ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
„ცხოველსმყოფელი წყაროს“ მიმართ

ევედრებიან ხორციელ სნეულებათაგან ტანჯულნი, ასევე ვნებებით და სულიერი უძლურებით შეპყრობილნი

ტროპარი, ხმა 4

აღვივსენით კაცნი კურნებითა სულისა და ხორცთასა ლოცუითა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგვიცენებს ჩუენ წყაროსა საკვირველსა, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდუათა ბრკეჲ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.

ლოცვა 1

დედუფალო ჩემო, ყოვლადსახიერო, სასოო ჩემო ღუთისმშობელო, ობოლთა ნავთსაყუდელო და მწირთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო, მოიხილე განსაცდელსა ჩემსა ზედა და მომხედე შეჭირვებასა შინა მყოფსა ამას. მცხე მე ზეთი, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე, ვითარცა ყარიბი - აღხოცენ და დახსნენ ყოველნი მწუხარებანი ჩემნი, მხმობელისა ამის შენდა მომართ: არა არს ჩემდა მეოხ, არცა ნუგეშინისმცემელ, სახიერო, მხოლოო შენ, ღუთისმშობელო, რომელმან საუკუნოდ დამიცევ და დამიმარხე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2

ყოვლადწმიდაო ქალწულო, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, ცხოველისმყოფელი წყარო შენი აღმომაცენებელი კურნებისა ნიჭთა აღდგინებისთვის სულთა და ხორცთა ჩუენთა და სოფლისა ცხოვნებისა აღმომაცენებელი მოგუემადლა ჩუენ. ამისთვის მადლირებითა და გულისმოდგინებითა გევედრებით შენ, დედუფალო ყოვლადწმიდაო, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, მოგუანიჭოს დახსნა შეცოდებათა ჩუენთაგან და ყოველსა სულსა მწუხარესა და განბოროტებულსა წყალობაჲ და ნუგეშინისცემაჲ მოჰმადლოს და განთავისუფლებაჲ ჭირთა და მწუხარებათა და სნეულებათაგან ყოველთა. მოგუმადლე ჩუენ დედუფალო, ტაძარსა ამას და ერსა ამას შენსა საფარველი შენი, ქალაქი ესე დაიცევ, ერი ჩუენი ზედამოსვლათაგან. იხსენ და დაიფარე, რაჲთა მშვიდობითი ცხორებაჲ განვლოთ აქ და მომავალსა მას საუკუნესა ღირს ვიქმნეთ ხილვასა შენსა - მეოხისა ჩუენისა დიდებასა შინა მეუფებისასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შვენის დიდება და ძლიერება თანა მამითა და ყოვლადწმიდით სულითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.