პარაკლისი სვეტისა ცხოველისა და კვართისა საუფლოჲსა [1]

მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცსოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრენ ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (სამგზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიჴსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩეენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან; ამინ.

მღუდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყნად ცხოვრებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთა და ვიწურთით ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი და სული ჩეში, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ: მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავლე მე, რაჲთა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობათ მისი.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე და განსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა; ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კათოლიკე იკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა; ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კათოლიკე იკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა; ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა სუეტისა წმიდისა

გალობა 1, ძლისპირი

ზღუაჲ უვალი, რომელი მყარ-ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა, გამოუთქუმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელთა და რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობაჲ.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

აღაღე პირი ჩემი და აღავსენ იგი მადლითა, რაჲთა აღმოვთქუა სიტყუაჲ, სიტყუაო მამისაო, მხოლოდ შობილო, ჯეროვანი და ღირსი, შესხმად საყდრისა შენისა და სუეტისა ცხოველისა.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

შემოკერბით დღეს, კრებულნო, მორწმუნეთა ერნო, და ქებით უგალობდეთ დღესასწაულსა ამას ყოვლად ბრწყინვალისა სუეტისა მის წმიდისა და ნეტარისა, დღესასწაულსა ყოვლად განათლებულსა, რომლისა მიერ იქმნა ცხორებაჲ ჩუენი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სუეტო ყოვლადწმიდაო, ნათელო და ბრწყინვალებაო და მზეო დაუვალო, რომელი ჰნათობ სულსა და გონებასა შინა მორწმუნეთასა, რომელნი აღგიარებთ სასოდ და სარწმუნოებით თაყვანის-გცემთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

სასაკუმევლე ოქროჲსა და ტაკუკი მანანაჲსა მის და კუერთხი აჰრონისი მოასწავებდა შენთჳს და კიდობანი სიტყუათა მათ საღმრთოთა სახე-გექმნებოდა შენ, დედაო ღმრთისაო.

 

გალობა 3, ძლისპირი

ბუნებით ლმობიერ ექმენ, მჴსნელო, ბუნებასა ჩუენსა უძლურსა, რომელიცა შეიმოსე და ღმრთეებით განაძლიერე; ვღაღადებთ: არა არს წმიდა შენებრ, კაცთმოყუარე.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

ცათა მობაძავსა საყდარსა, რომელსა საშუვალ საშოჲსა სუეტი უპყრიეს ძუძუდ და უშურველად წარმოგჳცენებს მიჰრონსა წმიდასა სახედ სძისა, ამას უგალორდეთ და ვაქებდეთ.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

სუეტო ბრწყინვალეო და ნათელო, ნათლითა შენითა შეგუზღუდენ შვილნი შენნი, რომელნიცა გარე-მოდგომით უპირობთ გალობასა და შესხმასა საღმრთოსა შუენიერებისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ეჰა გოდოლი სანატრელი, რომელსა გარეშეუცავს ნათელი და ბრწყინვალებაჲ დაუფარავი ნივთთაგან სიბრძნით და ღმრთივ-შუენიერად ნამუშაკევი ძისა ღმრთისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

დედაო და ქალწულო, ნათელო ნათლისა სუეტსა მსახებელო, ხოლო სუეტად სახელდებულო, რომელსაცა შიშით გადიდებენ ქერობინნი და ჩუენცა მათ თანა ძრწოლით გიგალობთ და გაქებთ დაუცხრომელად.

 

მოიხილე ჩუენ-ზედა, სუეტო ყოვლადბრწყინვალეო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი. 

გვიჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობვლო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მღუდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა ილიასათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ყოვლადსამღვდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღუდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და სამონაზნო წესთათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა ლა ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.

უფალო, შეგეიწყალენ (სამგზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

 

წარდგომაჲ დ

მოიწია სიხარული და დიდებაჲ ყოვლისა სოფლისა, რამეთუ წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ განაცხრობს შჳლთა თჳსთა და დღესასწაულსა სუეტსა ცხოველისასა შეჰმზადებს და წმიდა მიჰრონსა უჴუად განუყოფს ყოველთა და უკუდავებისა სანუაგითა ისტუმრებს, რომელთა სასოებადა სარწმუნოებაჲ მტკიცე და შეურყეველი უპყრიეს, რაჲთა მისითა მეოხებითა მოგუანიჭოს ღმერთმან სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

გალობა 4, ძლისპირი

იხილა რაჲ ეკლესიამან მზე სიმართლისაჲ ჯუარსა ზედა ამაღლებული, დასდგა იგიცა წესსა ზედა თჳსსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდება ძალსა შენსა, უფალო.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

დედაჲ იგი სანატრელი, რომელსა ქრისტემან ღმერთმან მიანიჭა მოციქულებაი და ღირს იქმნა უხილავისა სუეტისა ამაღლებასა საკჳრველსა და კუალად შთამოსლვასა.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

ჰოი, სანატრელო სუეტო, უცხოდ ხილულო წმიდისა დედაკაცისაგან, ზეცისა ჰაერთა აღმაღლებულო და კუალად ღმრთისა მოწყალებითა მოწევნით ჩუენ-თანა გებულო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სუეტად ნათლისად ყოვლად ბრწყინვალედ ქადაგებლო და მოსწავებულო წმიდაჲა მამათა და წინაჲსწარმეტყუელთაგან, დედოფალო წმიდაო, ღმრთისა დედაო, მეოხ გუეყავ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა იპოვე დადგრომილი ქალწულადვე, ამისთჳს სარწმუნოებით ღმრთისმშობლად აღგიარებთ დაუდუმებელითა ბაგითა.

 

გალობა 5, ძლისპირი

შენ, უფალო, ნათელი ხარ, მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანისგცემთ შენ.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

შენ ხარ სუეტი ნათელი ნათელთაგანი, რომელი ელვებრ ჰკრთებოდა იორდანეს და თაბორს, მწამებელად ძესა ღმრთისასა.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

სახედ შენდა ნათლისა სუეტი გამოაჩინა, ნათლისა სუეტო ქალწულო, შენგან ტჳრთულმან ღმერთმან, ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ მის-თანა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ ხარ ნათელი და ბრწყინვალებაჲ გამოუთქუმელი რომელი სამყაროსა და მზესა მძლე ექმნები, სუეტო ცხოველსმყოფელო, დაგჳცვენ თაყუანისმცემელნი შენნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

შენ საჭურველი ხარ, უძლეველო ღმრთისმშობელო, წყობასა მტერთა ჩუენთასა შეუძრველად დაგჳცვენ მოსავნი შენგან შობილისანი.

 

გალობა 6, ძლისპირი

შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვათა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ, ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაჲცა ჩემი, მოწყალეო.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

ძუელნი და მამულნი იგი სჯულნი და ბომონთა ნაგებნი შეგუეცვალნეს საკჳრველად და მათ წილ მოგვაქუს წმიდაჲ საყდარი და მიჰრონი და სუეტი ცხოველი სასოდ ჩუენდა.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

ეჰა საღმრთოი შეცვალებაჲ ესე: საყდარი არმაზის წილ და მიჰრონი ნაგებთა წილ, ხოლო ბომონთა - სუეტი წმიდაჲ ცხოველი მოგუანიჭა ძემან ღმრთისამან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქუეყანით ზეცას მიწევნილო და ზეცას დამკჳდრებულო, ხოლო ჩუენ-თანა მარადის მყოფო სუეტო ცხოველო, დედოფალო წმიდაო, მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

იქმნა საშო შენი, ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუტევნელსა მიუწდომელად, რომელსაცა დასები უსხეულოთა ვერ იკადრებენ თუალითა ხილვად.

 

მოიხილე ჩუენ ზედა, სუეტო ყოვლადბრწყინვალეო და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

გვიჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა მძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მღუდელმან: უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

იბაკო, ხმაჲ 8.

ზეშთა მბრძოლო და შემწეო უძლეველო, სუეტო წმიდაო და ღმრთივბრწყინვალეო, რომელი ჰნათობ საუფლოსა და ზეგარდამო ქსოჲლსა კუართსა ზედა და ელვებრ აკრთობ ცათა-მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა მედღესასწაულეთა თჳსთა განაშუენებ და ცისკროებ და სიხარულთა მრჩობლთა მიანიჭებ, რომელნი ქებასა შეგასხმენ: გიხაროდენ, სუეტო ცხოველო.

სიბრძნით.

წარდგომა, ფსალმუნი დავითისა

ხმაჲ 1.

სუეტითა ღრუბლისაჲთა ეტყოდა მათ, რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელი მოსცნა მათ.

მუხლი - უფალი სიონი დიდ არს და მაღალ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ.

მღუდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

მღუდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.

ყოველი სული აქებდით უფალსა.

ყოველი სული.

აქებდით უფალსა.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა.

იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

მას ჟამსა შინა იყო ვინმე ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ, ესე მოვიდა ღამე იესოსა და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად: რამეთუ ვერვის ჴელეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მისთანა. მიუგო იესუ და ჰრქუა: ამინ! გეტყჳ შენ: უკუეთე ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად, ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისა შესვლად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამინ! ამინ! გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორც არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ... და დასასრულსა მას დიდისა დღესასწაულისასა დასდგა იესუ და ღაღადყო და თქუა: უკუეთუ ვისმეს სწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სუემდინ, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან სდიოდიან წყლისა ცხოველისანი. ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იეო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ; რამეთუ არღა მიცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ... ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყუეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი; ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად, თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი და თავისა მათისა და კუართსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მოციქულისა და ქალწულისა ნინოჲსითა და მადლითა სუეტისა ბრწყინვალისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.

მთავარნი ანგელოზთანი, დღეს ქუეყანისა-თანა ძნობენ ბრწყინვალედ და ოჴრიან ხმა-ტკბილად დიდებასა და ქებასა სუეტისა მის წმიდისა და ნეტარისა დღესასწაულისა ყოვლადქებულისა, რომლისა მიერ იქმნა გამოჴსნაჲ ჩუენი.

 

მღუდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტიანეთა მართლმადიდებელთაჲ და გარდამოავლინე ჩუენ-ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მკუდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯუარისაითა, ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწვინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა, მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისაითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდათა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სვიმეონ კანანელისა, ბართლომესი და თადეოზისა და წმიდათა მოციქულთა-სწორისა ქალწულისა ნინოჲსა, ქართველთა განმანათლებელისაჲთა; მეფისა მირიან და დედოფლისა ნანაჲსითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღვდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოანე ოქროპირისა, წმიდისა მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისა და წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, მამამთავართა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაჲ არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსი და მღვდელთმთავართა: ისე წილკნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, იოსებ აბბა ალავერდელისა, ნეოფიტე ურბნელისათა, საბა იშხნელისაჲთა, იოანე გუთელისაჲთა; წმიდათა დიდებულთა და კეთილად-მძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევამოსილისა გიორგისა და წმიდათა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო თბილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, პროხორე ქართველისა, ერისთავთა: კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარისაითა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესა და კონსტანტინე მთავრისა და ღუაწლისმძლეთა მეფე-დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და კეთილმორწმუნისა დედოფლისა დინარაჲსითა, წმიდათა კეთილმორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანესათთა და თამარისათთა; ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მსოფლიოთა მამათა და ღირსთა მამათა ჩუენთა: იოანე ზედაზნელისა, ანტონ მარტყოფელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა, თადეოზ სტეფანწმიდელისა, პიროზ ბრეთელისა, ზენონ იყალთოელისა, მიქაელ ულუმბოელისა, ისიდორე სამთავნელისა, სტეფანე ხირსელისა, გრიგოლ ხანძთელისა, ზენონ სამცხელისა, ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გაბრიელ, იოანე, ექვთიმე, თორნიკე-იოანე და გიორგი მთაწმიდელთაჲთა: ეფრემ მცირისა, არსენ იყალთოელისაჲთა; იოანე ჭიმჭიმელისა, აბიათარ მღდელისა და სიდონიაჲსითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაჲთა იოაკიმ და ანნასითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღუდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

 

გალობა 7, ძლისპირი

საჴუმილსა შინა აბრამეანნი, ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი, საღმრთოთა შჯულთათჳს შეითხინნეს და ალსა შინა ღაღადებდეს:

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

საჴუმილსა შინა ჯოჯოხეთისასა პირველ მიმავალნი მოწყალებათაგან გამოჴსნილნი ვღაღადებდეთ და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

არმაზისა ბომონსა პირველ ყრმანი დაიკლვოდს და ტიროდეს; ხოლო აწ სუეტსა წინაშე ემბაზსა შინა ნათელიღებენ და ღაღადებენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყრმათა ბაბილონს ცეცხლი შემაცურეველი, ვითარცა წყალი სახედ სუეტისა განანათლებდა და უვნებელობისა სულითა იტყოდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გიხაროდენ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, უბიწოო, სუეტო, სიმტკიცეო ჩუენო, ელვისსახედ განმანათლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩუენისაო.

 

გალობა 8, ძლისპირი

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იჴსენ, რაჟამს იგი სახმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, გაქებთ და გადიდებთ, რომელმან ღირს-გვყვენ ამის წმიდისა დღესასწაულისა მოწევნად და მხიარულ-ყოფად სულთა და გონებათა ჩუენთა.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

გიხაროდენ, სუეტო, რამეთუ ჴორცთა სცავ განსაცდელთაგან, ხოლო სულისა ნათელსა საცნაურ-ჰყოფ ემბაზისა და მიჰრონისა მიერ, და ჩუენ დაუცხრომელად თაყუანის-გცემთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გიხაროდენ, სუეტო, რამეთუ ელვებრ ჰბრწყინავ შორის ცისა და ქუეყანისა, და სიყუარულისა მიერ შეგიკრვიან და შეგიერთებიან ზეცისა და ქუეყანისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მორწმუნეთა ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყუანის-სცემს მართლაღსარებით დღეს და ესრეთ უღაღადებს და იტყჳს: აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ძლისპირი.

ლოდი საკიდური უჴელოდ გამოეკუეთა შენგან, მთაო გამოუკუთელო ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელო ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით ჩუენ, მორწმუნენი, ღირსად გადიდებთ.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

ლოდი ნათლისაჲ, უჴელოდ დამოკიდებული ჰაერთა, უხილავად მდგომარე არს და ანგელოზნი კაცთა თანა უგალობენ დაუდუმებელად: დიდებაჲ სუეტსა, სასოსა ჩუენსა.

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

საყოფელო სახლო წმიდაო დიდებისა ღმრთისაო, ეჰა, დიდადშუენიერებასა სიწმიდისა შენისასა, რამეთუ სუეტი შენითურთ გვახარებთ შვილთა თჳსთა და გუფარავთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სუეტო ჩუენო და ნათელო, დედაო ძისა ღმრთისაო, რომელმან ძუძუთა თჳსთა მიერ იესუ ღმერთი აგემე, ეგრე სახედვე სუეტისა მიერ მიჰრონსა ჩუენცა გუაგემებ შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სარწმუნოებით აღგიარებთ დედად ღმრთისა ჩუენისა, ღირსო, და წმიდად ქალწულად გქადაგებთ, ქრისტესა ძესა შენსა ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნეს მტერისაგან მადიდებელნი შენნი.

 

ღირს არა ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

ხმა 4.

დღეს ბრწყინვალედ გამოგჳჩნდა წმიდაჲ და ყოვლადქებული დღესასწაული სუეტისა ცხოველისაჲ, რომლისა მიერ ვიგემებთ ჩუენ სულთა საცხორებელთა სიტკბოებისა წყაროსა მიჰრონსა უკუდავმყოფელსა და ღმერთმყოფელსა, მაუწყებელსა ჩუენდა მერმისა მის სუფევისა და შუებისა უოხჭნოჲსა სიყუარულისა.

ყოველნი მოვედით ჩუენდა, ნათლით შემოსილნი ერნი, კათოლიკე ეკლესიისა შვილნი, რომელთა მიგიღებიეს ნიში ნათლისღებისაჲ და ურთიერთას ძნობდით და უპირობდით, რამეთუ დღესასწაულსა ჰყოფს და განაცხრობს ერთობით შვილთა თჳსთა, რომელნიცა აღმოიშვნეს ემბაზსა მას უკუდავმყოფელსა.

მოიწია სიხარული, მოიწია აწ ცხორებაჲ, მოიწია ყოვლისა სოფლისა განათლებაჲ, რამეთუ სძალი ქრისტეს ღმრთისაჲ წმიდაჲ და ღმრთივბრწყინვალე კათოლიკე ეკლესიაჲ განგჳმზადებს ჩუენ ქორწილსა არა ჴორციელსა, არამედ ზეციერსა, უკუდავსა, და სამარადისოსა შუებასა, რომელსა შინა ვმოხარულობდეთ.

დღეს ძჱ ღმრთისაჲ ზეშთაბრწყინვალესა და სანატრელსა სიხარულსა საკჳრველსა შეუმზადებს სძალსა თჳსსა ეკლესიასა, რომელსა საშოსა შინა თჳსსა წმიდად ლამპრად უპყრიეს სუეტი ცხოველი და ჰკრთების ელვებრ და ჰნათობს ყოველსა სოფელსა და კიდეთა ქუეყანისათა ახარებს და ჩუენ, შვილნი ეკლესიისანი, ძალთა თანა ზეცისათა უღაღადებთ და ვიტყჳთ: ოხითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და სუეტისა ცხოველისაჲთა, ღმერთო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (სამგზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ: უფალო, გვიჴსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩეენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან; ამინ.

 

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უშჯლოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და გვიჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შეგვიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთშენ ხარ ცხოვრებაჲ ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

მღუდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღუდელმან: მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

 

ლოცვა სავედრებელი სუეტისა წმიდისა

ჰოი! ყოვლადწმიდაო სუეტო ბრწყინვალეო, ჰაერთა შორის დამოკიდებულო, ხელთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაჲთა, ყოვლისა საქართველოჲსა სიქადულო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქართველთა შემწეო და შესავედრებელო. ჰოი! ყოვლადბრწყინვალეო, ნათლითა საღმრთოჲთა ალესილო სუეტო წმიდაო, საფარველითა და მადლითა შენითა დაიფარე ღმრთივდაცული ერი ჩვენი, უწმადესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია და ყოველი სამღუდელო და სამონაზნო მწყობრნი და ყოველი ქრისტესმოყუარე მხედრობაჲ და კეთილისმყოფელნი ჩვენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი მადლითა შენითა დაგვიფარენ, გევედრებითმ საუნჯეო უსასყიდლოჲსა კუართისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო. შეგვჭურნენ ჩვენ შენმიერითა ძლევითა ხილულსა და უხილავსა მტერსა ზედა. ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო სუეტო წმიდაო, მადლითა შენმიერითა აღმომიყვანენ მღჳმით ქუესკნელით ცოდვათა ჩვენთასა და გვიჴსენ ჩვენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედამოსლვისაგან უცხოთესლთასა და ტომისაგან ბრძოლისა და უცნაურად სიკუდილისაგან და ქარისა და ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგვეც, სუეტო ყოვლადბრწყინვალეო და კუართო საუფლოო, მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა და განანათლენ გონებანი ჩუენნი და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაჲთა ვსცხონდეთ და ღირს-ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი ესე სასუფეველსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანადაუსაბამოით მამით მისით და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღუდელმან: სიბრძნით.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, გვაკურთხენ.

მკუდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებისა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა: პატიოსნისა, დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა; მღვდელთმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნასითა და ყოველთა წმიდათა გვიწყალნეს და გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

ამინ!

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

 


[1] პარაკლისის ტექსტში შეტანილია ნიკოლოზ გულაბერისძის საგალობლები.