გოდებაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲ

სძლის-პირი ორ-ორ-გზის, ხოლო ტროპარნი, მუხლი დ.
ხოლო უკანაისკნელ სძლის-პირი ორათავე გუნდთა ერთად.

ჴმაჲ ვ.

გალობაჲ ა

მოკუეთილი ჰკუეთს მეწამულსა და ღელვათა მზრდელი ზღჳსა განჴმების სიღრმეჲ იგი უჭურველთათვის სავალ და ჭურვილისა საფლავ-ქმნილი, ხოლო გალობაჲ საღმრთოჲ იღაღადებოდენ, დიდებულ არს დიდებით ქრისტე ღმერთი ჩვენი ცხოველი.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა.

დაბადებულთა შენთა ცხოვრებაჲ ინებე, მაცხოვარო ჩემო, ამისთვისცა დამოეკიდე ჯვარსა და სამსჭუალითა დაემსჭუალე, ხოლო უხრწნელი დედაჲ შენი გლოვარეჲ, გულითა შემწუარი, მეუფეო, ჰხედვიდა ნაკადულთა სისხლთა შენთასა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

თავი რა საღმრთოჲ მიიდრიკე შენ და ძილითა ცხოველსმყოფელითა ბუნებისა ჩვენისა მიიძინე ძელსა ზედა, მაცხოვარო ჩემო, ყოველნი არსნი შერყეულ-იქმნნეს, ჰსძრწოდეს ანგელოსნი, გიხილეს რაჲ ჴორცითა ვნებად ზეცისა ძალთა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

მყის მიისწრაფა მშობელმან შენმან ფარულად მოწაფისა შენისა იოსებისა და საიდუმლოდ გოდებით ევედრებოდა, რაჲთა უხრწნელი გუამი შენი მოწლედ გამოითხოვოს მსაჯულისა მისაგან სიცრუვისა, პილატე ყოვლად განვრდომილისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეც მადლი ესე უცხოებასა და უღონოებასა შინა ჰშთარვდომილსა და დევნილსა უსამართლოთა მიერ, და მეცნიერთა და მეგობართა ყოვლად დატევებულსა, და ერთისა თანა მოწაფისა, ჵ იოსებ, გლოვით მოწყლულსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მისლუად შეჰკადრე პილატეს მიმართ და ნუ ორგულებ გამოთხოვად უხრწნელსა გუამსა ქრისტეს მაცხოვრისასა, და გარადამოჴსენ ძელისაგან და დასდევ საფლავსა შინა, რაჲთა არა კუალად უგმირონ მას უწყალოთა გვერდსა ლახურითა.

 

გალობაჲ გ

შენ დამკიდებელი წყალთა ზედა ქუეყანისაჲ გიხილეს რაჲ შექმნილთა დამოკიდებული თხემისა ადგილსა, მრავლისა მიერ განცჳფრებისა შეირყეოდეს და გიგალობდეს: არვინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, არცა მართალ უფალო თჳნიერ შენსა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

ვერავინ მკადრე არს გამოთხოვად ჴორცთა უხრწნელთა მოძღურისათა, აჰა ძელსა დამოკიდებულ არს მკუდარი, შიშველი, დატევებული და ყუედრებეთა ზედა-დასხმული, არავისგან შეწყალებულ არს, უფროჲსღა განიგმირა ლახურითა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

უარ-ჰყო პირველად პეტრე და დაუტევეს მოძღუარი ყოველთავე, გელმოდენ ჩემთვის კეთილ-სახეო და გამოთხოვით გარადამოჴსენ შენ ხორცი მეუფისა ჩვენისა, რაჲთა მარტოებით ვჰსტიროდე შვილსა საყუარელსა დედაჲ შეყუარებული.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გხედჳდა რაჲ გლოვად მშობელსა შენსა იოსებ, მეუფეო, და ესმოდეს სიტყუანი მისნი სალმობიერად თანა-ლმობითა, გლოვად აღიძრა და მიისწრაფა, რაჲთა ღირსებით გამოითხოვნეს ჴორცნი შენნი ყოვლადუხრწნელნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წამის-ყოფასა შენსა ერჩდა და მიანიჭა ჴორცნი შენნი საღმრთონი პილატე და გარადამოჴსნა ძელით იოსებ ნიკოდიმოსის თანა, და მიაწვინა მიწასა ზედა; ქუეყანაჲ სძრწოდა და საფლავთაგან მკუდართა მოსცემდა მოსწრაფებით.

 

გალობაჲ დ

ჯვარსა, ვითარცა რაჲ საღმრთოსა, წარმოცალიერებაჲ შენი წინათ იხილა ამბაკომ, ღაღად-ჰყო შიშით: განჰსჭერ სახიერ შენ ძლიერთა სიმტკიცეჲ, მზიარებელმან ჯოჯოხეთისა შინათამან, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძიერმან.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

შეგიტკბო შენ უბიწომან და ამბორს-უყოფდა წყლულებასა უხრწნელთა ჴორცთა შენთასა და გეტყოდა შენ, შენთანა მოვკუდები, რამეთუ ვერ ვიტვირთავ ხილუად შჳლო ნაკადულსა მაგას ყოვლაუბიწოთა სისხლთა შენთასა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

მოეხჳია მუჴლთა შენთა მშობელი შენი, ქრისტე მეუფეო, გოდებით ამბორს-უყოფდა ჴელთა და გუერდსა და შეიტკბობდა შენგან დამომწლოლუარესა სისხლსა და საცხებელ თჳისს ჰყოფდა მიმოდათესვითა გონიერითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უჴმოთა ბაგეთა შენთა ზედა დაგხსნა ბაგენი თჳსნი ტირილით, ქრისტე მაცხოვარ, მშობელმან შენმან, ოდესმე ქუეყანასა ზედა მავალსა, მეტყუელსა, ცხოველსა, ღმერთო ჩემო, ვითარცა კაცსა და ღმერთსა ჩემსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძღუენი მოიღეს შენდამი, მეუფეო, და ძრწოლით თაყუანისგცეს ჩჩჳლსა ვითარცა რაჲ ღმერთსა, სპარსთა მეფეთა, ხოლო აწ საფლავისა სუნნელი მოუხუამნნ ნიკოდიმოსს ვითარცა მკუდრისა; ვითარ შეგმურო შენ, ღმერთო ჩემო.

 

გალობაჲ ე

შენდა აღჳმსთობ მოწყალებისათვის დაცემულისაჲ მის, დაცალიერებულისაჲ და ვნებათამდე უვნებელად შთამოსრულისაჲ, სიტყუაო ღმრთისაო; მომეც მე მშვიდობაჲ, კაცთმოყვარე.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

ვერ თავსვიდებ მე უჴმობასა შენსა, რომელსა გაწოებდ ჩჩჳლებრ წიაღთა ტჳრთულსა, უკუეთუ ჰშთახუალ ჯოჯოხეთს ადამის მიმართ, ჰშთამოგყუე მეცა და ევას მიუთხრნე საიდუმლონი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარ ჳტვირთო ტკივილი ნაწლევთა, შჳლო, ვხედჳდე რაჲ თუალთა შენთა ძელსა ზედა მირულებულთა, რომელთა პირველ ვხედევდი შუენიერთა სიკეთითა, თუალიერ-მყოფელთა ბრმათასა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანაშთამოგყუე ჯოჯოხეთსაცა შინა ხილუად დიდებისა, ჵ ძეო ჩემო, რამეთუ აქა ვერ თავსვიდებ უსულოთა ასოთა შენთა უძრავთა და წყლულთა ამბორისყოფად.

 

გალობაჲ ვ

დაცულ-იქნა, გარნა არა დაშთა მჴეცისა მკერდსა იონაჲ, რამეთუ სახედ შენისა ვნებისა და დაფლჳსა, ვითარცა სასძლოდ აღმოჰჴდა ვეშაპით და უღაღადებდა იგი მხედართა მათ: მცუელნო ამაონო ცრუნო, წყალობაჲ თქუენი დაუტევეთ თქუენ დღეს.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

მაცხოვარი, ვითარ უარჰყავ შენ, ჵ პეტრე, აღსარებული შენ მიერ ქრისტედ ძედ ღმრთისა ცხოველისა და ესრეთ დაუტევე ჯუარცმული ძელსა ზედა უსულო და უსახური, არცაღათუ დაფლუაჲ მისი ისწრაფე შენ, – უბიწო დედაჲ გოდებით ჰღაღადებდა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

მოუწოდდა მენელსაცხებლეთა სიტყჳსა უხრწმნელი დედაჲ: მოვედით, ჵ მეგობარნო და ჰსტიროდეთ მოძღურისა ჴორცთა მრავალგუემულთა, მოვედით, ჰხედევდით პირსა უჴმოსა, ბაგეთა და თუალთა უძრავთა, რომელსა ჴელითა უპყრიეს ყოველი სული.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეც მე სიტყუაჲ ტკბილთა ბაგეთაგან, სიტყუაო, – ტირილით ჴმობდა უბიწოჲ; ვერ ვიტჳრთავ მე უსულოდ დადებასა შენსა საფლავსა შინა, ძეო ჩემო, მკუდართა აღმადგინებელო; მოიხილე ტკბილო, ვითარ ესე განვლო მახჳლმან შენმან მგზებარე გული ჩემი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოისწრაფეთ ძალთა ზეცისათა, იხილეთ ჴორცნი ქრისტესნი მეგობართა და მეცნიერთა და თავთა მოწაფეთ მიერ დატევებული, აჰა მხოლო ვგოდებ შჳლსა მოკლულსა, ჩემთანა მოწაფით მკერდსა მიყრდნობილით და საყუარელით, განგმერილი გულითა.

 

კონდაკი, ჴმაჲ ჱ

რომელი ჩუენთჳს ჯუარსეცვა, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას; იხილა იგი მარიამ ჯუარსა ზედა და ჰსთქუა: დაღაცათუ ჯუარსა ზედა გიხილე, შენ ძეჲ ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლადძლიერი, კაცთმოყუარე და მაცხოვარი.

იკოსი

თჳსსა მას კრავსა რაჲ მიხედჳდა ტარიგი, დაკლუად მიყუანებულსა, შეუდგა მარიამ მგლოვარეჲ სხუათა მათთანა დედათა ამათ მჴმობი: სადა წარხუალ, შჳლო, რაჲსათჳს სრულჰყოფ მალიადსა სერობას, ანუ სხუაჲ ქორწილი იქნების კანას და მუნ მსწრაფლობ აწ, რაჲთა წყლისაგან ღჳნოჲ წდეულ ჰყო მათთჳს? თანამოგყუე, შჳლო, და თანადავადგრე, მეც მე სიტყუაჲ სიტყუაო, ნუ დუმილითა თანაწარმჴდები, რომელმან უბიწოდ მცევდ, ძეო და ღმერთო ჩემო.

 

გალობაჲ ზ

ჵ სასწაული, საჴმილსა შინა გამომჴსნელი ღირსთა ყრმათა ალისაგან, სამარესა მკუდრად, უსულოდ დაიდების მაცხოვრად ჩვენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მჴსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

ზეცითგარდამო ანგელოსნი განკჳრვებულნი ჭჳრვობით ჰხედჳდეს შჳლსა მკუდარსა წიაღთა შინა მშობელისათა, ძრწოლით ხილულსა მათგან წიაღთა შინა მამისათა, მკუდართა ცხოველსმყოფელსა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

მსწრაფლ მორბიოდეს ყოველნი ანგელოზთა წესნი ხილუად დედისა მკლავითა შეცულსა ძესა, უსულოდ მდებარესა, და კუალად იქცეს მიერ შეძრწუნებულნი სალმობიერისა მისთჳს სახილავისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

საიდუმლოსა შობისაჲსა მომრთუელსა მისდა ქალწულმან ჰრქუა: მეუფეო, ჵ მე, გაბრიელ, სადა არს გიხაროდენ, სადა ხარებაჲ, სადა კურთხეულ-არსი! ნათელი საშოჲსა დამიშრტა ჯუარსა ზედა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რაჲსა ვჰსტიროდე: ყურიმლის-ცემასა შოლტითურთ და ნერწყუასა ბასრობითურთ, ანუ ჯუარცმასა შენსა, ქრისტე, ნაღვლითურთ, ანუ ლახუარსა; აწ ჳთარ მიგაწვინო საფლავსა ვითარცა მკუდარი, ჵ ძეო ჩემო.

 

გალობაჲ ჱ

განჰკრთი განცჳფრებით, ცაო, და შეირყიენით მიწისა საფუძველნი, რამეთუ შეერაცხების მკუდართა მყოფი მაღალთა შინა და კნინსა საფლავსა ესტუმრების; ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

ვითარ ერმან უსჯულომან, შჳლო ჩემო ტკბილო, შიშუელი ძელსა ზედა უწყალოდ გიხილეს და მჴეცებრივ მიგხედნეს მძჳნვარებით და განჰგმირეს საღმრთო გუერდი შენი; ვითარ არა დაიხსნნეს არსნი და შეირყივნეს, არამედ ჴელმან შენმან დაიცვნა ყოველნი, სიტყუაო.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

განჰსჳფრდინ ცაჲ და ქუეყანაჲ და შარავანდედნი დაიფარე მზისთულაო, რამეთუ ძელსა ზედა დაჰჴდა დღეს, რომელმან საშოჲთ ჩემით აღმოსლუაჲ სათნო ვითარცა უწყის, არამედ აღდგინებაჲ ჰნებავს პირველ-მომწყდრისა; ვერ თავს-ვიდებ მე ტკივილთა სალმობისათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჵ, ძეო და ღმერთო ჩემო, ვითარმე დავჰფარნე ბნელსა საფლავსა შინა საფლავთა ცალიერ-მქმნელნი ჴორცნი? ანუ ვითარ მივიქცე ცალიერი ჴელითა? ვერ თავს-ვიდებ შენგან განყენებასა, ძეო ჩემო! არამედ შენთანა მოვჰკუდე თანა-შთმოსლუად ჯოჯოხეთს.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ-თუმცა-მესმა ჴმაჲ შენი, ჵ ტკბილო იესუ, ჰჴმობდა უბიწო დედაჲ და შეჰსძრნე ბაგენი შუენიერნი და თუალნი ბრწყინვალენი ყოვლითურთ შემკულნი სიკეთითა! ნუ-თუმცა აღდგომილი გიხილე ძეო ჩემო და აღვივსნე მე ცრემლთა წილ სიხარულითა!

 

გალობაჲ თ

ნუ მტირ მე დედაო, მხილველი საფლავსა შინ ძისა, რომელი მუცლად-მიღე თჳნიერ თესლისა, რამეთუ აღვდგე და ვიდიდო ღმრთაებრ და მაღალ-მჰყვნე დიდებით სარწმუნოდ და სურჳლით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

სახვეველთა წილ სიდონნი გმოსიან, ჵ ძეო ჩემო; ბაგისა წილ საფლავსა ბნელსა მიგაწჳნეს შენ, ჵ ნათელო ჩემო; სძისა წილ ვასხურებ ცრემლთა უხრწნელთა მაგათ ბაგეთა, და ცხოველთა მათ სიტყუათა შენთა წილ მკუდარსა გეზრახები.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდებაჲ შენდა

ნუ მტირ მე დედაო ჩემო, მკუდარებრ საფლავსა შინა, რომელსა ღმრთაებრ ჰხედევდ სახვეველათავე შინა მოგუთა მიერ სპარსთა თაყუანის-საცემელად; ანგელოსთა გესმა მაღალთა ზე დიდებაჲ, რამეთუ აღდგომილი პირველვე გეჩუენო შენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

წარხვედ შჳლო ჯოჯოხეთად და ღმრთაებრ აღადგინენ ადამიანთაგანნი იგი თჳთ მის ადამის-თანა, განხრწნად მიცემულნი, ხოლო მე დედობრივ ვჰსაჯე აწ სხურებად ცრემლთა კარსა საფლავისასა გოდებით და ვჰსტიროდე, ვიდრემდის აღდგე შენ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჵ სანატრელო დედაო, ნურღარა საფლავისა ბჭეთა ასხურებ ცრემლთა სიმწარით და გოდებით, რამეთუ აწ აღვდგე და ვიდიდო, და გრქუა ძნობით – გიხაროდენ, და გამოუთქმელად რაჲ მხიარულ-გყო, ავმაღლდე ზეცადვე მამისა.

 

ესრეთ ღირს-არსისა წილ, სძლის-პირი

ნუ მტირ მე დედაო...

წმიდაო ღმერთო...

და შემდგომად მამაო ჩვენოსა

კონდაკი. რომელი ჩვენთვის ჯუარს-ეცუა...

უფალო შეგჳწყალენ 40-გზის.

რომელი ყოველსა დღესა...

უფალო შეგჳწყალენ 3 გზის, დიდებაჲ აწდა, უპატიოსენესსა ქერუბიმთაჲსა, სახელითა უფლისაჲთა გვაკურთხენ, მამაო.

მღუდელმან: ლოცჳთა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა...

და ლოცუაჲ: უბიწოო, შეუგინებელო...

განტევებაჲ.