ლოცვა ტოლგის ღვთისმშობლის ხატის მიმართ

ევედრებიან გვალვისა და უწვიმობის დროს

ტროპარი 4, ხმა 4

ნათლითა ბრწყინვალებს დღეს ხატი შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღუთისმშობელო და ვითარცა დაუვალი მზე მართალთა ზედა ნათობს. ვიხილავთ მას ზეპყრობილსა უხილავთა ანგელოსთა მიერ. როსტოვისა ქალაქისა ყოვლადუსამღუდელოესი ეპისკოპოსი ტრიფონ მოვალს გამოჩინებულსა ცეცხლოვანისა სუეტისა მიმართ, წყალსა ზედა, - ვითარცა ხმელსა მავალი და მწყემსთა და ყოველსა ერსა შეგვედრებს შენ და ჩუენცა, შენდა მოლტოლვილნი, ვხმობთ ესრეთ: ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, აცხოვნენ სამართლად მადიდებელნი შენნი, მამული ჩუენი და მწყემსმთავარნი და ყოველნი მხარენი და ერნი ჭირთაგან დაიცვენ დიდითა წყალობითა შენითა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღუთისმშობელო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაფიმთა და ყოველთა წმდათა უბრწყინვალესო, შენ ყოვლადსახიერო, რომელმან ტოლგსა შინა ხატსა შენისა მრავალთა მკურნალისა ცეცხლის სახითა გამოჩინებაჲ ინებე წინაშე ნეტარისა მღუდელმთავრისა ტრიფონისა მის მიერ მრავალნი სასწაულნი აღასრულენ და კვალადცა აღესრულებიან ჩუენდა მომართ დიდითა წყალობითა შენითა. შთაუვრდებით შენდა მომართ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და ვხმობთ, უფროსადკურთხეულო შუამდგომელო ერისა ჩუენისაო: მრავალვნებულსა და მრავალტანჯულსა მიწიერსა მწირობასა ამას შინა ჩუენსა ნუ განმაშორებ მეოხებასა და სამუფოსა საფარველსა შენსა, შემეწიენ და მაცხოვნენ ჩუენ, დედუფალო, ისრისაგან მაცთურისა აგზებულისა მტრისა ჩუენისა მიერ, განამტკიცენ უძლური ნებაჲ ჩუენი, მოამდოვრენ გულნი ჩუენნი აღსრულებითა მცნებათა ქრისტესითა სიყუარულითა ღუთისა და მოყუასისათა. მომმადლენ ჩუენ შემუსვრილებაჲ გულისა და სინანული ჭეშმარიტი და ბნელთა ცოდუათაგან განწმიდენ ჩეუნ, რაჲთა გვაქუნდეს წინაშე შემოქმედისა ნაყოფნი კეთილნი ქველის-საქმეთაგანი და მშვიდობითსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა ღირს-ვიქმნეთ და მართალსა სიტყუისგებასა საშინელსა და თვალუხუავსა სამშჯავროსა მისსა. ჰოი, დედუფალო ყოვლადმოწყალეო უმეტესად გარდამოგვივლინე ყოვლადძლიერი მეოხებაჲ შენი ჟამსა საშინელსა სიკუდილისასა, ისწრაფე ჩუენდა - უძლურთა შეწევნად და ყოვლისმპყრობელითა ხელითა შენითა გამომიხსნენ ხელმწიფებისაგან მძვინვარისა ამა სოფლისა მპყრობელისა, რამეთუ ჭეშმარიტად მრავლისშემძლებელ არს ლოცუა შენი წინაშე ღუთისა და არა არს შეუძლებელ მეოხებისა შენისათვის. ეგრეთვე წმიდასა ხატსა შენსა ლმობიერად შეუვრდებით და წინაშე მისსა, ვითარცა ცხოველისა, მუხხლთა მოვიდრეკთ და თავთა თვისთა და ურთიერთსა და ყოველსა ცხორებასა ჩუენსა შევვედრებთ და გადიდებთ შენ, შენგან შობილსა და მაცხოვარისა ჩუენისა - უფლისა იესუ ქრისტესა, დაუსაბამოჲსა მამისა და სულისა წმიდისა თანა და მისა მიმართ აღუვლენთ პატივსა და თაყუანისცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!