ლოცვა პატიმართათვის

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან წმიდა მოციქული შენი პეტრე ჯაჭუთა და საპყრობილესაგან უვნებელად განათავისუფლე, მდაბლად გევედრებით, მოწყალებითა შენითა მიიხვენ ლოცვაჲ ესე, საპყრობილესა შინა შთაგდებულისა, მონისა შენისა (სახელი) ცოდვათა შენდობისათვის, და ლოცვითა მისითა, ვითარცა კაცთმოყუარემან, ყოვლად-ძლიერითა მარჯუენითა შენითა ყოველთა ბოროტთა გარემოდგომილებათაგან იხსენ და საპყრობილესაგან განათავისუფლე.