ლოცვა წმიდა იოანე მხედარის მიმართ

ევედრებიან დაკარგულის პოვნისათვის

ჰოი, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, იოანე მხედარო! ბრძოლათა შინა თავდადებულო, მტერთა განმდევნელო, ჩაგრულთა მეოხო და მფარველო ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაო.

ჰოი, დიდებულო შუამდგომელო და სათნოო მხედარო ქრისტესო იოანე! შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი და უღირსნი, შემწე გვეყავ ჭირთა და ურვათა შინა და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა და წინააღმდგომისა კაცისა, რამეთუ მოგეცა შენ მადლი ღვთისა მიერ, რათა ილოცო ჩვენ ცოდვილთათვის, რომელნი ძვირთა სალმობათა და ვნებათაგან განვიცდებით. განიოტნენ ჩვენგან მოძულენი და ბოროტისმსურველნი და ვითარცა ზღუდემან მტკიცემან დაგვიფარენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.

ჰოი, ღვთისგვირგვინოსანო მხედარო იოანე! ნუ დაგვივიწყებ ჩვენ, მარადის შენდა შევედრებულთ და შეწევნისა და მოუკლებელი წყალობის მთხოვნელთ, და ღირსი გაგვხადე, ცოდვილნი და უღირსნი ღვთისაგან გამოუთქმელი კეთილის მიღებისა, რომელი განუმზადა მოყვარულთა მისთა. რამეთუ შვენის მას ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.