პარაკლისი წმიდისა და დიდებულისა მოწამისა მეფისა არჩილისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმაი 4

სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნეი იგი ცრუ სჯულთაი განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურებაი, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯუარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშუებ საუკუნოდ განღმრთობილი. არჩილ, სამ-გზის სანატრელო მეფეო, მეოხ-გვეყავ სულთა ჩუენთათვის.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნეი იგი ცრუ სჯულთაი განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურებაი, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯუარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშუებ საუკუნოდ განღმრთობილი. არჩილ, სამ-გზის სანატრელო მეფეო, მეოხ-გვეყავ სულთა ჩუენთათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4 გუერდი

ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მეფეთა შორის დასაბამ ქრისტეის მოწამე იქმენ შენ, დიდებულო მარტვილო, და ბაძვად შენდა აღადგინენ მოსაყდრენი იგი შენნი და ყოვლითურთ გვირგვინშემოსილად გამოსჩნდი.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა საყდარი მეფობისა შენისაი პატიოსან-ყვენ ვნებითა შენითა, აწ მგალობელნი შენნი მტერისა საფრხეთაგან დაგვიცევ მარადის მეოხებითა შენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ხელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზესთა სიტყვისა მიდგომილებაი და შობაი უაღრეს გონებისაი, ხოლო მაწოვნებელობაი უფროის ბუნებისაი, რამეთუ მუცლად იღებ უჟამოდ, შობ უხრწნელად, და აწოებ ქალწულებით. ჰოი უცხო საიდუმლოი ესე შენი, ქალწულო.

 

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმოყუარე.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან ქრისტესათვის გულსმოდგინედ იღუაწე და მხცოვანებასა შინა სიმხნეი და ახოვნებაი მოიგე, აწ კარნი წყალობისანი ლოცვითა შენითა განგვიხუენ.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან უღმრთოთა იგი ბოროტი განზრახვაი დათრგუნე და გვირგვინი დიდებისაი მიიღე, ისმინე ვედრებაი ჩვენი და შეგვიწყალენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელმან უღმრთოთა რისხვაი სიმხნით თავს იდევ, საცთური შეურაცხ-ყავ და კადნიერად აღიარე ქრისტე, საცთურისაგან მტერთასა მაქებელნი შენნი განგუათავისუფლენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმომდინარედ მადლთა და წყაროდ კურთხევისა გამოგაჩინა, ღმრთისმშობელო, შენგან შობილმან სიტყუამან, რამეთუ ხორცთა დასაბამ გყო თვისთა, მიმადლებულო.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი, ხმაი 4

დასაბამ მოწამესა მეფეთა შორის არჩილს ყოვლად ქებულსა მოვედით დღეს, კრებულნო მორწმუნეთანო, და უძლეველობისა გალობითა ვაქებდეთ, რამეთუ შეიმოსა ქრისტე სამოსლად და მადლითა და ძალითა მისითა არცხვინა მტერთა მათ უკეთურთა და კადნიერად შეურაცხყვნა ბრძანებანი მათნი. და მეოხ-არს დაუცხრომელად სულთა ჩუენთათვის.

 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა მათ შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელი მძლავრთა შინებასა არა შესძრწუნდი, აწ სიტკბოებითა შენითა განანათლენ გულნი მორწმუნეთანი.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნათელი ბრწყინვალე ლოცვისა შენისაი მოგვფინე, დიდებულო მოწამეო, რაითა მივიწივნეთ ნათლისა მიმართ ჭეშმარიტისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გვიხსენ ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახალ-კაც-იქმნა უჟამო და ძედ შენდა სიტყუაი დაუსაბამო, ამისთვის, ქალწულო, გნატრით შენ, ვითარცა ჰსთქუ.

 

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო, და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლე ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხსენებაი შენი, ვითარცა მზეი დაუვალი აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, აწ ნისლი სიბნელისაი განსდევნე სულთაგან ჩუენთა და უძლურებანი განჰკურნენ სურვილით აღმასრულებელთა ხსენებისა შენისათა.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამოითა მით მადლითა განათლდი შენ, მეფეო ყოვლად მხნეო, და დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალსა და განანათლე შენდა რწმუნებული ერი ქრისტეის მოსახელეი, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, გევედრებით.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა ელვაი და ბრწყინვალებაი მზისაი და მთოვარისაი, ესრეთ განანათლებს ხსენებაი შენი ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ საღმრთოისა მის ნათლისა სამკვიდრებელ იქმენ შენ და ბნელსა ვნებათასა იოტებ ყოველთა მორწმუნეთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მზეი ეგე, რომელსა გმოსიეს და მოგყავს მზეი სიმართლისაი, ღრუბელსა სუბუქსა, ღმრთისმშობელო, ბნელით-გვემულისა სულისა ჩემისა კერპნი დააკუეთენ და შემუსრენ და ღირსად სადგურ განწმედილ მზისა მის გამომაჩინე, ჰოი ღმრთივმიმადლებულო.

 

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიმხნეი შენი შეურყეველი უბრწყინვალეს ელვისა გამობრწყინდა, ჰოი სახელ-დიდო მეფეო ქართველთაო, და განხადა ბნელი უღმრთოთაი და განანათლნა მორწმუნენი.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნუ მოგუაკლებ საფარველსა შენსა მორწმუნეთა ერთა და მადიდებელთა დღესასწაულისა შენისათა, და გვიხსენ ჩუენ ყოველნი ჭირთა და განსაცდელთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იღუაწე შენ ქუეყანასა ზედა ხორცითა, და აწ უხორცოთა გუნდსა თანა ცათა შინა სდგა შენ წინაშე ღმრთისა შემოსილი დიდებითა, და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვარდისა უკუდავისა აღმომაცენო სავარდეო, და შროშანისა უხრწნელისა ღელეო, და საიდუმლოდ დახშულო მხოლოო, გიხაროდენ ქალწულო.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმაი 2

აწ განსცხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ შორის დაითხია სისხლი მრჩობლ-მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდუა სული თვისი ერისათვის მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წმიდისა სამებისა იხარებს და მეოხ-არს დაუცხრომელად სულთა ჩუენ ყოველთათვის.

 

იკოსი

ხმასა მოწოდებულსა მწყემსისასა შეუდგების ტარიგი უბიწო, აღსარებითა წინაშე კაცთასა დაკლუად, რაითა აღთქუმული იგი წინაშე მამისა აღსარებაი მოიგოს ძლევისმოყუარებით, ხოლო ძლევითა დაჯდომაი მარჯუენით საყდარსა მამისასა, ეჰე, რაოდენ საქებელ წინა-დიდებულ-გვიყოფს თავსა თვისსა, რამეთუ საკვირველ-ჰყო ღმერთი-თვის შორის და მის მიერ თვითცა ყოვლად საკვირველ იქმნა არჩილ დიდებული, რომელიცა მეფობისა და მარტვილობისა გვირგვინითა გვირგვინოსანი წინაშე სამებისა იხარებს, და მეოხ-არს დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 4

ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.

მუხლი: მართალი, ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა დიდებულისა მოწამისა, მეფისა არჩილისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: აწ განათლდების ივერთა ეკლესიაი დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაი მომხსენებელი ღუაწლისა შენისაი და ითხოვს წყალობასა, მოქალაქობითა მხნეო, ღუაწლისა მძლეო, უშიშო გონებითა, მეფეო არჩილ, სასოებისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, არამედ ითხოვე ყოვლისა სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ხოლო ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა უხუად დიდი წყალობაი.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან თბილისსა შინა წამებულთა, წმიდა მოწამე 6000 გარესჯელ ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, გიორგი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარესჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზე-დაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდისა დიდებულისა მოწამისა, მეფისა არჩილისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა განსცვალე შენ მეფობაი ქუეყანისაი უხრწნელსა ზედა მარგარიტსა, ეგრეთვე მიბაძვითა შენითა მთავართა და მხხედართა, უაზნოთა და მდაბიურთა შესწირნეს თავნი თვისნი სიხარულით ქრისტესა ღმერთსა.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა განაქარვე ცრუ-შჯულთა იგი საცთურებანი და განუღე კარი წამებისაი მეფეთა მოწამეთა, ეგრეთვე სურვილით მგალობელნი შენნი გვიხსენ ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა ხარ ხელმწიფეი უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა-შემწე სარწმუნოებისაი მხნეი, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმსარებელნი შენნი ჭეშმარიტად და საკუთრად ღმრთისმშობლად, მარიამ, ვიხსნებით სამ-ღელვათაგან განმხრწნელთა სულისათა და ხორცთა, სძალო, შენგან შობილისა მიმართ მგალობელნი: კურთხეულ-ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კუართი შენი წმიდაი ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, სანატრელო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გვირგვინითა უხრწნელებისაითა შემკობილი უხორცოთა თანა ადიდებ.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოზთა წესნი განაკვირვენ, ნებითა შენითა დასდევ რაი სული და ხორცი შენი სახსრად ქრისტეანეთა, ხოლო აწ ცოდვათა მოტევებაი და კეთილი ცხორებაი ითხოვე ჩუენთვის, რაითა ღირს ვიქმნეთ ცათა სასუფეველსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელი გვირგვინითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაითა იდიდე, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაი, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაი გვითხოვე ჩუენ და მშვიდობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნათელი ნათლისაგანი და ღმერთი სიტყუაი ჭეშმარიტი ღმრთისაგან მოვიდა შენგან მთისა ჩრდილოვანისა, ქალწულო, ხსნად ღმრთისმშობლად აღმსარეთა შენთა და ამამაღლებელთა თვისთა უკუნისამდე.

 

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შენ შეგივრდებით ლმობიერად, ღუაწლისა-მძლეო, მხნეო ხელმწიფეო, და გევედრებით ხელაღპყრობით მლოცველნი, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გვიხსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა მოსავნი შენნი ქართველნი.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო მეფეო არჩილ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან ქრისტეისთვის გულსმოდგინედ იღუაწე და ქართველთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა განაშუენე, აწ დაშრიტე აღძრვაი უკეთურთაი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლმადიდებელნი ქრისტეანენი განადიდენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა აგარიანთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნადი ერთა შენსა ზედა, ეგრეთვე აწცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან, ვითარცა მოწამემან ითხოვე ერისათვის ჩუენისა ძლევაი მტერთა ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

იხარებდ დღეს ბრწყინვალედ, ეკლესიაო ქართლისაო, რამეთუ დიდსა შეიწყნარებ საქადულობასა. აჰა, ესერა ღმრთისმშობლად აღმსარებელი წმიდისა ქალწულისანი მეფეი დიდებული შენ შორის იდიდება გვირგვინითა მარტვილობისაითა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა წყალობითა ხელი აღგვიპყრას სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთა.

საკვირველი ძლევაი აჩუენე მეფეთა შორის დასაბამ წამებითა და გზა-ჰყავ სრბად შემდგომთა მეფეთა, რომელსა ზედა უშიშითა გონებითა, ვითარცა გმირნი გავიდნენ მხნენი დემეტრე და ლუარსაბ.

ითხოვე, მხნეო, სახელოვანო გვირგვინოსანო, ქრისტეის მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, და სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი, მწვალებელთა მათ ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

ვითარცა შეიმოსე ქრისტე სამოსლად და მადლითა მისითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დედოფალო მარიამ, ლოცვითა მეფეთა შორის პირველ-მოწამისა არჩილისაითა, ღირს მყუენ ჩუენ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა დიდებად და გალობად:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი ეკლესიისა შუენიერო სამკაულო, მარტვილთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, ღმრთივგვირგვინოსანო მეფეო არჩილ!

ჰოი დიდებულო მოწამეო ქრისტეისო, ახოვნად მოთმინეო, მხედარო დიდ-სახელო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მეფეო, წმიდაო არჩილ! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიე, სანატრელო, და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაი“. მოგუანიჭეი ძლევაი მათ ზედა და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალადცა განაახლე და მოგუმადლე მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მეფისა და მამულისაი, და აღგვიდგინე რქაი ცხებულობისაი, რაითა არა მივემსგავნეთ პირუტყუთა უგუნურთა, მსგავსად მათ კერპთმსახურთა და სხუთაცა ეგევითართა უგულისხმოთა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი ღვაწლისა მძლეო მხნეო მოწამეო, მეფეო არჩილ! მოწყალებითა იესუს ღმრთისა მსგავსითა, იმეოხენ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა და დიდებულისა მოწამისა, მეფისა არჩილისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველთა მოგვიგიე შენ, უფლისა მიმართ მვედრებელად, დიდებულო მეფეო და მოწამეო, წმიდაო არჩილ, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, ნეტარო, გარე წარგუხადენ ღელვანი და საცთურნი სოფლისანი, რაითა კეთილად წარვმართოთ ცხორებაი ჩუენნი.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა და დიდებულისა მოწამისა, მეფისა არჩილისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი