სავედრებელი პარაკლისი ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა:
იოვანე და გაბრიელ ქართველთა,  იოვანე-თორნიკყოფილისა,
და ეფთვიმი და გიორგი მთაწმინდელთა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოჳჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი ჴმაჲ 4

ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კუალად სხუაჲ ტროპარი ჴმაჲ 8

ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლე-ბულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

ძლისპირი: გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ევლტოდე, იოვანე, ამბოხთა სოფლისათა და დიდებასა კაცთა მიერსა, და ვითარცა ახოვანმან ქრისტჱსმან, ბეჭთა შენთა ზედა აღიღე ჯუარი მისი და სურვილით შეუდეგ კუალსა მისსა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ქუეყნიერისა მჴედრობისა წილ შეიყუარე მჴედრობაჲ ზეციერი, და ღუაწლი თავს იდევ, ვითარცა საშუებელი, აწცა დაჴსნენ სულთა ჩუენთა ვნებანი, ნეტარო თორნიკ-იოვანე, და ჴორცთა სალმობანი.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

სიყუარულითა ღმრთისაჲთა შეჭურვილმან სიმდაბლისა და მორჩილებისა მიერ მთავარნი ბნელისანი განაქიქენ, ყოვლად ქებულო გაბრიელ, და დიდებაჲ უკვდავი დაიმკჳდრე.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ძირთა მათგან ღმრთისმსახურთა აღმოსცენდი ყუავილი საღმრთოჲ სათნოებათა მიერ შემკული, ღმერთშემოსილო ეფთჳმი, და ღმრთისმშობლის ხილვისა პატივითა გაჰბრწყინდი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მსგავსადვე სამოელისსა აღთქმით იშევ შენ, მჴნეო გიორგი, და სიჩჩოჲთგანვე შეიწირე რაჲ ყოველთა შემწირველისა, ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი მოიხუეჭე ლოცვითა მჴურვალითა და ცნობად ძალსა წმიდათა წერილთაჲსა განიბრძვნე მადლითა საღმრთოჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რაჲთა დიდებასა მამათასა ზიარ-გვყოს, ქებით მადიდებელნი და სურვილით მგალობელნი შენნი.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ, მოსავნი შენნი.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ისარნი ბოროტისანი განჴურვებულნი დაშრიტენ მარხვითა და მოღუაწებითა, ღირსო მამაო იოვანე, მადლისა მიერ საღმრთოჲსა, და მთავარნი ბნელისანი შთასთხიენ სიღრმესა წარწყმედისასა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარ-იგი ძალითა ქრისტჱსითა არცხვინე, თორნიკ-ყოფილო იოვანე, განლაღებულსა ბარდა სკლიაროსსა, ეგრეთვე აწ ჩუენცა მომეც ძალი, სიმჴნჱ და სიბრძნჱ დათრგუნვად მანქანებათა მტერისაჲთა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ცრემლთა მიერ მორწყე ყანა სულისაჲ, ბრძენო გაბრიელ, და ზეთითა ღუაწლთა და შრომათაჲთა განაპოხე სანთელი ქალწულებისაჲ და შეხვედ სასძლოსა საუკუნესა ბრძენთა ქალწულთა თანა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

უფსკრულად მოძღურებათა გამოგაჩინა მადლმან ყოვლადწმიდისა დედოფლისამან, ღირსო ეფთჳმი, ოდეს ლოცვითა მამისა შენისათა უხვებით მოგმადლა სიმრთელჱ ჴორციელი და სული სიბრძნისაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მსგავსად აბრაჰამ მამათ-მთავრისა დაუტევე რაჲ სამკჳდროჲ შენი, შავმთასა მისრულმან ქუაბსა შინა იწროსა პოვნე ბერი წმიდაჲ, განშორებული სოფლისაგან, გიორგი დაყუდებული, და დაემოწაფე დიდსა მას მნათობსა ქართველთა ერისასა, სანატრელო გიორგი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეთერისა უბრწყინვალესო ქალწულო მარიამ, რომელმან არსთა მფლობელი ღმერთი ქალწულებით ჰშევ გამოუთქმელად, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასასათჳს და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 8

მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: სიყუარული წყალობისა, ძეთა კაცთათვის ჯუარსა ზედა ამაღლდი და დაბრმეს ჰურიანი, ვითარმედ შენ ხარ, ქრისტე, სიბრძნჱ ღმრთისაჲ და მადლი.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან სავანჱ ესე დიდებული ქართველთათჳს აღაშენე და შეამკვე, აწცა დაშრიტე აღძრვაჲ წინააღმდგომთაჲ, ნეტარო იოვანე, და ივირონი ნათესავსა ჩუენსა კუალად დაუმკჳდრე.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

სარწმუნოებაჲ დაიმარხე რაჲ უბიწოდ, დავითს მიემსგავსე სულისა სიწრფელითა, და სოლომონისებრ აღუშენე ტაძარი ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, იოვანე-თორნიკ, რაჲთა ვიდოდეთ გზასა კეთილსა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელი დედისა ღმრთისა პატიოსანსა ხატსა მიეახლე და შეიტკბე სურვილითა, აწ სალმობა-თა და ცოდვათაგან განმათავისუფლე, ღმრთივსულიერო გაბრიელ, და მიოხე ყოვლისაგან ჭირისა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

სოფელსა შინა განითქუა მადლთა შენთა სიმრავლჱ და ცხად-ჰყოფს წიგნთა საღმრთოთა თარგმანებაჲ, რომელნი იგი უნათლეს მზის-თუალისა არიან, ღმრთივსაყუარელო ეფთჳმი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხილა რაჲ სულითა უძლეველი და ჴორცითა ახოვანი მოძღუარმან შენმან, სანატრელო გიორგი, თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ თავს გადვა, და მთაწმიდას, ივერთა სავანესა წარგგზავნა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლმობიერად გევედრებით, ქალწულო წმიდაო მარიამ, ლოცვითა ღმერთშემოსილთა მამათაჲთა ლხინებაჲ მომადლე სულთა ჩუენთა, რაჲთა გადიდებდეთ, დედოფალო.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა და მიჴსენ ბნელისაგან ჩუენ ცოდვილნი და მოწყალებაჲ შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან ათონს დაამკჳდრე დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ და კარი მისი განუღე მჴურვალედ თქუენდამი მოლტოლჳლთა, აწ ზეცით მოგუხედე, ღირსო იოვანე, და დაგჳფარე ყოვლისაგან ბოროტისა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარ-იგი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, ჴელმწიფეთა ზედა ბერძენთასა, ეგრეთვე აწ დაამჴუნე მტერნი იგი მცბიერნი, იოვანე-თორნიკ, რომელნი მტრობენ ერსა ჩუენსა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელი მრავალთა შორის მამათასა გამოირჩიე მსახურ-ყოფად დედისა ღმრთისა, აწ ღირს-ჰყვენ ნათესავი შენი, ღირსო გაბრიელ, განუშორებელად მსახურებად ხატისა მისისა პორტაიტისასა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა ფუტკარმან სიტყჳერმან შეჰკრიბენ ყუავილი ღმრთივსულიერთა და გარეშეთა წერილთანი, ღირსო ეფთჳმი, და გვიქმენ ჩუენ გოლი თაფლისაჲ, სიტკბოებაჲ საღმრთოჲსა ცოდნისაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აღხვედ რაჲ მაღალსა მას კიბესა წინამძღურობისასა, გიორგი, მიემსგავსე ეფთჳმის წადიერებითა, და ღირს იქმენ მოღებად მადლსა მას თარგმანებისასა, რომელი მოგეცა სულისაგან წმიდისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოსანას გალობასა გიღაღადებთ, უფალო საბაოთ, ოხითა ქალწულისა მარიამისათა შეგვაერთენ უჴორცოთა ძალთა მგალობელნი შენნი, უფალო.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისმეტყველნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით სიონს შინა, მსახურებად გუამსა მას ღმრთისშემწყნარებელსა ამას დღესა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

იხარებს ღირსად ბანაკი მონაზონთაჲ შენთჳს, ჵ, ღმერთშემოსილო მამაო იოვანე, რომელმან სიმჴნჱ დიდი შესძინე მათ და სირცხჳლითა აღავსე ეშმაკი, და სრულიად დაამჴუე.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან ყოველნი მაჴენი მტერისანი შემუსრენ ძალითა სულისაჲთა, მიჴსენ მე მაჴეთაგან მათგან, ნეტარო თორნიკ-იოვანე, და მომანიჭე პატიოსნებაჲ ღირსებისაჲ და მადლი მოწყალებისაჲ.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

მეუფესა შენსა ქრისტესა ემსგავსე გონებისა მის შენისა სიმშჳდითა, ყოვლად ნეტარო გაბრიელ, და სისხლისა წყლულებითა აღბეჭდული ხატი იგი ღმრთისა დედისაჲ შეიწყნარე სიხარულითა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ერჩდი რაჲ ნებასა მამისა შენისასა, ღირსო ეფთჳმი, კეთილად განაგენ სამწყსონი შენნი, მის მიერ რწმუნებულნი შენდა, და ვიდრე აქამომდე გვმოძღური სწავლითა და მოძღურებითა ქრისტჱსითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ, ბრძენო გიორგი, თუალ-უხუავად ამხილებდი მეფეთა და მთავართა, სამღდელოთა და ერთა, და მორწყე სულნი მათნი მოძღურებითა ქრისტჱსითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო, საგალობელო ყოველთა ზეცისათაო, გუნდსა თანა წმიდათასა მეოხ გუეყავ, დედოფალო, რაჲთა სამარადისოდ გადიდებდეთ.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 3

უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება ლუკასი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ-არს ცათა შინა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფთ ვედრებასა ჩუენსა, ღირსნო მამანო ჩუენო, მთასა წმიდასა მოღუაწენო, არამედ მეოხ-იყუენით ჩუენთჳს მარადის უფლისა ქუელისმოქმედისა მიმართ, და გჳთხოვეთ, ღირსნო, სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, ერსა ჩუენსა ძლევაჲ, და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმა-დიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა და ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმე-ტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმე-ტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანა-თლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგა-სალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), და ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედ-რებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწ-ყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: საჴუმილსა შინა აბრაჰამიანი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა ჰსჯულთათჳს შეითხივნეს და ალსა მას შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისათა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ნაცვალად ედემისა სამოთხედ განღებულად აქუნდა ლავრაჲ შენი ქართველთა, და ღუარითა მით საშუებელთა მისთაჲთა აღვსებულნი, განათლდებოდეს და ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

შემწე ხარ განსაცდელთა შინა მყოფთა, ქრისტჱს მჴედარო, და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავი-სუფლებად ვერაგობათა მტერისაჲთა, აწცა დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი, თორნიკყოფილო იოვანე, და მწვალებელთა ენანი მოაუძლურე ძალითა ქრისტჱსითა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

პეტრეს წყალთა ზედა სლვითა აღემატე შენ, ჵ, გაბრიელ, და აქაჲსაგან ღუაწლით-მოყუარებისა მიიცუალე საყოფელთა შინა ზეცისათა, წმიდათა სამკჳდრებელთა, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

გამოსჩნდი ნელსაცხებელად სულნელად მადლითა საღმრთოჲთა და სწავლათა მიერ ერი შენი სულნელ-ჰყავ, ამისთჳს მადლსა შენსა ვქადაგებთ, ეფთჳმე, და ვღაღადებთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ენაჲ შენი ოქროსა უწმიდესად განაბრწყინებს ივერთა ეკლესიასა, საკჳრველებითა ქებულო, ღირსო გიორგი, და შჳლთა მისთა განგვაბრძნობს მადლითა და ვჴმობთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო, ქურივთა და ობოლთა ჴელი წყალობისაჲ აღუპყარ, გლახაკნი შეგჳწყალენ და ყოველნივე ერთბამად ღირს-მყვენ ზეცისა უოხჭნოსა დიდებასა.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა, საჴუმილსა შინა ყრმანი აქებდით, მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

დავიწყებისა მიზეზი არს სიკუდილი, გარნა არა დაჰფარნა ღმერთმან საქმენი შენნი, მამაო, დიდო იოვანე, არამედ ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქვა მოღუაწებათა შენთაჲ ბრწყინვალებაჲ.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ევედრე ქრისტესა ღმერთსა, თორნიკ-ყოფილო იოვანე, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ფრთოვან ჰქმენ გონებაჲ მოღუაწებითა მით ღმრთისა ნიჭთაჲთა და მისცემდი კურნებასა, და განამდიდრენ ყოველნი კაცნი, ღირსო გაბრიელ, სასწაულითა მით ღმრთისა მიერ მონიჭებულითა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ელიაჲს მსგავსად მოგეცა ჴელმწიფებაჲ ღრუბელთა ზედა, საკჳრველთმოქმედო ეფთჳმი, და შეწირე რაჲ ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ ძალთაჲსა, მოსცა წვიმაჲ სამკჳდრებელსა თჳსსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზღუაჲ ცილისწამებისაჲ განაპე კუერთხითა სიტყუათა შენთაჲთა, და ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სიმტკიცჱ ქართველთა სარწმუნოებისაჲ, გიორგი, და დაამტკიცე თჳთმფლობელობაჲ ეკლესიისა ჩუენისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა ძჱ შენი, დედაო ღმრთისაო, რაჲთა ჩუენცა ღირს-ვიქმნეთ სუფევად ოხითა შენითა, უბიწოო.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული და კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მუშაკმან ქრისტჱს ვენახისამან, ღისრო იოვანე, სათნოებათა და სიმძიმჱ და სიცხჱ დღისაჲ იტჳრთე ღუაწლთა თავს-დებითა, და აწ უოხჭნოთა კეთილთა მიერ იშუებ ცათა შინა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მთაწმიდას მისრულმან ნებაჲ თჳსი სრულიად განკვეთე, ეგრეთცა განუძღომელი წყურვილი ვეცხლისმოყუარებისაჲ განიოტე ჩუენგან, თორნიკ-იოანე, და ჩუენთჳს აღძრული რისხუაჲ განაქარვენ.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

უცხოჲ არს სმენაჲ სხჳთა ენითა ზრახუაჲ მღდელშუენიერისა გაბრიელისაჲ, რაჟამს ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა; ეჰა, საკჳრველებასა შენსა, ქრისტე ღმერთო, ვითარ ადიდებ მადიდებელთა შენთა.

ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

უაღრეს არსებისა კაცთასა განაბრწყინვე შრომანი შენი, სანატრელო ეფთჳმი, რამეთუ ქუეყანაჲ აღავსე კეთილმსახურებისა წერილითა, და ერი შენი განსწავლენ სჯულითა საღმრთოჲთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ქნარითა გალობათაჲთა შემამკობელად ორღანოდ ეკლესიათა გიცნობთ წიგნთა მიერ შენთა, ჵ, გიორგი, რამეთუ დაფარულებაჲ მათი განაპე და განგვიცხადე, მუშაკობისა სეხნაო, ბრწყინვალეო, შჳლთა მისთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად აღგიარებთ, ქალწულო მარიამ, გუნდსა თანა ანგელოზთასა გადიდებთ, ბანაკსა წმიდასა ღირს-მყვენ მვედრებელნი შენნი, დედოფალო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს.

 

შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ თქუენ, ხუთეულსა მოღუაწეთა - ეფთჳმის თანა გიორგის, მჴნესა თორნიკისა, და იოვანე და გაბრიელ ქართველთა, რაჲთა წარგვხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მოსავთა თქუენთა და მოყუარეთა.

ანგელოზთა ცხორებისა მობაძავ-იქმენით, ღირსნო მამანო ჩუენნო, მთასა წმიდასა მოღუაწენო, და აწ მარადის ანგელოზთა თანა მდგომარენი ხართ წინაშე ღმრთისა, მეოხ-გუეყვენით ჩუენ მისა მიმართ, რაჲთა გჳჴსნნეს ჴელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაჲთა და ღელვათა მათგან ცოდვისათა

ხუთ-რიცხვედთა წმიდათა მწყობრთა, საღმრთოთა, გალობით პატივს-გცემთ, რამეთუ ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა საუფლოჲსა ერისა ძილი სულიერი განაფრთხვეთ და გზასა მას სამეუფოსა წარმართეთ, აწ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრებით, სახელ-დიდნო მამანო ათონელნო, და ყოველნი საღმრთოჲთა მღჳძარებითა აღგვავსეთ.

გაქებთ თქუენ, ვითარცა სახელოვანთა მთარგმნელობითა ყოველთავე ძუელისა და ახლისა შჯულისა წიგნთათა და ყოვლით კერძო თანა-შემწეთა ივერთა ეკლესიისასა და გევედრებით, ეფთჳმის თანა დიდსა გიორგის, ვითარცა კანიერებისა მქონებელთა, რაჲთა მითხოვნეთ აჴოცაჲ ბრალთა და ცთომილებათა ჩემთაჲ და წყალობაჲ დღესა მას სასჯელისასა მრავალმოწყალისა ღმრთისაგან.

წინამძღუართა ათონისა მთისათა და მოღუაწეთა, აღმსაარებელთა, მწყემსთა და ღირსთა, მონაზონთა სიმრავლესა შეგასხამთ განმტკიცებულნი თქუენ მიერ და მჴურვალედ გევედრებით: ნუ დააცადებთ ჩუენთჳს ოხასა წინაშე მისსა, მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაჲ თქუენებრი, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ.

ჵ, ღუაწლით შემოსილნო მამანო და მოძღუარნო ქართველთანო, შეგვაწყნარეთ მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ სამებასა ერთ-არსებასა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ყოვლად ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, თორნიკ-ყოფილო იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო! ვარსკვლავნო უდაბნოჲსანო ყოვლად ბრწყინვალენო, მარხვისა და ლოცვისა სუეტნო მტკიცენო, მონაზონთა სიქადულნო და მოღუაწეთა სამკაულნო, ქართველთა განმანათლებელნო, გლახაკთა ნუგეშინისმცემელნო და ყოველთა უღონოთა და განწირულთა შემწენო და შესავედრებელნო!

ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მამანო და მოძღუარნო ქართველთანო, იოვანე და გაბრიელ იბერნო, თორნიკ-იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ჩუენთჳს მეოხნო ბრძენნო მოღუაწენო! რომელნი მადლითა და წყალობითა ღმრთისაჲთა წმიდასა მთასა მიიწიენით ნავთსაყუდელად სულთა და განმამრავლებლად ნათესავისა ჩუენისა, მამობრივითა მოწყალებითა თქუენითა შეგვაწყნარეთ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ განაახლოს და ნათესავი ჩუენი კუალად განამრავლოს დიდებულსა მონასტერსა შინა ივერთასა, რაჲთა თაყუანისცემდენ და მსახურებდენ ყოველთა ქრისტეანეთა სასოსა და უფროჲს ეკლესიისა და ერისა ჩუენისა მფარველსა - ივერიის კარისა ღმრთისმშო-ბლისა ხატსა, პორტაიტისად წოდებულსა და საკჳრველთმოქმედსა, რამეთუ არცაღა-რაჲ ერთი ქართველი იპოების სავანესა ამას თქუენსა, რომელი ესე დიდითა ღუაწლითა აღაშენეთ სამკჳდრებელად ქართველთა. ევედრენით თქუენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ-ჰყოს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ერსა ქართველთასა და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპის-კოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჵ, ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო: იოვანე და გაბრიელ ქართველნო, სახელ-დიდო თორნიკყოფილო იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო! ნუ დასცხრებით ვედრებად ქრისტჱს მიმართ, ღირსნო, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათჳს; მთავართა - სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა - მორჩილებაჲ; ჩაგრულთა - თმენაჲ; მჩაგვრელთა შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა სულგრძელებაჲ; მხიარულთა მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცრუ მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალო-ბაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და თქუენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა ათონელთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ამას:

ყოველივე ჴორციელი ნებაჲ დაუტევეთ და ღმრთისა ნებასა შეუდეგით, ღირსნო მამანო ჩუენნო, მთასა წმიდასა მოღუაწენო, ხოლო მადლი სათნოებისაჲ ზეცით მოიღეთ, და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ჰბრწყინევდით საღმრთოჲთა მოქალაქობითა, აწცა ევედრენით ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნეს სულიერისა და ჴორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.

დედოფალო მარიამ, მოგუჴედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორისმყოფელთა პატიოსანთა ხატთა ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთაჲთა, ხოლო მადლი მათი და წყალობაჲ შენი თანა-მავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისაჲთა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა