პარაკლისი სავედრებელი ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 4.

უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო (სახელი), მარხვითა მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა 1. სძლის-პირი

გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოსი და ძალი მისი.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოსებრივი ცხოვრება მოიგე ღმერთ-შემოსილო მამაო (სახელი) და ანგელოსთა თანა უგალობ მეუფესა ყოველთასა, რომელსაცა ევედრე შეწყალებად ჩუენდა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბაგეთა ნაყოფსა და აღსარებასა სულისასა აღავლენ უფლისა მიმართ, ფსალმუნითა და შესხმით ღაღადებ, მეოხ გვეყავ ჩუენცა ბრალთაგან განთავისუფლებად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განწმედილ იქმენ შენ მამაო მამათაო (სახელი), და გულის სიწმიდითა იხილე ღმერთი შენ შორის დამკვიდრებული, მას ევედრე წმიდა ყოფად ჩუენდა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რათა დიდებასა მამათასა ზიარ-გუყოს, ქებით მადიდებელნი და სურვილით მგალობელნი შენნი.

 

გალობა 3. სძლის-პირი

შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ მოსავნი შენნი.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ელვარებითა სიწმიდისა შენისათა ღირსო, ემსგავსები ბრწყინვალებასა მზისასა, ევედრე მზესა მას სიმართლისასა განათლებად სულთა ჩუენთა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვარსკულაო ბრწყინვალეო ყოვლად-პატიოსანო მამაო (სახელი), ვედრებად ჩუენთვის ნუ დასცხრები რომელნი ვდღესასწაულობთ ხსენებასა სიწმიდისა შენისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა კამარათა ამაღლდი ღირსო, ზეცათა მეუფესა შეუვრდი ჩუენთვის, რათა ზიარ-ვიქმნეთ შენთანა ზატიკობასა მას სულიერსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეთერისა უბრწყინვალესო ქალწულო მარიამ, რომელმან არსთა მფლობელი ღმერთი ქალწულებით ჰშევ გამოუთქმელად, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.

 

წარდგომა. ხმა 4.

სამებისა სათნოსა, ანგელოსთა მობაძავსა, წმიდათა მოდასესა, ღირსთა გვირგვინსა, სამ-ნეტარსა მამასა (სახელი), ყოველნი პატივს-ვსცემდეთ ფსალმუნით და შესხმით უგალობდეთ, რომელნი ხსენებასა მისსა ვადიდებთ, რამეთუ იგი არს მცუელი და მფარველი მედღესასწაულეთა სიწმიდისა მისისათა.

 

გალობა 4. სძლის-პირი

სიყუარული წყალობისა ძეთა კაცთა-თვის ჯუარსა ზედა ამაღლდი და დაბრმეს ჰურიანი, ვითარმედ შენ ხარ ქრისტე სიბრძნე ღუთისა და ძალი მისი.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

თავსა სათნოებათასა აღხედ ღმერთ-შემოსილო მამაო (სახელი), თავსა ეკლესიათასა იესოს ევედრე თანა მოდასე ყოფად ჩუენდა მართალთა თანა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ისმინე ლოცუა ჩუენი ყოვლად სანატრელო მამაო, იოხე შვილთა შენთათვის სულიერთა, რათა იხარებდეს სული ჩუენი მწყობრსა მამათასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კადნიერება გაქუს ღუთისა მიმართ ღირსო, რომლისა სათნოყოფად იღუაწე, კარნი წყალობისანი განგვიხვენ ლოცვითა შენითა წმიდითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლმობიერად გევედრებით ქალწულო წმიდაო მარიამ, ლოცვითა მამისა (სახელი), ლხინება მომადლე სულთა ჩუენთა, რათა გადიდებდეთ დედოფალო.

 

გალობა 5. სძლის-პირი

ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა, და მიხსენ ბნელისაგან ჩუენ ცოდვილნი, და მოწყალება შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მამაო მამათაო (სახელი) მადლითა სულისა წმიდისათა განათლებულო, მადლი ლოცვისა შენისა მოგუფინე მვედრებელთა შენთა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მადლითა ღუთაებისათა განბრწყინვებულო მამაო, ნამდვილ ჭეშმარიტსა ევედრე, რათა ნაწილსა მარჯუენეთასა ღირს-გუყვნეს მოსავნი სიწმიდისა შენისანი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰინდოთა ეშმაკთა მძლე-ექმენ ბრწყინვალებითა ლოცვისა შენისათა, წმიდაო ღუთისაო, ისართა მათგან განხურვებულთა ჩუენცა დაგვიფარენ სანატრელო მამაო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოსანას გალობასა გიღაღადებთ უფალო საბაოთ, ოხითა ქალწულისა მარიამისათა შეგვაერთენ უხორცოთა ძალთა მგალობელნი შენნი უფალო.

 

გალობა 6. სძლის-პირი

ღუთის-მეტყუელნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით სიონსა შინა, მსახურებად გუამსა მას ღუთისშემწყნარებელსა ამას დღესა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პირითა და გულითა გევედრებით ყოვლად-პატიოსანო მამაო, პატივისმცემელნი სიწმიდისა შენისანი, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გვიხსენ ლოცვითა შენითა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მეორედ მოსვლასა ქრისტესსა მეოხ-გვეყავ წინაშე მართლმსაჯულისა იესოსა, რათა ხსნილნი სატანჯუელთაგან ღირს-ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელნი ისე გევედრებით, ისმინე გულისმოდგინებითი ლოცვა ჩუენი, რომელსა მოგიღიეს მადლი ზეგარდამო ღუთისა მიერ, და აღგვისრულე თხოვა გულისა ჩუენისა, სანატრელო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო, საგალობელო ყოველთა ზეცისათაო, გუნდსა თანა წმიდათასა მეოხ გვეყავ დედოფალო. რათა სამარადისოდ გადიდებდეთ.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

და კონდაკი მის ღირსისა ანუ ესე საზოგადო კონდაკი

ხმა 2.

სიწმიდისა სულისათა სამღთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელაღ ლოცუა ვითარცა ლახუარი ხელთ-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკვირველთ-მოქმედო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა...

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.

სახარება ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღუთისა. ნეტარ-ხართ თქუენ რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყვედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცსა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ-იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ-არს ცათა შინა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა (სახელი), მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა სიწმიდისა შენისათა ღმერთ-შემოსილო და სამ გზის სანატრელო მამაო (სახელი), არამედ აღიპყრენ ხელნი შენნი წმიდანი ზეცათა მეუფისა მიმართ, რომლისა წინაშე ღუთივ-ბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ-ხარ, ღირსო, და გვითხოვე რათა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობა, ქრისტიანეთა უვნებელობა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობა.

მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.

 

გალობა 7. სძლის-პირი

სახმილსა შინა აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა ჰსჯულთა თვის შეითხივნეს და ალსა მას შინა ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისათა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ტრედის სახედ მოსრული სული წმიდა გიძღოდა ყოველთა მცნებათა მისთა აღსრულებად, რომელმანცა ტაძრად და სადგურად თვისად განგწმიდა, მას ევედრე ღირსო განწმედად სულთა ჩუენთა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა დაუცხრომელად უგალობდი სანატრელო მამაო, ამისთვისცა უხორცოთა ანგელოსთა შორის იხარებს სული შენი, აწცა ლოცუა-ჰყავ ქრისტეანეთათვის, რათა ულხინოს მედღესასწაულეთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრთე გექმნეს მარხუა და ლოცუა წმიდაო ღუთისაო (სახელი), რომლითაცა აღფრინდი ზეცისა სიმაღლესა და ფუფუნებით იშვებ წმიდათა შორის, მეოხ-გუეყავ ჩუენცა, რათა შეგვიწყნარნეს უფალმან ფრიად ცოდვილნი ესე.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულო მარიამ ღუთის-მშობელო, ქურივთა და ობოლთა ხელი წყალობისა აღუპყარ, გლახაკნი შეგვიწყალენ და ყოველნივე ერთბამად ღირსმყუენ ზეცისა უოხჭნოსა დიდებასა.

 

გალობა 8. სძლის-პირი

ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოსისა სახმილსა შინა, ყრმანი აქებდით, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღირსო და ყოვლად პატიოსანო მამაო (სახელი), ღმერთსა ყოვლად სახიერსა, შენგან შეყუარებულსა ევედრე, სიტკბოებითა შენითა ღირს-მყუნეს ღრუბლითა აღტაცებად.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოვლად სანატრელო მამაო (სახელი), ყურად-იხვენ ლოცუანი ჩუენნი და მოგვიხსენე წინაშე ყოვლად წმიდისა სამებისა, რათა ჩუენცა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა მისსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შრომითა და მოღუაწებითა, ლოცვითა და მარხვითა შუენიერებასა მას ზეცისასა განისვენე, შუამდგომელ-გვექმენ ჩუენცა შეწყალებად მამაო წმიდაო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩვეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა ძე შენი დედაო ღუთისაო, რათა ჩუენცა ღირს-ვიქმნენთ სუფევად ოხითა შენითა უბიწოო.

 

გალობა 9. სძლის-პირი

შობა შენი უხრწნელ-არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული და კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ ღუთისმშობელო სამართლად ყოველნი გადიდებთ.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო (სახელი) და ცხრა დასთა ანგელოსთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა.

ღირსო მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძალთა თანა ზეცისათა უგალობ ღმერთსა ალლილუიასა სანატრელო მამაო, და ძალ-გიძს შეწევნად ჩუენდა. ლოცვითა გევედრებით მძლედ გამოგვაჩინე ვნებათა ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდასა წმიდათასა სასუფეველსა ცათასა დაემკვიდრე ღირსო და სამწმიდა-არსობით სერაფიმთა თანა შეასხამ ყოვლად-წმიდასა სამებასა, რომელსაცა ევედრე წმიდა-ყოფად ჩუენდა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღუთის-მშობელად აღგიარებთ ქალწულო მარიამ, გუნდსა თანა ანგელოსთასა გადიდებთ, ბანაკსა წმიდასა ღირს-მყუენ მვედრებელნი შენნი დედოფალო.

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

ქერუბიმთაებრ მრავალ-თუალებით განიცდი ღუთისა დიდებასა, სანატრელო მამაო, რომელიცა დაიმკვიდრე პირველთაგანვე განმზადებული შენებრ ღირსთათვის და ჩუენთვისცა ითხოვე მართალთა თანა სავანეობა.

ხმითა გალობისათა და სურვილითა სულისათა გევედრებით, ღუთივ-სანატრელო მამაო (სახელი), მამისაგან ზეცათასა გვითხოვე, რათა ხელი წყალობისა აღგვიპყრას და ხელთაგან ჰაერის-მცველთასა გვიხსნას.

ჯეროვნად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ჯუარითა ცხოველს-მყოფელითა დაგვიფაროს და ჯოჯობეთისაგან ხსნილნი სასუფეველსა თვისსა ღირსგყვნეს, ლოცვითა შენითა მამაო ღუთივ-სანატრელო.

სურვილით ევედრე სულსა წმიდასა ლოცვითა შენითა პატიოსანო მამაო (სახელი), რათა იგი ღმერთ-მთავარი გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა და საუკუნესა სუფევასა ღირს-ვიქმნეთ დამკვიდრებად.

ჰოი ყოვლად-წმიდაო ქალწულო მარიამ, ყოველთა ანგელოსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა მივემთხვივნეთ მშვენიერებათა მათ ზეცისათა და გვირგვინშემოსილნი ვჰგალობდეთ საუკუნოდ.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი ყოვლად-ღირსო ღმერთ-შემოსილო მამაო (სახელი), ანგელთსთაებრ მგალობელო, ნათლის-მცემელისაებრ პატივ-ცემულო, ღირსთა შორის გვირგვინო, მონაზონთა წინამძღვარო, მამათა პატიოსნებაო, ქრისტიანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო, და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო.

ჰოი ყოვლად სანატრელო ღუთივ-სულიერო მამაო (სახელი), ვარსკულაო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგუფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა, და განანათლე კეთილ-მორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი. განაძლიერენ ღუთის მსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე, მამაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რათა ყოველნივე შეგვიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა.

ჰოი, ყოვლად-პატიოსანო მამაო წმიდაო (სახელი), მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგვიფარენ თაყუანის-მცემელნი ღუთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გვიხსენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისა. არამედ ევედრე ყოვლად-წმიდასა სამებასა, რათა მოგუმადლოს მშვიდობა და სიმრთელე, კაცთ-მოქალაქეობით სათნოყოფა, მართლმადიდებლობით განბრწყინვება, ქველის-საქმით განათლება, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, მართალთა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, და საუკუნო დიდება და სიხარული, რამეთუ მამასა ჰშუენის დიდება, ძესა მადლობა და სულსა წმიდასა თაყუანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

ხოლო ხატისა მისისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოველივე ხორციელი ნება დაუტევე და ღუთისა ნებასა შეუდეგ ყოვლად სანატრელო მამაო (სახელი), მადლი სათნოებისა ზეცით მოიღე, და ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოთა მოქალაქეობითა, და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ ღირსო, ვინაცა კადნიერება გაქუს მამისა მიმართ. ევედრე ყოვლად-სახიერსა ღმერთსა, რათა გვიხსნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.

დედოფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანთა ხატთა წმიდათასა, ხოლო მადლი მათი და წყალობა შენი თანა-მეყავნ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.