პარაკლისი წმიდისა დიდისა წინასწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოჳჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 4.

ჴორცითა ანგელოზმან და წინაჲსწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინა-მორბედმან, ელია ყოვლად დიდებულმან, ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი: ჴორცითა ანგელოზმან და წინაჲსწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინა-მორბედმან, ელია ყოვლად დიდებულმან, ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლო-ბილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქუეყანისა იყავ ანგელოზი და ზეცისა კაცი, რომელი-ეგე კაცთა შორის იქცეოდი, აწ მოგუხედენ მაღლით, ღმერთშემოსილო, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაუტევა რაჲ აღთქუმაჲ უფლისაჲ მეფემან ისრაელისამან, გამოგიჩნდა შენ ღმერთი, ვითარცა ურჩეულესსა მსახურსა მისსა და შენ მიერ ამხილა უღმრთოსა აქაბს, ვითარცა სჯულის გარდამავალსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საცთურისა ვერ დამთმენელმან უღმრთოებისათჳს ამხილენ ერსა მას ურჩსა ისრაელისასა და მოაწიე მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, აწ განგუაშორე რისხვაჲ მისი და შესცვალე ჭირი ჩუენი სიხარულად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედისა ქრისტჱსისა ქებათა შინა გალობად ღირსებით ვისწრაფოთ მორწმუნენო, ვითარცა ყოველთა მაცხოვრისა მშობელისა, ცხორებისა და სიკუდილისა მმეუფებელისა.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უფალმან, ძალითა ძლიერმან, მოგცა შენ ძალი ცათა შეკრვისაჲ და განჴსნისაჲ და დახშენ რაჲ ბჭენი ზეცისანი, განახმენ ღრუბელნი სიტყჳთა შენითა, აწ დაჴსენ ცოდვათა ჩუენთა საკრველნი და დაგჳფარნე ვნებათა წყლულებისა და ამაოჲსაგან სიკუდილისა.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მადლობა ქუელისმოქმედსა და განმგებელსა, რომელი განაძღებს ყოველსა ცხოველსა, მან მხოლომან გიქმნა შენ საზრდელი ყორნისა მიერ, ელია, ესრევე აწ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრები წინაშე ღმრთისა, რაჲთა გჳჴსნნეს ქუეყნისა უნაყოფობისა და გვალვისაგან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნაშთი საზრდელისაჲ მოაკლდა რაჲ სარეფთას, ქურივისა თანა გამოგზარდა ღმერთმან გამოუთქუმელითა განგებულებითა და აკურთხა და განამრავლა მცირედი იგი ფქვილი და ზეთი ჴელითა შენითა, აწ შეგჳწყალნე და ნუ მოგვაკუდინებ ჩუენ სიყმილითა და წყურილითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ადგილსა განწმედილსა დიდებისასა და საცნაურსა ტრაპეზსა, უბიწოო, ყოველთა ცხორებისა პურისა შემწყნარებელსა გიგალობთ შენ, დედოფალო.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამ-დგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

წყაროსა საკჳრველებათასა და სამკაულსა წინაჲსწარმეტყუელთასა ყოველნი სარწმუნოებით გალობით შევასხმიდეთ, თეზბიტელსა ელიას, რამეთუ ვიდრე აქამომდე ჴორცითა ცხოველ არს უკუდავად, და ვითარცა მოკუდავი სარწმუნო ჰყოფს მკუდართა აღდგომასა და კადნიერებაჲ აქუს ღმრთისა მიმართ, და მისცემს კუერნებასა, რომელნი სარწმუნოებით ითხოვენ, და ევედრების ქრისტესა, რაჲთა მოანიჭოს შენდობაჲ ცოდვათა სიმრავლისაჲ და დიდი წყალობაჲ, რომელნი დღესასწაულობენ წადიერად ჴსენებასა მისსა.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა მე, ქრისტე, სმენა და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დაკლდი, და კაცთა შორის გამოსჩნდი ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა მრავალმოწყალე.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გყუედრიდა სიტყჳთა ქურივი საზრდელისათჳს, წმიდაო, გარნა ძჱ მისი მომკუდარი სამგზის პირსა შინა შთაბერვითა განაცოცხლე და მიეც რაჲ დედასა მისსა, გლოვაჲ მისი სიხარულად შეცვალე.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელმან ენითა ქუეყანაჲ ნაყოფიერი უნაყოფო-ყავ და წვიმად არა შეუნდევ ღრუბელსა, აწ წყალობითა მოგუჴედენ და ზეცით მაცოცხლებელი ცუარი გარდამოგვივლინე ჟამსა ხუატისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან ერი ურწმუნოჲ სიყმილითა შეაჭირვე, აწ ვითარცა ნათელსა შინა მყოფმან, ვნებათა ტყუეობისაგან მომაქციე, ბრძენო ელია, და საქმეთა ნათლისათა მუშაკობად წარმმართე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოებად და სიმტკიცედ და ზღუდედ დაურღვეველად მომგებელნი შენნი, ყოვლად საგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ყოვლისაგან ბოროტისა ვიჴსნებით.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შურითა კეთილმსახურებისაჲთა შეწულმან მოკრიბე რაჲ ყოველი ისრაელი და ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი მთასა მას ქარმელსა, პირველ ქურუმთა ბაალისთა ხადეს სახელსა კერპისასა და შესწირეს რაჲ ზუარაკი, სირცხჳლეულ-იქმნეს ძალითა ღმრთისაჲთა.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დასდევ რაჲ ზუარაკი შეშასა ზედა, დაასხ წყალი და ხადე სახელსა უფლისასა, რომელმან ზეცით მოჰხედა მსხუერპლსა შენსა, ვითარცა აბელისთა, და შეწვა რაჲ ალითა ცეცხლისაჲთა, შეძრწუნებულმან ერმან ცნო ღმერთი ისრაჱლისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ორღანოდ გამოსჩნდი შენ, ღირსო, მადლითა მგალობელად შურის მეძიებელისა ღმრთისა და უწყალოდ მოსწყვიდენ ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი ჭამდენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა,

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მზისა დაუვალისა მშობელო, ღმრთისმშობელო, ყოვლითურთ განმანათლე მე დაბნელებული ვნებათა მიერ და აღმავსე მე საღმრთოჲთა ნათლითა.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ: მიჴსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეჰმუსრე რაჲ კადნიერებაჲ ბილწთა მათ კერპთმსახურთაჲ, დააცხრვე ურჩებით აღძრული რისხუაჲ შემოქმედისაჲ, და კეთილ მიმთუალველ ექმნა ვედრებათა შენთა ცურებითა წჳმისაჲთა და კეთილ-შეზავებითა ჰაერთაჲსა.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაღათუ მეფჱ აქაბ იხარებდა, ურცხვინო დედოფალი განრისხნებოდა და გეძიებდა მოკლვად, რამეთუ არა წმიდათა მღდელთა მისთა ზედა სიკუდილი მოაწიე ჯერისაებრ მსჯავრისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რისხუასა წინაჲსწარმეტყუელთა მკულელისა იაზაბელისასა განელტე შენ და უდაბნოთა და მთათა შინა იქცეოდი სიყუარულისათჳს ღმრთისა, რომელმანცა გამოგზარდა ანგელოზისა მიერ უშრომელითა საზრდელითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარიამ, უბიწოო, ქალწულებისა ჭურო, განსწმიდე გონებაჲ ჩემი ვნებითა დაბნელებული და აღავსე მადლითა და სიმართლითა, ღმრთისმშობელო, გული ჩემი.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამ-დგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი. ჴმაჲ 2

წინაჲსწარმეტყუელო და წინაჲსწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ელია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყჳთა შენითა დააყენე წყალ-მდინარჱ იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოჲსა მიმართ კაცთ-მოყუარისა.

იკოსი

მრავალთა კაცთა უშჯულოებასა, ხოლო ღმრთისა მრავალსა კაცთ-მოყუარებასა, მხედველი წინაჲსწარმეტყუელი აღშფოთნებოდა, ელია, და რისხვით სიტყუათა უწესოებისათა, მოწყალისა მიმართ ჴმობდა: განრისხდი ურწმუნოთა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო, გარნა მოწყალებანი სახიერისანი, ვერცაღათუ ყოვლად აღძრნა მტანჯველობისა მიმართ ურჩთა მისთასა, რამეთუ მარადის სინანულსა ჰგებს ყოველთასა, მხოლო კაცთმოყუარე.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა

შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

მუხლი: მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაჲ მათესი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ელიაჲსითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უშჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ნუ ვისსა ვედრებასა უგულებელს-ჰყოფ, სახიერო უფალო, რომელნი ესე ვევედრებით წინაჲსწარმეტყუელსა ელიას, არამედ ლოცვითა მისითა შეიწირე გულსმოდგინებითი გალობაჲ ჩუენი, და მოგუმადლე სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა შენსა ხილვად, და მათ თანა გალობად: ალილუია.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანჱს და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა.წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინჱსა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა, და ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოანე-თორნიკ-ყოფილისა, ეფთჳმისა და გიორგისითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდისა ექვთიმე აღმსარებელისა და წმიდათა აღმსარებელთა: იოანე და გიორგი-იოანჱსითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, და წმიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ელიაჲსითა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ქუეყანით იუდასით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახმილისა მის განაქარვეს და იტყოდეს: „კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მიიწიე რაჲ მთასა მას ღმრთისასა ქორებად, ყოვლად ქებულო ელია, გამოგეცხადა შენ უფალი ძრვითა და ნიავქარითა წულილითა, ხოლო ბრძანებითა მისითა ჰპოვე რაჲ ელისე, ხალენი შენი დააგდე მის ზედა და ზიარ-ჰყუენ საღმრთოჲსა დიდებისა.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღმრთივგანბრძნობილსა გეუწყებოდეს ძალნი საღმრთონი და ერსა მას, ღმრთის რჩეულსა ასწავებდი გზასა მართალსა და საცხოვნებელსა, ეგრეთვე აწ მიფენითა მადლისა შენისაჲთა განმწმიდე და განმანათლე და ძღუნად მიმაპყარ ზეცათა მეუფესა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზღუდედ საღმრთოდ, სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ ისრაელმან, ხოლო აწ დაიფარე ქრისტეს მოსახელჱ ერი შჯულიერი - წარმწყმედელთა გზათაგან განარინნე და ასწავე გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მაცხოვნე მე, დედაო ღმრთისაო, შეპყრობილი სიღრმითა შეცოდებისაჲთა და ყოველთა მტერთა სიბოროტისაგან გამომიტაცე, რაჲთა ცხოვნებული ვადიდებდე შეწევნასა შენსა.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მეუფესა ცათასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ისრაელთა შორის ჰბრწყინევდი სათნოებითა, სანატრელო, აწ ახლისა ისრაელისათჳსცა იღვაწე შესულად ზეცისა იერუსალჱმსა.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განშუენდი სიმართლითა თუალუხუავითა, დიდებულო ელია, და ხალენითა განაპენ მდინარჱ იორდანისაჲ და წიაღვლენ ფერჴითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწვიმა შენ ძლით ცეცხლი ზეცით შემწველად მრჩობლ ორმეოც და ათთა მათ მხედართა, არამედ ჩუენ შეგჳწყალენ და ოხათა შენთა ძლიერებითა კუალადცა აღამაღლე ღირსებაჲ და დიდებაჲ ერისა ჩუენისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი იგი ჰშევ სიტყუაჲ უაღრეს სიტყჳსა, ღმრთისმშობელო წმიდაო, მას ევედრე სარწმუნოებით პატივისმცემელთათჳს შენთა.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღტაცებულ იქმენ ცეცხლის ფერითა ეტლითა და ჰუნებითა ცათა შინა, საკჳრველი ეგე დიდებული, წინაჲსწარმეტყუელი მამაჲ და ნეტარი მოღუაწჱ, და განაგდე რაჲ ხალენი, მით შემოსილი ელისე მიიღებდა ორკეცსა უკუე მადლსა საღმრთოსა.

წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ცეცხლისა ეტლითა განვლე რაჲ ცათა სიმაღლენი, და მიიწიე წინაშე ღმრთისა, მოგანიჭა მადლი ცეცხლ-მობერვილი უხრწნელ-მყოფელმან შენმან, არა ხილვად სიკუდილი ვიდრე ქადაგებადმდე ჟამსა მას ანტჱს მოსლვისა და ყოველთა აღსასრულისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მთასა ზედა ფერი იცვალა რაჲ ქრისტემან, იხილე მოსეს თანა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, მამისა დიდებითა განბრწყინვებული უფალი თაბორს ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიტჳრთავს შენ ღმერთი წიაღითა, მტჳრთველი ყოველთა და ზრდი მზრდელსა, წმიდაო, რომელი გუემსგავსა ჩუენ, მას ევედრე მონიჭებად ერთა შენთა ჴსნად ყოველთაგან ბოროტთა.

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს.

 

წინაჲსწარ უწყებათა შენთა აღსრულებითა, წინაჲსწარმეტუელად სარწმუნოდ გიწოდდა შენ ისრაელი, და ჩუენცა მოველით საკჳრველსა გამოჩინებასა შენსა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელო ცხოველსმყოფელი მოსლვაჲ ქრისტჱსი.

მრჩობლ-ძალითა იგი შემოსილი ხალენი შენი მიებოძა რაჲ სამეუფოსა მას ქალაქსა მცხეთას, დაფლეს სიწმიდჱ იგი ქუეშე ქუათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა, და აღმოეცენა მას ზედა წყალი იგი სასწაულთმოქმედი, რომლისაგან კუალად აღმოადინებ კურნებასა, რაჲსთჳსცა გული გჳთქმს მისლვად „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

ჵ, დიდებასა მას პატიოსანსა, რომელსა ღირს იქმენ ზეცად მსრბოლი ეგე წინაჲსწარმეტყუელი, რამეთუ განგებითა ღმრთისაჲთა წინაჲსწარ-მომავალ ხარ დიდისა ენუქისა თანა, ვიდრემდე მეორედ მოსლვასაცა, ანტიქრისტჱს სამხილებელად და მართალთა სანუგეშებელად, ღმრთივსანატრელო ელია.

წინაჲსწარმეტყუელსა წმიდასა და ანგელოზსა ღმრთისასა და მეორედ მოსლვისა მისისა კაცთა მომართ ქადაგსა სარწმუნოსა მქურვალედ გევედრებით: გამოუთქმელითა ძალითა შენითა მარადღე თანამავალ გუექმენ, ღმრთივსულიერო, და განსდევნე მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, და მოაუძლურე მწვალებელნი.

მსჯავრი სამართალი მეუფისაჲ საზარელი ბრძანებულ არს ერთა ურჩთა და წინააღმდგომთაჲ, ვითარცა სწინაჲსწარმეტყუელე, ღმრთივსანატრელო ელია, არამედ აწ სულითა ნუ განეშორები ჩუენგან და ევედრე ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათჳს და მოჰმადლოს სულმოკლებასა ჩუენსა სულგრძელებაჲ.

აწ-ვე განძლიერებულ არს ზრახვაჲ იგი უშჯულოებისაჲ და მეცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეული, ვსძრწი მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტჱსისა, რამეთუ არა მომიგიეს მე საქმჱ, რომლითამცა განვმართლდე წინაშე საყდართა მისთა, სადაჲთ იგი მომხედენ მე და მომფინე მადლი და წყალობაჲ.

ჵ, დიდებულო და უხრწნელო დედაო ღმრთისაო, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა არაჲ გუაქუს კადნიერებაჲ, რაჲთამცა ვევედრნეთ ღმერთსა, არამედ მოვიდეს რაჲ ძჱ შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მაშინ მეოხ-გვეყავ ჩუენ წინაშე მისსა, რაჲთა წინაჲსწარმეტყუელთა და ყოველთა წმიდათა თანა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

 

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხო-რებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახი-ერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო წინაჲსწარმეტყველო ელია თეზბიტელო! სამებისა წმიდისა მიერ გამორჩეულო და კაცობრივითა ჴორცითა ზეცად აღტაცებულო, ანგელოზთაგან ქებულო, მოსაგრეთაგან თაყუანისცემულო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლჳლთა შესავედრებელო ზღუდეო და მტკიცეო საფარველო.

ჵ, წინაჲსწარმეტყუელო და მეორე წინა-მორბედო ქრისტეს ქუეყანასა ზედა მეორედ მოსვლისაო ელია! უხრწნელად დაგბადა შენ ღმერთმან, რაჲთა არ იგემო სიკუდილი, ვიდრე იერუსალჱმით არა იქადაგებ დასასრულისათჳს ქუეყანისა, და ენუქისა თანა მოაქცევ შეცთომილთა და სირცხჳლეულ ჰყოფ ანტესა შედგომილთა, ვიდრემდე არა მოიკლნეთ მის მიერ, ხოლო შემდგომად სამისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შემოვა თქუენ თანა და მოწოდებითა აღხუალთ ღრუბლითა ზეცად, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელა წმიდამან მოციქულმან იოანე ღმრთისმეტყუელმან, ხოლო რომელი არა მოიქცეს, დაეცეს უშჯულოებისა დაცემითა, ამისთჳს გევედრებით: შეუძრველად დაიცევ ქრისტჱს წმიდაჲ ეკლესიაჲ კუეთებისაგან მტერთაჲსა და მძლე ჰყუენ მწვალებელთა ზედა, ხოლო ჩუენ ყოველთაგან ტომთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსენ და დაგჳფარენ ანტიქრისტეს ხიბლისა და საცთურისაგან. განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლე ქრისტესმოყვარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი; დაიცვენ მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჵ, ყოვლად-პატიოსანო წინაჲსწარმეტყუელო ელია თეზბიტელო, ყოვლადწმიდისა სამებისა სათნოო და ანგელოზთა მობაძავო და თანამოსაგრეო, რომელმან ცანი შეჰკრენ და ცუართა აღჳრ-ასხენ: ჰაერთა უბრძანე და ცეცხლსა ზეგარდამო მოუწოდე. და მოსწყჳდენ რაჲ ქურუმნი, დააცხრვე რისხუაჲ ღმრთისაჲ, და უბრძანე ღრუბელთა, რაჲთა გარდამოიღონ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა, აწ გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა ერსა ჩუენსა ზედა და ევედრე ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და განგვაშორნოს სიყმილი ჴორცთაჲ და წარწყმედაჲ სულთაჲ, დაგჳფაროს ცეცხლისაგან, მახჳლისა, ზედა დასხმისაგან მტერთასა და ყოვლისაგან წინა-აღმდგომისა, მოგუმადლოს მშჳდობითი და უშფოთველი ცხორებაჲ, კეთილ-შეზავებულობაჲ ჰაერისაჲ და კეთილ ჟამიერი წჳმაჲ ნაყოფთა გამოღებად ზეცით გარდამოუვლინოს ქუეყანასა და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაჲთა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა შენითა, მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშჳდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის), უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და ლოცვითა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ელიაჲსითა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, წინაჲსწარმეტყუელო ელია, რამეთუ დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი და მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, ვინაჲცა კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, სანატრელო, რაჲთა მოგუცეს ჩუენ წყალობაჲ და თანაწარგუხადოს რისხუაჲ, აღძრული ცოდვათა ჩუენთათჳს და დაამხუნეს მწვალებელთა სიბორგილენი, და დაჴსნას ზახებაჲ მტერთაჲ და შეზღუდოს ერთობისა მიერ ეკლესიაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან უღმრთოთა და ქრისტჱს მბრძოლთა სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ.

დედოფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და მეოხებითა წინაჲსწარმეტყუელისა ელიაჲსითა აღგვისრულნე კეთილი თხოვაჲ ჩუენი, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ საუკუნოსა ნეტარებასა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა