ლოცვა ძილსა შინა დაცემისა ერისკაცისა

მრავალ-მოწყალეო ყოვლად-დიდებულო უბიწოო და შეუგინებელო უფალო, მხოლოო უცოდველო, განმწმიდე მე მონა შენი ყოვლისა შემწიკვლებისაგან ხორცთა და სულისა, და უბიწოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტეს შენისათა. და განმწმიდე მე დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა. რათა განწმედილი საცთურისა ამისგან განთავისუფლებული ღირს-ვიქმნა ჟამსა კეთილსა, რჩეულთა შენთა თანა, მისლვად და ზიარებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.