დაუჯდომელი საგალობელი დიდუბის ღმრთისმშობლის ხატისა

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-და-საწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

ცათა უვრცელესო ქალწულო და ქერაბინთა უმაღლესო, ღმრთისმშობელო, შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენ მორწმუნეთაჲ, რომელნი ამბორს-უყოფთ ხატსა შენსა, და მეოხად მიგავლენთ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენ ყოველთაჲსა, რაჲთა დაგჳფაროს სავნებელთაგან სულიერთა და ჴორციელთაჲსა და ღირს მყვნეს ჯერისაებრ შეწირვად გალობისა: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთამბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

იკოსი 1

შენ გიგალობს, ქრისტეს დედაო, გუნდი ზეცისა უსხეულოთაჲ, ვითარცა უზეშთაესსა ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა, და მათ თანავე გაქებს ყოველი ენაჲ კაცთაჲ, ხოლო ჩუენ სარწმუნოებითა მივემთხვევით სასწაულთ-მოქმედსა ხატსა შენსა, და გევედრებით სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისაჲთა: მოწყალე გვექმენ ჩუენ და განმარინე ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴისაგან მტერისაჲთა, რომელნი ესე ქებად შენდა აღვიძრვით და შეგასხამთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, წმიდაო დედაო იესუჲსა, ძისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, ბჭეო ცათაო და საყდარო მეუფისაო;
გიხაროდენ, განედლებულო კუერთხო აჰრონისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დამტევნელო და მტჳრთველო მზისა მის სიმართლისაო;
გიხაროდენ, სამკჳდრებელო ჭეშმარიტებისაო და საზღვარო სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ეტლო სიწმიდისაო და კიბეო ღმრთისა გარდამოსლვისაო;
გიხაროდენ, გამოუკულეველად მშობელო ანგელოზთა შემოქმედისაო;
გიხაროდენ, მიზეზო ადამისა ჴსნისაო და დამჴსნელო ევაჲს მწუხარებისაო;
გიხაროდენ, სასოებაო ყოველთა აღდგომისაო და თავსმდებო საუკუნოჲსა ცხორებისაო;
გიხაროდენ, მფარველო და ქომაგო ქართლოსიანთა ერისაო;
გიხაროდენ, მეოხო და მზრუნველო სამკჳდროჲსა მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო უბრძოლველო და მცველო ტფილის-ქალაქისაო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 2

ჵ, სასწაული ყოვლად საკჳრველი, რამეთუ მწყსიდა რაჲ ფარას ტფილისისა გარე, დიდუბისა სანახებსა, ანგელოზი ეჩვენა ძილსა შინა მწყემსსა და აუწყა, თუ სადა ესვენა ხატი ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობლისა, და მყის გულისჴმა-ყო, რამეთუ მიეცთ ხატი იგი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა, და სიხარულითა აღვსილი გმადლობდა და უგალობდა ქრისტესა, მხოლოსა კაცთმოყუარესა: ალილუია.

იკოსი 2

მრავალთა შორის გამოირჩიე რაჲ მწყემსი იგი მიქმად პატიოსნისა ხატისა შენისა, ხილვაჲ თჳსი აუწყა სამღდელოთა და ერთა, და დღესა მას მეორესა, ორშაბათსა მოიძიეს რაჲ უპატიოსნესი ხატი შენი დიდუბისა სანახებსა, განკჳრდეს, რამეთუ სკიპტრაჲ იგი სამეუფოჲ, ვითარცა საჭურველი, გაქუნდა ჴელსა მარჯვენესა, ხოლო სფერაჲ იგი ოქროჲსაჲ, განშუენებული ჯუარითა, ნიშნად თჳთმპყრობელობისა, ეპყრა ძესა შენსა და ღმერთსა, და აღიხუნეს რაჲ ხატი შენი ლიტანიითა და გალობითა, დააბრძანეს ტაძარსა მას, მახლობლად მდებარესა, და გიგალობდეს და გნატრიდეს შენ, ვითარცა ერისა ჩუენისა წინამბრძოლსა და ჭეშმარიტსა მეუფესა:

გიხაროდენ, სძალო უქორწინებელო, მამისა საყდარო სამეუფოო და სამკჳდრებელო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, ქალაქო სულიერო მეუფისა დიდისაო;
გიხაროდენ, კარავო, უვრცელესო ცათა და ქუეყანისაო;
გიხაროდენ, ქერაბინთა უზეშთაესო, მტჳრთველო დამბადებელისაო;
გიხაროდენ, მხოლოო კურთხეულო, სამკჳდრებელო სიწმიდისაო:
გიხაროდენ, ქალწულად მშობელო ევმანუელისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, დედაო სასუფეველისა და სამოთხისაჲ აღმაშენებელისაო და ჯოჯოხეთისა შემმუსრველისაო;
გიხაროდენ, საფუძველი საღმრთოჲსა სჯულისაო;
გიხაროდენ, ღმრთივმომადლებულო მეუფეო ქართველთა ნათესავსაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებლო ბაგრატოვანთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ქრისტჱს წმიდისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, მყუდროო ნავთ-საყუდელო და მეოხო და მოღუაწეო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 3

მიემადლა რაჲ საკჳრველი ხატი შენი ქართველთა, კრებულნი მამათანი და სამწყსონი მათნი მიივლტოდა ხილვად და თაყუანისცემად მისად, ხოლო სნეულებითა შეპყრობილნი შეუვრდებოდეს რაჲ და იტყოდეს: შეგჳწყალენ ჩუენ, დედოფალო, მწრაფლ განიკურნებოდეს და ჰმადლობდეს იესუს, ძესა შენსა და ღმერთსა, მისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები, ქალწულო, რაჲთა მიჴსნეს ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან და ღირს მყვნეს დამკჳდრებად და მარადის გალობად სასუფეველსა მისსა: ალილუია.

იკოსი 3

ესმა რაჲ კაცსა მას ბრმად შობილსა სიმრავლჱ სასწაულთაჲ, აღივსო გული მისი სასოებითა და ეწადა თაყუანისცემაჲ ხატისაჲ, გარნა ვერცაღა პოვა წინამძღოლი, რაჲთამცა ღირს იქმნეს მიახლებად საკჳრველისა მის სიწმიდისა, არამედ მუჴლთ-მოდრეკითა და ცრემლითა ილოცვიდა: „მეოხ-მეყავ, დედაო ღმრთისავ, წინაშე ძისა შენისა, რაჲთა ნათლითა თჳსითა განმანათლოს მეცა ცოდვითა დაბნელებული და ღირს მყვნეს ხილვად ხატისა შენისა და გალობად წინაშე მისსა“:

გიხაროდენ, კუერთხო სუფევისაო, დავითის ძირთაგან აღმოცენებულო;
გიხაროდენ, მამათმთავართა მიერ ღმრთისმშობლად ქადაგებულო;
გიხაროდენ, ქალწულო, ბერწისაგან აღმოცენებულო და ქერობინთა ზედა აღმატებულო;
გიხაროდენ, მთაო ღმრთისაო, უმაღლეს ცათა აღმაღლებულო;
გიხაროდენ, სოლომონისა მიერ ქებასა შინა ქებათასა დედად ნათლისა წოდებულო;
გიხაროდენ, საყდარო ცეცხლისაო და კიბეო ცად აღწევნულო;
გიხაროდენ, ტაძრად სამეუფოდ აღშენებულო;
გიხაროდენ, ყუავილო დაუჭნობელად აღყუავებულო;
გიხაროდენ, დედაო უსძლოო, ქალწულებითა მუცლად-მღებელო და ზეცისა მეუფისა უთესლოდ მშობელო;
გიხაროდენ, სძალო, დედობრივითა ვნებითა უვნებელო;
გიხაროდენ, ძისა შენისა მიერ ყოველთა დაბადებულთა ზეცისათა და ქუეყანისათა განდიდებულო;
გიხაროდენ, ყოველთა თესლთა ადამის ნათესავთა მიერ ქებულო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 4

აჩუენე რაჲ მსწრაფლი იგი შეწევნაჲ შენი კაცსა მას, ნათლისაგან სრულიად დაკლებულსა, აღუხილნე თუალნი მეყუსეულად, და სიხარულითა აღივსო რაჲ, ოდეს იხილა ნათელი დღისაჲ, მსწრაფლ წარემართა თაყუანისცემად ხატისა და გიხაროდენი შენდა შეწირა, ხოლო ჩუენ უწყით რაჲ მოწყალებათა სიმრავლჱ, მოჳვლტით შენდა მომართ, ვითარცა მეოხისა წინაშე ძისა შენისა და არცაღა დავსცხრებით დიდებად მისსა: ალილუია.

იკოსი 4

სიტკბოებითა მოხედე რაჲ წილხვდომილსა ერსა შენსა, წმიდაჲ სახებაჲ შენი გამოუჩინე მწყემსსა საკჳრველად, რაჲთა შენ წილ ხატი შენი მკჳდრობდეს მცველად ივერიელთა და თუალნი დაბრმობილნი აღუხილნე ბრმასა, მსგავსად მისა ჩუენცა აღგვიხილე თუალნი სულიერნი, რომელნი ესე წარდგომილ ვართ წინაშე ხატისა შენისა, რაჲთა არა ვიქცეოდეთ უღმრთოთა წესისაებრ, არამედ შენდა მომართ ვიხარებდეთ და ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, სამართლად გნატრიდეთ:

გიხაროდენ, ყოველთა შემოქმედისა ღმრთისა დედაო, უსძლოო, უქორწინებელო;
გიხაროდენ, ანგელოზთა და კაცთა ერთ სამწყსო მყოფელო;
გიხაროდენ, დედოფალო საუკუნოო, და განგებულებაო განუქარვებელო;
გიხაროდენ, კიდობანო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, ქალაქსა სამეუფოსა დასაყდრებულო;
გიხაროდენ, ახლისა ვენაჴისა კჳრტო, კურთხევისა მის ტევნისა გამომღებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სიყუარულისა გამომავლინებელო;
გიხაროდენ, ნიშთა და სასწაულთა განდიდებითა უნაყოფოჲსა და ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, მჭმუნვარეთა და ჭირვეულთა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო სანთელო, ბნელსა შინა მსხდომარეთა და სასოწარკუეთილთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, შენდამი შევედრებულთა საპყრობილეთა და საკრველთაგან განმათავისუფლებელო; გიხაროდენ, ჰრულითა მცონარებისაჲთა შეპყრობილთა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, ცოდვითა დაძუელებულისა ბუნებისა ჩუენისა განმაახლებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 5

მაშინ მრავალნი ლოცვად მოვიდოდეს და ითხოვდეს რაჲ კურნებასა: ბრმანი აღიხილვიდეს, და ხედვიდეს და განიცდიდეს პირსა შუენიერსა შენსა, ყრუთა ესმოდა, მკელობელნი ვიდოდეს, და კეთროვანნი განწმდებოდეს, ხოლო რომელნი შეპყრობილ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა, განიკურნებოდეს და ყოველნი სიხარულით ადიდებდეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 5

შეიყუარეს რაჲ ხატი ესე შენი ქართველთა, აღუმართეს მას ნიში სალოცველი, პატივად მისა, და შეიტკბობდენ და განადიდებდენ, ვითარცა ზღუდესა, მეოხსა და მფარველსა თჳსსა, ეგრეთვე აწ მცნობნი შენისა პატიოსნისა საკჳრველებისანი, ერი სჯულიერი ერთბამად ვიხარებთ და სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი აღგიარებთ ღმრთისმშობელად და გალობით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სიყუარულითა და სურვილით შენდამი შემოწირულისა ლოცვისა მოწყალებითა მიმღებელო;
გიხაროდენ, უძლურთათჳს სიმრთელისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მოწყლულთა და განრღვეულთათჳს კურნებისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა კაცთა სარწმუნოებად მიმყუანებელო;
გიხაროდენ, ყოველთა პატიოსანთა მეუღლეთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მაშურალთა განმსუენებელო და ჩაგრულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, სულისა ცხონებისა მნებებელთა თანამბრძოლო და მფარველო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, უნაყოფოთათჳს შჳლიერებისა აღმდგენელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო დედაო, უდედოდ დაშთენილთა ჩჩჳლთა უხილავად აღმზრდელო;
გიხაროდენ, უბიწოთა ქალწულთა და ყრმათა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 6

ხედვიდეს რაჲ საშინელსა ძლიერებასა ხატისა შენისასა, სიმრავლესა მორწმუნეთასა და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, აღაშენეს მუნ ტაძარი შუენიერი, და დაასუენეს რაჲ წმიდაჲ ხატი შენი, უბიწოო მარიამ, დღესა ორშაბათსა განაწესეს დღესასწაული ხატისაჲ, რომლისა მიერ დაგჳფარნე აჩრდილსა ქუეშე მისსა შევედრებულნი სულითა და ჴორცითა და ღირს-გვყვნენ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

გამობრწყინდა მადლი შენი ტაძარსა დიდუბისასა, რამეთუ სიკეთითა ელვარე ქმნილი ხატი შენი დაბრძანდა რაჲ სახლსა შინა ღმრთისასა, მღდელ-მთავარნი და მღდელნი ერთა თანა დღესასწაულობდეს გალობითა და შესხმითა სულიერითა, ხოლო წმიდაჲ მეფჱ თამარ მოისწრაფდა ტაძარსა მას, რომელიცა წოდებულ არს სახელსა ზედა შობისა შენისასა, და ვითარცა ნავთსაყუდელსა მშჳდსა შევედრებული გაქებდა და შეგასხამდა ქებასა ქებათასა:

გიხაროდენ, სძალო სიძისა უკუდავისაო და უბიწოო მშობელო წინასაუკუნეთა ყრმისაო;
გიხაროდენ, ქალწულადვე დადგრომილო და მომასწავებელო ღმრთეებისა მისისაო;
გიხაროდენ, ასულო დავითისაო, მშობელო მშჳდობისა მთავრისაო;
გიხაროდენ, დამჴსნელო ევას ურჩებისა წყევისაო, და მომნიჭებელო კურთხევისაო;
გიხაროდენ, დედოფალო და შემაერთებელო ცისა და მიწისაო;
გიხაროდენ, სძლად ზეცისა სიძისა წოდებულო და მიზეზო ცხორებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ცხოველსმყოფელო წყაროო დაულევნელისა მადლისაო;
გიხაროდენ, საუნჯეო პატიოსანო, უსასყიდლოჲსა მის მარგარიტისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო ვენახო, მტჳრთველო ცხორებისა ტევანისაო;
გიხაროდენ, ადგილო სიწმიდისაო და ქუეყანაო პურიელო, მომნიჭებელო უკვდავებისა საზრდელისაო;
გიხაროდენ, ვარსკულავო განთიადისაო, განმანათლებელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და სამკაულო ქართლოსიანთა მოდგმისაო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 7

ეჰა, საკჳრველი მოწყალებაჲ ღმრთისა დედისაჲ ჭეშმარიტად, რამეთუ ესევითარი ცხადი სასწაული ჩუენებულ იყო დედობრივისა სიყუარულისათჳს ერისათჳს მისდა წილხდომილთა, მიანიჭა რაჲ ხატი თჳსი, ვითარცა ბრწყინვალე სამკაული, ქრისტესმოყუარესა ერსა ჩუენსა, ხოლო ჩუენ მსმენელნი ამისა, სარწმუნოებითა შევუვრდებით მფარველობასა მისსა და იესუს, მჴსნელსა ჩუენსა, უგალობთ სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

იკოსი 7

ქართლოსიანი მეფენი პატივს სცემდენ ხატსა შენსა, ვითარცა სამეუფოჲსა თჳსისა სიმტკიცესა, და აღაშენეს რაჲ პალატნი თჳსნი ველსა მას დიდუბისასა, მუნვე შეჰკრებდენ ლაშქართა თჳსთა და შეგვედრიდენ, ვითარცა ზესთამბრძოლსა ქართველთა ერისასა, და აჰა, საზეპუროჲ ერი ჩუენი კუალად მოუცავს განსაცდელთა და ჭირთა სიმრავლესა, გარნა შენ უწყი უძლურებაჲ ჩუენი და მოგუეც ძალი, სიმჴნჱ და სიბრძნჱ დათრგუნვად მანქანებათა მტერისაჲთა, რაჲთა გიგალობდე: ღმრთისა დედაო, დიდება შეწევნასა შენსა:

გიხაროდენ, წმიდათა ხატთაგან დედობრივისა სიტკბოებისა მარადის აღმომადინებელო;
გიხაროდენ, ქართველთა ნათესავისა აღმატებულითა სიხარულითა აღმამაღლებელო; გიხაროდენ, განწირულთა სასოო და დავრდომილთა ჴელის აღმპყრობელო;
გიხაროდენ, ცუდთა ლტოლვათა აღვირ-აღმსხმელო;
გიხაროდენ, დედათათჳს სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, თუალთა სნეულებისა განმკურნელო;
გიხაროდენ, შეცთომილთა მომძიებელო და მომწყუდართა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ვეცხლისმოყუარებისა განუძღომელისა წყურვილისაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, ცოდვისა და უმეცრებისა წყუდიადისა განმაბრწყინებელო;
გიხაროდენ, შეჭირვებულთა სულთა მსწრაფლ განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, სოფლისა ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ღრმად დაძინებულისა და დადუმებულისა სჳნდისისა ჩუენისა განმაღჳძებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 8

ჵ, შენსა, დედოფალო, ჩუენთჳს განგებულებასა, რამეთუ საკჳრველად მიუბოძე ხატი შენი ქრისტჱშემოსილსა ერსა, რაჲთამცა განერნეს შენ მიერ ყოველსა ჭირსა და სავნებელსა, აწ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრები და ევედრე ყოვლადძლიერსა ღმერთსა, რაჲთა მმართებელად და წინამძღურად მოგუმადლოს მწყემსი სარწმუნოჲ და მართალი, ვითარცა დავით ისრაელთა, რაჲთა სიყუარულითა განაგებდეს მისდამი რწმუნებულთა და უბიწოჲთა გულითა ადიდებდეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

ვითარცა ხატი ესე უზესთაეს მზისა გამოუბრწყინვებდა შეწევნისა შენისა საბოძვართა წინაპართა ჩუენთა, ეგრეთვე აწ დედობრივსა მადლსა შენსა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისაჲთა, რაჲთა სინანულმან ჩუენმან განსაცდელი იგი დაქცევისაჲ დაჴსნას, მსგავსად ნინეველთაჲსა, და ყოველნი მორწმუნენი გნატრიდეთ შენ, ვითარცა უსაკუთრესსა მფარველსა თჳსსა:

გიხაროდენ, ხატო, ყოვლისა ზეციერისა ქალწულებისა შუენიერებისა გამომსახველო;
გიხაროდენ, სხივცისკროვანო მზეო, მორწმუნეთათჳს ტკბილისა ნათლისა ძლევისაჲთა მომფენელო და განმანათლებელო;
გიხაროდენ, განდიდებითა სასწაულთა შენთაჲთა დიდუბის ეკლესიისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, მღდელობისა სიწმიდითა განმაშუენებელო;
გიხაროდენ, მეფობისა კეთილმსახურებითა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, მთავართა ღმრთისმოყუარებითა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, ქართველთა მხედრობათა ახოვნებითა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, შეპყრობილთაგან სულთა ბოროტთა განმდევნელო;
გიხაროდენ, ბიწიერებითა ცოდვისაჲთა შეპყრობილთა განმბანველო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და მშიერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ყოვლისაგან მანქანებისა საეშმაკოჲსა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამჴნევებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 9

ვითარცა მამა-პაპანი ჩუენნი განსცხრებოდეს კეთილად მსახურებითა ზესთა საკჳრველისა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა მის მიერ ვიხარებთ და ვაქებთ, უხრწნელო, საჴსენებელსა შენსა, გარნა შენ მოგვეც გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და მოგუანიჭე პატიოსნებაჲ ღირსებისაჲ და მადლი მოწყალებისაჲ, რაჲთა არცაღა გარდავხდეთ გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებისა, არამედ საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და შიშითა და ძრწოლით უგალობდეთ მაცხოვარსა სულთა ჩუენთასა: ალილუია.

იკოსი 9

აჰა, ესერა ყოველი სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგვიძს, დედათა შორის სანატრელო, ღმრთისმშობელო, რამეთუ მრავალფერთა სენთა მაკურნებელ არს და სულთა არაწმიდათა სდევნის მადლი საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისა, და მისდამი შევრდომილთა მოგვანიჭებ სულთა და ჴორცთა კურნებასა, რაჲთა სიხარულითა გნატრიდეთ და შევსწირვიდეთ შენდა სამადლობელსა გალობასა:

გიხაროდენ, უვრცელესო ცათაო და უმაღლესო სამყაროთაო;
გიხაროდენ, უაღრესო მრავალთუალთა ქერობინთაო;
გიხაროდენ, უზეშთაესო ექუს-ექუსფრთენთა სერაბინთაო;
გიხაროდენ, დედაო დედოფალო ყოველთა დაბადებულთაო;
გიხაროდენ, ნიჭო და სიქადულო ანგელოზთა და კაცთაო;
გიხაროდენ, სიხარულო ცხოველთა და მკუდართაო;
გიხაროდენ, მტკიცეო ზღუდეო კეთილად განკრძალულთა სამღდელოთაო;
გიხაროდენ, უხუებითა გჳრგჳნოსან-მყოფელო მართლ-მორწმუნეთაო;
გიხაროდენ, უძლეველო საჭურველო მეფეთა და მთავართაო;
გიხაროდენ, სიმტკიცეო და სიმჴნეო მოლაშქრეთა სპათაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო ქომაგო და სასოებაო ყოველთა ტვირთმძიმეთაო;
გიხაროდენ, მადლითა შენითა მიურულებელო მცველო და ზედამდგომელო ივერიისა სამზღვართაო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 10

მოვიჴსენებთ რაჲ შობასა შენსა მჴცოვანისა მის იოაკიმჱსა და ბერწისაგან ანაჲსა, დღესასწაულსა ამას აღვასრულებთ წადიერებითა და კრძალვით მივემთხვევით რაჲ შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა, თაყუნის-ვსცემთ ხატსა შენსა და ვითხოვთ შეწევნასა და წყალობასა, რაჲთა სამებაჲ წმიდაჲ გარე-შეუწერელი, მიუწდომელი ძალთაგან ზეცისათა, ვიცნათ ჭეშმარიტებით და ღაღადვჰყოთ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა“: ალილუია.

იკოსი 10

გიხაროდენ და მხიარულ იყავ, ქალწულო, წმიდაო მარიამ, რამეთუ ღმრთივ-შუენიერი ხატი შენი დაუუნჯე რაჲ ერსა შენდა წილხვდომილსა, სასოდ და შესავედრებელად სამეუფოჲსა ამის ქალაქისა, და ღირს გვყვენი შევრდომად მისა, კუალად იცავს იგი თჳსითა საფარველითა ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲსთჳსცა მოჳსწრაფვით საყოფელსა შენსა, რაჲთა სიწმიდჱ იგი მჴურვალედ შევიტკბოთ და ღაღად-ვჰყოთ სურვიელად:

გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატისა შენისაჲთა ჩუენ ყოველთა დამატკბობელო;
გიხაროდენ, გულსა შინა ჩუენსა სასოებისა და საღმრთოჲსა სიყუარულისა დამნერგველო;
გიხაროდენ, მოწყურებულთა სულთა უხრწნელებისა და სიხარულისა წყაროჲთა დამაურწყებელო;
გიხაროდენ, ნაწილსა შენსა დამკჳდრებულთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამფარველო;
გიხაროდენ, სიყმილითა შეიწრებულთა საკჳრველებითა დამაპურებელო;
გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ბილწთა დამაოკებელო და მოგუთა გრძნებისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა მოღუაწეთა მიერ სამწყსოჲსა შენისა კეთილად დამწყსველო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან უხილავთა და ხილულთა მტერთაჲსა დამჴსნელო;
გიხაროდენ, მაღალთა და ამპარტავანთა დამამცრობელო და დაცემულთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, მწუხარეთა ტანჯვისა აღმასუბუქებელო;
გიხაროდენ, სასტიკად მოწყლულთა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 11

მოხედნა ქრისტემან, ძემან შენმან, კუართისა მისისა მტჳრთველსა ერსა, ქართველთასა, და უცვალებელი სახე თჳსი, ტილოსა ზედა გარდმოსახული მოუბოძა, ვითარცა სამეუფოჲსა ამის სიმტკიცჱ, ძალი და დიდებაჲ, ხოლო შენ არცა-ღა დაივიწყე აღთქუმაჲ იგი შენი, რომელ-იგი ეფუცე ივერიელთა და მოგუმადლე ხატი შენი მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან მტერისა, ამისთჳსცა შევუვრდებით მფარველობასა შენსა და მივსცემთ დიდებასა ღმერთსა ჩუენსა, მაცხოვარსა და მჴსნელსა მორწმუნეთასა: ალილუია.

იკოსი 11

მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა, რამეთუ შემწე ხარ დიდი ქართველთა ნათესავისა, ხოლო ხატი ესე შენი კუალად მოუკლებელად იქმს კურნებათა და სასწაულთა, და ვინაჲცა ხადოდეს, და ევედრებოდეს ჟამსა სალმობათა და განსაცდელთასა, მსწრაფლ მოსცემ კურნებასა და შეწევნასა, რაჲსთჳსცა მოვევლტით მეოხებასა შენსა და ღაღდვჰყოფთ წადიერად:

გიხაროდენ, ცხორების წინამძღუარო, კურთხევისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისთჳს დამაშვრალთა მწყალობელო;
გიხაროდენ, მთავრობისაგან ღმრთისა განშორებულთა და კაცთა მთავრობისა მოქენეთა მამხილებელო;
გიხაროდენ, სამშობლოჲსა ქუეყანისა სიყუარულითა გულ-ანთებულთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, საქართველოს ჴელმყოფელთა შემაძრწუნებელო;
გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და მტერობისა სიყუარულითა და მშჳდობითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუვისათა შემრისხველო;
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა დამამდაბლებელო და მათ მიერ მიმძლავრებულთა დამცველო;
გიხაროდენ, მაცთურთა მრისხანეთა და თჳსტომთა თჳსთა მცბიერად წარმწყმედელთა დამცემელო;
გიხაროდენ, უსამართლოთა და ანგართა მსაჯულთა დამამცრობელო;
გიხაროდენ, კურთხეულისა ენისა ჩუენისა მბრძოლთა და აღმოფხურად აღძრულთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 12

ბრწყინავს დიდებულთა სასწაულთა მიერ ხატი შენი დიდუბისაჲ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებითა მილტოლვილთა, ხოლო ჩუენ წადიერნი, შევუვრდებით სიწმიდესა ამას, ვითარცა მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, და გევედრებით: გჳჴსენ მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთაჲსა და მზაკუვარებათაგან კაცთაჲსა, რაჲთა სიხარულითა გნატრიდეთ და მადლობასა შევსწირვიდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, წმიდასა ამას ტაძარსა შინა ღმრთისმშობლის შობისასა, ჭეშმარიტად კარავსა დიდებისა ღმრთისასა, რომელი ესე აღუმართეს ხატსა მას დიდუბისასა და შეუვრდეთ დედობრივსა მადლსა მისსა: „ჵ, ყოვლად-სახიერო დედოფალო, დაეც მხდომნი და წინააღმდგომნი ქრისტეანობისა, და დაიფარე ქუეყანაჲ ივერიისაჲ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, ხოლო მკჳდრნი მისნი ყოვლისაგან ძვირისხილვისა, რაჲთა უვნებელად დაცულნი ვიქადდეთ და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, ძლიერებად და საკრველად სიმტკიცისად წმიდისა კუართისა შენისა ერისა ჩუენისათჳს მომნიჭებელო;
გიხაროდენ, მონანულთა შემწყნარებელო და წარწყმედულთა მეძიებელო;
გიხაროდენ, სინანულისა შემწირველო და ცოდვათა მომტევებელო;
გიხაროდენ, ნათლისა და კურთხევისა მომატყუებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა კეთილისა და სიხარულისა მომცემელო;
გიხაროდენ, მჴეცთაებრ განცოფებულთა კაცთა მომამდოვრებელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა რქისა შემმუსრველო და უკეთურთა და უდებთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა შურისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეულთა ქართველთათჳს ნუგეშისა და ჴსნისა მიმმადლებელო;
გიხაროდენ, დედობრივითა მეოხებითა მრავალთა წარწყმედისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ქართველთა ერისათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, ჩუენ ზედა აღდგომილთა უგუნურთა კაცთა განზრახვისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

კონდაკი 13

ჵ, მარიამ, წმიდაო ქალწულო დიდუბისაო და დედაო ნათლისაო, გარდამოიხილე ჩუენ ზედა, რომელნი გალობითა და სულიერი შესხმითა თაყუანის-ვჰსცემთ საკჳრველსა ხატსა შენსა, და ვედრებითა ვითხოვთ შენგან: გამოგჳჴსენ ჩუენ ვნებულებისაგან, ჭირთა და იწროებათაგან, და დაჴსენ ზახებაჲ უხილავთა და ხილულთა მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა, რაჲთა ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად განგვემარჯვოს და ლოცვაჲ ჩუენი შეწირულ იყოს წინაშე ღმრთისა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ

 

იკოსი 1

შენ გიგალობს, ქრისტეს დედაო, გუნდი ზეცისა უსხეულოთაჲ, ვითარცა უზეშთაესსა ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა, და მათ თანავე გაქებს ყოველი ენაჲ კაცთაჲ, ხოლო ჩუენ სარწმუნოებითა მივემთხვევით სასწაულთ-მოქმედსა ხატსა შენსა, და გევედრებით სასოებითა ყოვლადძლიერისა მეოხებისა შენისაჲთა: მოწყალე გვექმენ ჩუენ და განმარინე ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴისაგან მტერისაჲთა, რომელნი ესე ქებად შენდა აღვიძრვით და შეგასხამთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, წმიდაო დედაო იესუჲსა, ძისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, ბჭეო ცათაო და საყდარო მეუფისაო;
გიხაროდენ, განედლებულო კუერთხო აჰრონისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დამტევნელო და მტჳრთველო მზისა მის სიმართლისაო;
გიხაროდენ, სამკჳდრებელო ჭეშმარიტებისაო და საზღვარო სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ეტლო სიწმიდისაო და კიბეო ღმრთისა გარდამოსლვისაო;
გიხაროდენ, გამოუკულეველად მშობელო ანგელოზთა შემოქმედისაო;
გიხაროდენ, მიზეზო ადამისა ჴსნისაო და დამჴსნელო ევაჲს მწუხარებისაო;
გიხაროდენ, სასოებაო ყოველთა აღდგომისაო და თავსმდებო საუკუნოჲსა ცხორებისაო;
გიხაროდენ, მფარველო და ქომაგო ქართლოსიანთა ერისაო;
გიხაროდენ, მეოხო და მზრუნველო სამკჳდროჲსა მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო უბრძოლველო და მცველო ტფილის-ქალაქისაო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთა-მბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

კონდაკი 1

ცათა უვრცელესო ქალწულო და ქერაბინთა უმაღლესო, ღმრთისმშობელო, შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენ მორწმუნეთაჲ, რომელნი ამბორს-უყოფთ ხატსა შენსა, და მეოხად მიგავლენთ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენ ყოველთაჲსა, რაჲთა დაგჳფაროს სავნებელთაგან სულიერთა და ჴორციელთაჲსა და ღირს მყვნეს ჯერისაებრ შეწირვად გალობისა: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დიდუბისაო, ზესთამბრძოლო და მეოხო ქართველთა ერისაო!

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ყოვლად მოწყალეო დედოფალო, ღმრთისმშობელო დიდუბისაო, უმაღლესო ცათაო და უბრწყინვალესო მზისაო, სძალო, მჴევალო და დედაო მჴსნელისაო, მფარველო და მოღუაწეო ქართველთა ერისაო და უძლეველო ზესთამბრძოლო საქართველოჲსაო!

ჵ, დედოფალო, დედაო კაცთმოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ, წმიდაჲ ხატი ესე შენი დიდუბისაჲ, პირად-პირადად შემკობილი სამოსლითა პორფირითა და ფესუედითა ოქროქსოილითა, გჳვის, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლოჲ მკურნალი სხეულთაჲ და მაკურნებელი სულთაჲ და ჴელაპყრობით გევედრებით წინაშე მისა: გუექმენ მჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, რაჲთა ამაო ჰყოს საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად ერისა ჩუენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, ვითარცა საკუთარისა, და დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მოყუასისა და მამულისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტჱსმოყვარე მხედრობაჲ და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჵ, დედათა შორის სანატრელო, სიქადულო ჩუენო, ღმრთისმშობელო, სოფლისა მაცხოვარსა ძესა შენსა ევედრე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა