ლოცვა ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობლის ხატის
„დაულევნელი ბარძიმი“-ს წინაშე
ლოთობისა და ნარკომანიის საწინააღმდეგოდ

ჵ, ყოვლად-მოწყალეო დედუფალო! შენსა მფარველობასა შეუვრდებით, ლოცვათა ჩუენთა ნუ უგულებელსყოფ, არამედ მოწყალებითა შენითა შეისმინე ჩუენი, ცოლთა, შვილთა და დედათა, და მემთვრალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და მით დედისა მათისა – ქრისტეს ეკლესიისა და სულის ჴსნისაგან განშორებულნი ძმანი და დანი და მონათესავენი ჩუენნი განჰკურნენ.

ჵ, მოწყალეო დედაო ღმრთისაო, შე-რა-ეხე ესე გულთა მათთა, მსწრაფლ აღადგინე ცოდვითა დაცემულნი და მჴსნელი მოთმინება მიჰმადლე.

ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვინდოს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და არა გარემიაქციოს წყალობა თჳსი ერისაგან თჳსისა, არამედ განგვამტკიცოს ჩუენ სიფხიზლესა და უბიწოებასა შინა.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, მიითვალე ვედრება დედათა, ძეთა თჳსთათჳს ცრემლთა დამთხეველთა; ცოლთა, ქმართა თჳსთათჳს მგოდებელთა; შვილთა, ობოლთა და გლახაკთა გზა-აბნეულად დატევებულთა; და ჩუენ ყოველთა, წმიდასა ხატსა შევდრომილთა, და ჰყუენ, რათა ლოცვითა შენითა, გოდება ესე ჩუენი მიეახლოს საყდარსა მაღლისა ღმრთისასა.

დაგვიცევ და დავგიფარენ ჩუენ ბადეთაგან მაცდურისასა და მტერისა ჩუენისა ყოველთა მზაკვრობათაგან, ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსვლისასა, შეგვეწიენ მშჳდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა. ლოცვითა შენითა გვიჴსენ ჩუენ საუკუნო სასჯელისაგან, რათა გვფარვიდეს ჩუენ წყალობა ღმრთისა, დაუსრულებელთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.