ლოცვაჲ უწინარეს ხატის დაწერისა

უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, აღუწერელო საღმრთოჲთა ბუნებითაო, რომელმან კაცთა ცხორებისათვის უკუანაჲსკნელთა მათ დღეთა შინა ქალწულისა ღმრთისმშობელისა მარიამისაგან გამოუთქუმელად ჴორცნი შეისხენ და მით სათნო-იჩინე ჴორცითა აღწერილყოფაჲ, რამეთუ წმიდაჲ ხატი უწმიდჱსისა პირისა შენისა წმიდასა ტილოსა ზედა აღბეჭდე, და მით სენი ავგაროზ მთავრისაჲ განჰკურნე, ხოლო სული მის განანათლე შეცნობად ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ წმიდისა სულისა მიერ გულისჴმა-უყავ საღმრთოსა მოციქულსა შენსა და მახარებელსა ლუკას აღწერად ხატისა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისა, მპყრობელისა შენისა, ვითარცა ჩჩჳლისა, წიაღსა თჳსსა, და ესრეთ მეტყუელისა: „მადლი ჩემგან შობილისა, მეოხებითა ჩემითა, იყავნ ხატსა ამას ზედა“. შენ, მეუფეო ღმერთო ყოველთაო, განანათლე და განწუვართე სული, გული და გონება მონისა შენისა (სახელი), და ჴელნი მისნი წარუმართენ, რაჲთა უცოდველად და უჩინებულესად გმოხატვიდეს ცხორებასა შენსა, ყოვლად-წმიდისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა; სადიდებელად შენდა, შემკობისა შუენიერებისათჳს წმიდისა ეკლესიისა შენისა, და მისატევებელად ცოდვათა ყოველთა სულთა თაყუანის-მცემელთა წმიდათა ხატთათა, და კეთილკრძალულებით ამბორის-მყოფელთა მათთა; და პირველსახისა მიმართ პატივისმცემელთა; იჴსენ იგი ყოვლისა საეშმაკოჲსა საცთურისაგან, რაჲთა წარემატებოდეს მცნებათა შინა შენტა, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა დიდებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკაჲსითა და ყოველთა წმიდათაჲთა. ამინ.

მღვდელ-მონაზონ დიონისეს (1707-1733) ეს ლოცვა ამოღებულია წიგნიდან:
Православная Икона. Канон и стиль, составитель Александр Стрижев, Москва 1998 г.
რუსულიდან თარგმნა დეკანოზმა თეიმურაზ ჩაჩიბაიამ