ლოცვა კოზელშანის ღმრთისმშობლის ხატისადმი

ევედრებიან სხეულის სხვადასხვაგვარი დაზიანების, ტრამვების დროს

ღვთისმშობელო ქალწულო, ყოვლადუხრწნელო დედაო ქროსტეს ღუთისა ჩუენისაო, შუამდგომელო ყოველთა ქროსტეანეთაო, სასწაულმოქმედისა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და ვხმობთ ესრეთ: მვედრებელთა შენთა ხმაჲ ისმინე, შეიწირე უღირსი მადლობაჲ ჩუენი, გამოუთქმელთა მათ წყალობათა შენთათვის, რომელნი მოჰმადლენ ქალაქსა ამას შენსა და ყოველსა ქუეყანასა, რამეთუ შენ ხარ სნეულთა მკურნალი, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი, შეცთომილთა მოქცევაჲ და განათლებაჲ, მექმენ ჩუენ საფარველ და სასო და ნავსაყუდელ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და გარემოდგომილებისაგან, მახვილისა და ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან სივერაგისა კაცთასა, ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ექმენ მარადის მლოცუელ წმიდასა ტაძარსა ამას, მშვიდობისა და დაცვისათვის მას შინა მვედრებელთა. განამტკიცენ და დაიცევ ღვთისმსახურნი და ყოველნი მშრომელნი წმიდასა ამას შინა ეკლესიასა. დაიფარენ ყოვლადძლიერითა საფარველითა შენითა მაშენებელნი და კეთილისმყოფელნი სავანისა ამისანი, გარდამოუვლინენ მათ უხუებით საუკუნონი წყალობანი შენნი. ყოვლისა ზედამოსვლისაგან დაიცევ შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა და ყოველნი სიყუარულით შენდა მომართ მლოცველნი, აღამაღლენ ლოცუანი ჩუენნი, ვითარცა საკმეველი კეთილსულნელი წინაშე საყდრისა მაღლისა ღუთისა, რომელი მოგუმადლებს ჩუენ სიმრთელესა, დღეგრძელობასა და წარმატებასა ყოვლისა კეთილსა საქმესა შინა, რაჲთა შენითა წინამძღოლობითა განძლიერებულნი და საფარველითა შენითა დაცულნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა და შენსა ჩუენდა მომართ დედობრივსა მეოხებასა, ყოველსა ჟამსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.