სავედრებელი პარაკლისი ღირსისა დედისა ჩუენისა საბიანასი
სამცხის ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვრისა

მღდელმან: კურთხეულ არსი.

უკეთუ ერისკაცია, იტყვის:  უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმაი 8

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაი, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო საბიანა.

დიდებაი... (ტროპარი, იგივე) აწდა...

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეთითა ღუაწლთა და შრომათაითა განაპოხე რაი სანთელი ქალწულებისაი, საბიანა, შეხვედ სასძლოსა საუკუნესა ბრძენთა მათ ქალწულთა თანა და უგალობ უფალსა ძლევისა გალობასა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა, ღირსო დედაო საბიანა, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაითა ღუაწლისმოყუარეობასა შენსა ვნატრიდეთ და ვაქებდეთ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ზღუდედ საღმრთოდ და სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მოგიგებთ შენ, დედაო, ყოვლად მხნეო, და არა დავსცხრებით ვედრებად შენდა, რაითა დაგვიცვა ყოველთა ძვირთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღიღე რაი შური საღმრთოი, წარმავალი ესე საწუთროი დაუტევე წარუვალისათვის ნეტარებისა, და შეუდეგ რაი ღვაწლსა მას ანგელოზებრივსა, მონაზვნად აღიკვეცე სამცხეს - ტაძრისის დედათა მონასტერსა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უხორცოთა მათ ანგელოზთა მოქალაქობასა ჰბაძვიდი რაი ხორცითა, ღამე ყოველ ხელ-განპყრობით ლოცვითა, ვედრებითა, მუხლთა დრეკითა და ცრემლთა დენითა აღასრულებდი მონებასა ზეციერისა უფლისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რბიოდი რაი სარბიელსა ღუაწლისასა, ნეტარო, ნიჭნი გულისხმის-ყოფისანი მოიხუეჭე მორჩილებითა და ლოცვითა მხურვალითა, ნეტარო, და ცნობად ძალსა მას წმიდათა წერილთაისა განიბრძვნე მადლითა საღმრთოითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი, ხმაი 8

გაქუნდა რაი სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და გული მწყალობელი, ყოვლითურთ საკვირვოი აჩვენე საქმენი, რამეთუ საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ უსწავლელთა ასწავებდი, და სწავლულთა განამტკიცებდი, ხოლო დანთქმულთა ღელვათა შინა ვნებათასა აღმოიყვანდი, და დანთქმადთა, ვითარცა ხელოვანი მენავეთმოძღვარი ზღვისაგან ამის სოფლისა დაუნთქმელად განარინებდი, აწ ჩუენცა განგვანათლენ, ღირსო, მოსავნი შენნი და მაქებელნი.

 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

აღხვედ რაი მაღალსა მას კიბესა წინამძღურობისასა, მადლითა ღმრთისაითა აღსავსეი ლოცვაი შენი, და სიტყუაი, და სწავლაი ექმნა საჭეთმპყრობელად და მმართებელ მონაზონთა და ერთა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიადი სიბრძნეი და ძალი მოგანიჭა რაი ღმერთმან, ერჩდი ნებასა მისსა, ღირსად სანატრელო, და კეთილად განაგებდი სამწყსოთა შენთა, მის მიერ რწმუნებულსა შენდა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ჰბაძევდი შენ სიმხნესა მას წმიდათასა, ღირსო, ჰბაძევდი სიყუარულსაცა მათსა, რომელი აქუნდა ურთიერთარს, და ხელთა წყალობისათა აღუპყრობდი ქურივ-ობოლთა და გლახაკთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იხილა რაი უფალმან სიწმიდეი სულისა შენისაი, მადლი გონების განხსნისაი და ყრმათა გულისხმისყოფისაი, ვითარცა სასყიდელი, უხუად მოგანიჭა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, წმიდაო, და მოგუმადლე ცვარი მადლისა შენისაი.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უფსკრულად მოძღურებათა გამოგაჩინა რაი ქრისტემან, მოგგურიდენ ყრმათა თვისთა დიდებულნი, ნეტრაო, რომელთაცა აღზრდიდი ღმრთისმოშიშებითა, და ასწავებდი, თუ ვითარ უხმთ ბრძოლაი ბოროტთა სულთა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი ბრძენ და საყუარელ, ღირსო, კეთილმსახურებითა გამოზრდიდი თეკლასა და ძმასა მისსა - ღირსსა გიორგი ათონელსა, აწ ერთობითა გვითხოვეთ ღმრთისა მიერ, რაითა ჩუენცა მოგვანიჭოს სიმრთელეი ხორციელი და სული სიბრძნისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ბრწყინევდი, ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა, და სამებისა ნათლითა ჰნათობდი რაი ქუეყანასა ჩუენსა, მონაზონთა გულსმოდგინებასა აღაორძინებდი, ღმრთივგანბრძნობილო, და მრავალთა აღადგინებდი ბაძვად სათნოებათა შენთა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამოსჩნდი შენ ნელსაცხებელად სულნელად მადლითა საღმრთოითა და სულნელ-ჰყავ ერი შენი სწავლითა, აწცა ნუ დაიდუმებ მოღუაწებასა ჩუენთვის ღმრთისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ფრთოვან ჰქმენ რაი გონებაი მოღუაწებითა მით ღმრთისა ნიჭთაითა, ყოველთა უჩვენე სიმაღლეი სიმდაბლისაი და ღმრთისად მიმყვანებელი გზაი იგი ხსნისაი და ცხორებისაი, აწ ჩუენცა განგვწმიდე ცოდვათაგან და აღგვჭურე მღვიძარებითა საღმრთოითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან სჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი

სათნოებითა იღუაწე, ვითარცა ქრისტეის მხევალმან კეთილადმძლემან, და გზასა მას მცნებათა მისთასა უძღოდი რაი შენდა რწმუნებულთა, ღირსო დედაო საბიანა, გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და მნათობად ქართველთა ერისა.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარებაი ლუკასი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ _ არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა ღირსისა დედისა ჩუენისა საბიანასითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: სათნოებამან შენმან და სიქველემან, ღმერთშემოსილო დედაო, მრავალნი აღძრნეს სიმხნედ და ბაძვად ახოვნებისა შენისა და სიწმიდისა, აწ გვითხოვე ქრისტეის მიერ შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და დაცვაი ერისა ჩუენისაი, სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მოსავთა შენთა წყალობაი.

 

მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდისა პატრიარქისა ევსტათი ანტიოქიელისა - ქართლის ეკლესიათა მაკურთხეველისაითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ-გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, და წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა, სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ღირსისა და ღმერთშემოსილისა დედისა ჩუენისა საბიანასითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ნაცვალად ედემისა სამოთხედ განღებულად აქუნდათ რაი სავანეი შენი დედათა, ღუარითა მით საშუებელთა შენთაითა აღვსებულნი გმადლობდენ და აკურთხევდენ უფალსა, ღმერთსა მამათასა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ნათელ-უცთომელ ექმენ რაი ცოდვისა წყუდიადითა დაფარულთა სულთა, გულის-თქმათა ნისლსა აოტებდი მათგან სწავლათა შენთა ნათლითა, და გამოსჩნდი, ვითარცა კანონ დედათა მოწესეთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განათლებულმან ბრწყინვალებითა მადლთა სულიერთა, ღირსო, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, განაპენ ზღუანი განსაცდელთანი, აწ ჩუენცა წარგვხადე ყოველნი სენნი და ბოროტის კვეთებანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო; გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო; გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წელნი ცხორებისა შენისანი განასრულე რაი კეთილად, სული შენი შეჰვედრე ქრისტესა, და დაგამკვიდრა სასუფეველსა თვისსა, ხოლო წმიდაი ნეშტი შენი, პატივითა დაკრძალეს სამარტვილოსა მას დედათასა, და ნაწილთა შენთა სამარხოი, ვითარცა წყაროი მადლთაი ეპყრა ქართველთა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დავიწყებისა მიზეზი არს სიკუდილი, არამედ ღუაწლი შენი მოიხსენა ღირსმან გიორგი `მცირემან~ `ცხორებასა~ მას გიორგი ათონელისასა, და აღგვძრა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა. მას ევედრე აწ, რაითა დაგვიფაროს ბრძოლათაგან ეშმაკისათა, საცთურთაგან ხორციელთა და შფოთთაგან სოფლისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

პატიოსანი სახსენებელი შენი დაუტევე რაი ერსა შენსა, ღუაწლი შენი განადიდა ეკლესიამან ჩუენმან, და გვიწესს ყოველთა შვილთა თვისთა ქებით შესხმად შენდა და გალობად ღმრთისა, აწ ვედრებად ნუ დასცხრები მისა მიმართ, რაითა წარგვიმართოს სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, ღმრთისმშობელო, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენი, არამედ ქრისტე ღმერთი სჯულისმდებელი, რომელი იგი უსჯულომან ერმან ჯუარს აცუა ხსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათაი. მოვედ, უბიწოო, ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

არაი მხოლოი მკვიდრ ხარ შენ ზეცისაი, არამედ მლოცველი და მსწრაფლშემწეი, და მფარველი ერისა ჩუენისაი, ამისთვისცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს ბოროტისა მახეთაგან და ყოვლისაგან საცთურისა.

ღირსო დედაო საბიანა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ძალითა ქრისტეისითა მორწმუნეთა მისთა შემწედ უძლეველად გამოსჩნდი, და შეწევნითა საღმრთოითა ჰკურნებ რაი სენთა და სალმობათა. აწ ჩუენცა მოგუხედენ ზეცით-გარდამო, სანატრელო, და გვიხსნენ სულიერთა და ხორციელთა უძლურებათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მაუწყებელ-არს მოღუაწებათა შენთა ტაძრისი, და ხმა მაღლად ჰქადაგებს ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გვითქმს მისლვად წმიდასა მას სავანესა, აღმოაცენებს რაი მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვადგინებს დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი სჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

 

ღირს არს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმან აკმიოს.

 

მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:

შემოკრბით, ჰოი, მონაზონნო, სამღდელოთა და ერთა თანა, რაითა შესხმითა სულიერითა შევამკობდეთ სანატრელსა დედასა ჩუენსა საბიანას, სამცხის დედათა სავანისა კეთილად განმგებელსა მოღუაწესა, და ვაქებდეთ განმაძლიერებელსა მისსა, ქრისტესა, რომელმანცა მოანიჭა ესევითარი დედაი და მსწრაფლ-შემწეი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა.

ჰოი, მადლთა შენთა სიმრავლესა, დედაო რომელმან დიდებულად შეამკევ ივერთა ეკლესიაი ცხორებისა შენისა ბრწყინვალებითა, აწ გვიმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტთა საქმეთა ჩუენთათვის და გვიხსნნას გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და ურვათაგან.

აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკვირველსა, ღირსო დედაო საბიანა, რამეთუ იყავ ჭეშმარიტი დედაი ყოველთა შენდა მოლტოლვილთა, და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათვის შენისა და კეთილად წარმართებისათვის მისისა, აწ კუალად შეგვავედრე სახიერებასა მისსა, რაითა მოგვანიჭოს განცდაი თვისთა ცოდვათაი, და ვითარცა უძღებნი შვილნი, უკუნ-გვაქციოს წიაღთა მამისა ჩუენისათა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და სამწმიდაარსობითა ვაქებდეთ ღმერთსა:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლად დიდებულო და ღუაწლითა განბრწყინვებულო დედაო საბიანა, დიდო წინამძღვარო ტაძრისის სავანისაო, და მკვიდრო ზეცისა სასუფეველისაო, სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და განმანათლებელო და მფარველო ერისა ჩუენისაო; მწეო და კანონო მონაზონთაო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, მონაზონთა და მოღუაწეთა სიქადულო, ღმრთივგანბრძნობილო დედაო საბიანა! რომელმან ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და სათნო-ეყავ ზეცათა მეუფესა, აწცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოისა გულისხმის-ყოფისაითა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და დაგვიცვას მტერისა საფრხისაგან, ძმათა შუღლისა და ეშმაკთა მძლავრებისაგან. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ-ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, დედათა შორის მოძღურებათა სიმაღლითა განთქუმულო და მოღუაწებითა საკვირველო, ყოვლად ნეტარო დედაო საბიანა! რომელთა გვიპყრიეს საჭურველად მტკიცედ სახელი შენი და პატივ-ვჰსცემთ ხსენებასა შენსა განათლებულსა, აწ შეგვავედრე იესუს, უფალსა ჩუენსა და მაცხოვარსა, რაითა მოგუანიჭოს მრავალ-ჟამ კეთილ-სუფევით ცხორებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა დედისა ჩუენისა საბიანასითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატის მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ზეგარდამოითა ნათლითა ჰბრწყინავ, ჰოი, დედაო საკვირველო, და საღმრთოითა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, რომელნი ესე პატივს-გცემთ და გევედრებით, ყოვლად ნეტარო საბიანა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა სულნი ჩუენნი იხსნნეს მონებისაგან ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა, ხოლო ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვარინოს საუკუნეთა მათ მწარეთა სატანჯველთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მოგუხედენ სარწმუნოებითა შევრდომილთა და სურვილითა ამბორის-მყოფელთა, ღირსისა დედისა ჩუენისა საბიანას ხატისასა, რაითა მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ავტორ შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი