ლოცვაჲ მამათაჲ შვილთა თჳსთათჳს

უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებლად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებელად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაჲ ესე, სიტყჳერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყუარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უჴმარი მონაჲ შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაჲ ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი (ან: გული და გონებაჲ მისი) ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა; შეუნდვენ და მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მათანი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იჴსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოჲსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაჲ მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაჲ ბოროტისაჲ; მოყუარენი და მეგობარნი განმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხჳლეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაჲ, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ და სიმდაბლე; განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ჴორციელნი ძლანი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ჴორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაჲ მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაჲთა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.