილისა და ექსორიობისაგან მვედრნი და შემხუეწნი ფერჴთა მათთანი.

პირველად რა გამოვიდეს ტფილისით ქალაქით, მიეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი ახალნი; და შემდგომად ამისა ჰერნი და კახნი; შემდგომად ქართველნი; და შემდგომად მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი; შემდგომად სომხითარნი; შემდგომად აფხაზნი და სუან- მეგრელ- გურიელნი თანა რაჭა- თაკუერ- მარგუელითურთ, და თჳთ კარვის კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი.

ხოლო ვინათგან შინაური და თჳსი იყო შარვანშა პირველად შემოვიდა იგი და, თაყუანისმცემელი, მოიკითხეს წესისაებრ და დასუეს თჳსსა ადგილსა. და შემდგომად მისსა მოვიდა ამირ-მირმან, მამულად ძმისწული სულტანისა, შვილი ფალავანდისი, და დედა მისი იყო ასული ინანჯანისი, ხუარასნის მემამულისა, რომელი აწ ცოლი იყო ტუღრილ სულტნისა. და მოიყვანეს პატივითა და ზარითა; მომკითხველთა დასუეს. პატივითა და შეიტკბეს, ვითარსა შვილი, მოყმე კარგი და შესახედავ- საყუარელი. და მოასხეს დიდებულნი, ზოგნი ელდიგოზისნი, ზოგნი შვილთა მისთანი, ათაყუანნეს და მოიკითხნეს შესატყჳსითა პატივითა.

და შეიქმნა სიხარული გულისა მათისა მიუთხრობელი და მათ, განცჳფრებულ-ქმნილთა. ფიცითა დაამტკიცეს: „არა ნახულა კაცთა თუალთაგან, არცა წაგჳკითხავს. ძუელთა წერილთა შინა, გინა ახალთა, სახე თამარისი და მსგავსი ქცევითა ყოფისა მისისა“ და მოეწონა თჳთ მეფე დავით და დიდებულნი და მოყმენი მათნი, და თქუეს მხიარულთა და იმედოანთა: „გავიმაგრნეთ გულნი ჩუენნი და აღვიძარცოთ კმაება შეჭირვებისა თუალთაგან ჩუენთა! ჭეშმარიტად ძალ-უც ჴსნა ჩუენი და კუალად-გება მამულადვე ჩუენდა“.

მაშინ ითხოვეს პური და შემდგომად პურობისა დაიდვეს ნადიმი, სიკეთე და სიტურფე გამოუთქმელი. იყო სიხარული და ზმა მგოსანთა და მოშაითთა. იგინიცა დამოსნა ძჳრფასითა შესამოსლითა, იგი ორნივე და ლაშქარნი მათნი. დამყოფელთა მსგეფსისა ერთისათა ჰქონდა ყოველთა დღეთა სიხარული: მათგან ძღუნობა, ამათგან ბოძება, ნადირობა და ბურთობა. რომლისათჳსცა ისმოდა ქება თჳთ ამირ-მირმანისი და დიდებულთა და ჰულამთა მისთა, ვითა: ერაყსა,“ ადარბადაგანსა და ერანს ამათებრნი მობურთალნი არ დარჩომილან“.

უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს, ჰერეთისა ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს და მუნით ჩამოვიდა ამირ-მირმან მისითა დიდებულითა და მონითა, და თჳთ თამარ საჭურეტელად პირითა მით ბრწყინვალითა და ნათელთა-მოფენითა. ისლიმნი, დაჯერებულნი მეცნიერობისანი და მძლე-მბრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა მოყმეთაგან და შეიქცეს მლეულნი და მჭმუნვებელნი.

ამა სიხარულსა და შუებასა შინა ეკაზმოდეს და ემზადებოდეს დამსკუნელნი შუღლისანი. და მოვიდეს და აცნობეს ათაბაგსა, ნახჭევანიდაღმან ყოვლისა სპარსეთისა შეყრითა მყოლსა. არანს მოსულსა, რომლისადა წარმოეგზავნა ხალიფას დროშა მისი და ლაშქარნი, რომლისა თავსა ზედა იყო ოქრო ათასისა ხალიფურისა.

მაშინ შეკრბეს თამარს წინაშე ყოველნი ვაზირნი და სპანი და თჳთ შარვანშა. დამასკუნელთა მიმართებისათა უყოვნელ ყვეს დღენი ყოველთავე თჳთეულად თემთა და თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან წინაშე ითხოვეს სიტყუა მდაბლისა და გამარჯუებულისა, მძლევისა და წარმართებულისა პირისა მისგან სჳანისა.

და წარემართა დავით, წარმძღუანელი ძელისა ცხოვრებისა და შემყრელი დროშთა სჳანად მოჴმარებულისა, ბაგრატოანურისა და უფროსღა გორგასლიანურისა.

წარსრულთა დაიბანაკეს წყალსა ზედა ელეკეცისასა. და მუნით აყრილნი მოვიდეს. სიახლესა შანქორისასა, თუესა ივნის[სა]ა ა~, დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა პარასკევად, რომელსა შინა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან შემუსრა ძლიერება მჴდომისა და დათრგუნა ორთავი იგი ვეშაპი.

რომლისა იხილეთ აქაცა ძალი და ძლიერება ძელისა მის ცხოვრებისა და პატივისცემა პარასკევისა. და ვითარცა განთენდა, მოვიდეს კაცნი წინამავალნი აეშაგთაგანნი და თქუეს, ვითარმედ „ჩუენ თუალითა ჩუენითა გჳხილვან ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი, უმრავლესნი რიცხჳსანი, ვითარცა მკალნი და ვითარცა ქვიშა ზღჳსა შანქორითგან ვიდრე მთად შოთისა და ვარდანაშტისა, განძის კარამდი ვერ მისაწთომელ არიან თუალნი განცდად და გარდაწთომად.

და ვითარცა ცნა მეფემან და სპათა მისთა შარვანშა და ამირ-მირმან და ლაშქართა მათთა, პირველად მხიარულთა და მმადლობელთა ღმრთისათა ახლოს პოვნისათჳს მტერისა მათისა, დაეცა განკჳრვება, თუ „ვითარ დამგდებმან განძისა და არანისა ჭალათა, მთათა მაგართასა აჰჴედა საფარველი, და მკჳრცხლ შეუმართებია ომად მოგებვად წინა“. გარნა ესე სამე გამორჩევითა და განზრახვითა მოსრულ იყვნეს ადგილსა მას, პირველად იმედითა სიმრავლე-აურაცხელობისათა, მერმე ჴევისა და სიმაგრისა შეზღუდვილობითა.

მაშინ აღიჭურა და შეიჭურა მეფე, შეჯდა ზურდაგსა, რომელი სახელგანთქმულობისათჳს ეყიდა ვახტანგ ხაჩენელისაგან მბოძებელსა ციხისა და სოფლისასა, რომელ არიან ჭარმანი, ამირ-მირმან მოყმემან, ამღებელმან ჰოროლთამან, შეირტყა მშჳლდკაპარჭი, მოიმახოს უცთომელმან მსროლელმან და ვითარ განსწავლილმან კენტავრო- სისაგან.

და მას ჟამსა მწიგნობართა-უხუცესი ანტონიცა წინაშე იყო, კაცი შესახედავითაცა ჭაბუკი და გუარტომად. მას უბრძანა წარძღუანვა ძელისა ცხოვრებისა, რომელ არს სკიპტრა და ჯაჭუ-ჭურ მეფეთა. განმამჴნობელნი ურთიერთარსისანი, მომგონებელნი ქრისტეს მათისათჳს ვნებათანი, აღეხილველნი ღმრთისა და მითუალულნი, და მისდა შევრდომითა თაყუანისმცემელნი, შემვედრნი სულთა და სხეულთანი მოაჴსენებდეს ურთიერთისა სიმჴნესა, მარჯუებულობასა პაპათა და მამათასა, თუ ვითარ ძუელ ოდესმე წინაშე დავითისა ოცდაათშჳდმეტნი გმირნი მბრძოლობდეს და მძლეობდეს უცხოთესლთა და ვითარ სპანი ვახტანგისნი წინაშე ვახტანგისა, და ვითარ სპანი ახლისა დავითისნი წყობათა დავითისთა იერუსალემს ერთობდეს, აწ შვილისა მის თამარისნი, რომელი დავით წინასწარმეტყუელითგან ოთხმეოცსა-ერთობს შვილად ცხებულად.

და მეტყუელნი სპასპეტნი სპათანი: თუ-იგი ვინმე მაშინ იყვნეს მძებარნი სახელთანი და დამდებნი თავისანი ისტორიის ქებისანი შესხმათასა აწ ჩუენცა უსწროთ და გრდავსტაცოთ ქება მაქებელთა და შემსხმელთა, დავძუელნეთ და დავარცხჳნეთ ჰომთა მათთა და მოვიგონნეთ ვიეთნიმე სჯულისა და ქრისტეს კუალთა შედგომილებისათჳს თავის-მსხმელნი ლანძუთა და ტაფათა და კატაფელთანი, და ვინმე გმირნი გოლიათნი, სახელი; მძებრობისათჳს არამრიდნი სიკუდილისანი, და ვინმე მიჯნურნი და მნათობთა მათთა მოგონებითა ყოვლად შწყალოდ მქნელნი ჴორცთა და სულისანი. აჰა, ჩუენცა ჴელნი ჴრმლად და სული ღმრთად!“.

მაშინ ჰკრეს სპერმურთა, და სცეს ზარი, დააწყუეს რაზმი წესისაებრ; მიუწია წუერმან რაზმისამან მარჯუენითმან [მთად] და მარცხენითმან [მტკურად]. და წარემართნეს და წავიდეს სიახლესა შანქორისასა, გარდაეცნეს ზედა, და განყო რაზმი მიმახლლებელმან ქალაქისამან და ომთამან. თჳთ მეფე, რაზმითა დამგდებელი მარჯუენით, შანქორსა, მოსწრაფე იქმნა განსლვად წყლისა შანქორისასა კერძოსა. დაუმცირეს რაზმისასა კართა ზედა და ჴიდთა შეიქმნა ომი და სროლა. ძნელსა და საჭიროსა გზასა სიმჴნითა ჴელ-ყვეს ჴსნად. განვიდეს პირსა ისლემთა რაზმისასა, რომლისა ზარი - უზარო, ჰამრი - უამარო გაგონებისაგან და თუალთა მხედველობისაგან. შეიქმნა ომი და კუეთება არათუ სრულობით წარმოღურითა რაზმისათა, გარნა წინამსრბოლთაგან, რომელთა ყივჩაყთა ენითა „ჭალაშ“ და „დასნაჭტდა“ ეწოდების.

და გაგრძელდა ომი გზისა სიგრძისაგან, ვინათგა მეფე და რაზმნი მისნი მიზეზითა ბეღთა და კაპანთათა დაყოვნებულ იყვნეს. და მოუკლეს ცხენი ზაქარიას ვარამის ძესა, და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა. მაშინ ცნეს მჴარგრძელთა, ძეთა სარგისისთა, ზაქარია ამირსპასალარმან და ივანე მსახურთ-უხუცესმან, წარმომართეს, ვითარცა ვეფხთა, ფრთოსანთა, და მოესწრნეს კნინსა დაჭირებისაგან უკურიდებულთა. და მომხმდველთა იხილეს: მიახლებოდა მეფე და მისი რაზმი; დროშა იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკდებოდა, ყოვლადცა პატივისმცემელ ექმნებოდა ზენა იგი განგება და მათ, პირველ-მოსრულთა, წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი. ვიდრე მეფისა მოსლვამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა.

და რაჟამს იხილეს მეფე დაეცა რისხვა ღმრთისა უხილავი და ჴრმლები და ჰოროლები მეფისა, რაზმთა მისთა მსრველი. და აჰა, მისლვამდი იოტეს და გააქციეს, დაათრვნეს ისარნი სისხლითა და ჴრმალნი ჭამდეს ჴორცთა მტერთა მათთასა. და მეფე იქცეოდა მსგავსად აქილევისა. და მიუწია მდევარმან ერთკერძომან განძის შუალმთამდი, ერთკერძომან მთამდი გელაქუნისა არა თუ წარმქცეველი ერთი ათასთა და ორი ბევრთა იხილვებოდეს, არამედ შემომქცეველნი ერთი [ათასთა] და ერთი ბევრთა ტყუე-მქმნელად ჴელმწიფეთა, დიდებულთა და აზნაურთა, გარნა ათაბაგი მხოლოდ განერა ერთითა მონითა. დაიონავრეს ქალაქნი სამნი, ვითა არს წესი სარკინოზთა ლაშქართა შინა-ქონება ქალაქთა და სიმდიდრეთა: ერთი ათაბაგისა, ძისა ბეშქენ ქველისა, ერთი სათმაზ ეზდინის ძისა, რომლისა მამისა სიუხჳსა სახელი სპარსეთს ასეთი ითქმოდა: ჰათემ“ თაიელისა“. და წარუღეს დროშაცა ხალიფასაგან ღაზოდ წარმოგზავნილი. მადლიანითა და ჭეშმარიტითა პირითა კურთხეული ესევითარი აჩუენეს აწ საქმისა გამარჯუებულებ. მიმჴედრობითაღა სამე დევნისაგან შემოიქცა მეფე და მიეგება წინა ანტონი ვაზირი ჴელგაპყრობით მადიდებელი ღმრთისა და თჳთ ავსილი ლარითა და საჭურჭლითა ათაბაგისათა, რომელმან რიდობითა მონაზონობისათა არა იჴადა მახჳლი და მისრულმან სამითა ყრმითა შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი.

მაშინ მოვიდეს მადიდებელნი სპანი და. სპასალარნი და სპასპეტნი, თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან; პირითა მხიარულითა გარდამოჴდეს, თაყუანის-ცეს, დალოცეს. და ქება შეასხეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა. და მას ღამესა დაიბანაკეს სადგომსა მათსა, რომელი გუშინ მნახველთაგან აღარ იცნობებოდა. მადრასათა წილ აღმართნეს ეკლესიანი და მყივანთა წილ ჰკრეს ძელსა, და ნაცვლად მუყრთა იხილვებოდა ღაღადება მღდელთა ადონაისადმი: უფალო საბაოთ ძალთასა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>