წმ. შიო მღვიმელის ლოცვები

„კურთხეულ ხარ შენ ყოვლად წმიდაო ღუთის მშობელო ქალწულო დედოფალო მარიამ, რამეთუ განხორციელებითა შენგან ქრისტეს ღუთისათა, სოფელი განთავისუფლდა ცოდვისაგან და ყოველნი ზიარ ვიქმნენით ანგელოზთა და უხრწნელებასა ღირს ვიქმნენით და სამოთხე მოვიღეთ, შენ გევედრებით დედაო ნათლისაო დიდებულო, ნათლისმცემელისა იოანეს თანა დიდებულისა, მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე სამებისა წმიდისა ჩუენთვის, რომელნი ესე ვითხოვთ შენგან წყალობასა.“

„გარეშეუწერელსა და უცვალებელსა სამებასა სამგუამოვანსა, დაუსაბამოსა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა ერთღუთაებასა განუყოფელსა და შეურევნელსა, გევედრებით უღირსნი ესე მონანი შენნი და თაყუანისგცემთ. სახლი ესე სიწმიდისა შენისა დაიცევ უკუნითი უკუნისამდე და საკურთხეველი ესე, რომელ მოგუმადლე, მადლითა შენითა დაიცევ ყოვლისავე კუჱთებისაგან დაურღუჱვალად ძვრისაგან დანთქმისა და ცეცხლისა და ზედა მოსლვისაგან სულთა უკეთურთასა და მათგან აღძრულთა ბარბაროზთა, მეოხებითა უქორწინებელისა ღუთისმშობელისათა და დიდებულთა ანგელოზთათა და წმიდისა ნათლისმცემელისათა, სიმრავლესა თანა ყოველთა წმიდათა შენთასა და გუაცხოვნენ ჩუენ უფალო სახიერო, ალლილუია.“

„ჰოი! იესო სახიერო და კაცთმოყუარეო, რომელი იშევ წმიდისა ქალწულისა და ღუთის მშობლისაგან, რათა აცხოვნნე შეცდომილნი ეშმაკისაგან და გამოიხსნე მოსავნი და ღუთად და ხორც შესხმულად აღმსარებელნი შენნი მანქანებათგან მისთა. შენ მეუფეო უფალო! მომეც მე უღირსსა ამას მონასა შენსა მოთმინებით დადგრომა ადგილსა ამას შინა, რათა სათნოდ შენდა აღვასრულნე ნეშტნი ესე დღენი ცხოვრებისა ჩემისანი და ღირს მყავ მეცა სხუათავე თანა შენ მიერ შეწყალებულთა ხილვად კეთილთა მათ საუკუნეთა, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედოფლისა ჩუჱნისა უბიწოისა დედისა შენისათა და დიდებულთა წმიდათა მოციქულთათა და წმიდისა მამისა ჩუენისა იოანესითა.“

„ჰოი! უფალო დიდებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო, იყავნ სახელი შენი კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ დიდებულ არს წყალობა შენი ჩუენ ყოველთა ზედა, ვინათგან კაცთაცა და საცხოვარსა აცხოვნებ, შენ უფალო სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, რომელმან ჯერ იჩინე ჩემიცა უღირსისა და უნდოსა ზრუნვა, ვინაცა ყოვლისა თვისვე ვმადლობ სახიერებათა შენთა, რომელი არა დამიტევებ მე ცოდუილსა ამას და უხმარსა მონასა შენსა.“