წმიდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი (+1125)

ტროპარი: საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: ზესთა მბრძოლისა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილ-მსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი სამწყსოისა მისისა ერნი და ქალაქნი, შორის ხმისა, გვირგვინსა შეუთხზვიდეთ, განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო, მფარველო ჩუენო.

 

ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI)

ტროპარი: ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა, და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით სთესე, და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი, ჰოი დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო, და მეოხო სულთა ჩუენთაო.

ტროპარი: საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.

კონდაკი: შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან, ნერგნი სიტყვიერნი, რომელთათვის ოხასა ნუ დააცადებ, დავით სანატრელო.

 

წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე (+740)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, დავით კონსტანტინეს თანა ღუაწლთა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშჳთ სულნნელებასა ყოველთა კიდეთა, და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით უძლეველობითა გჳრგჳნოსანო, და კონსტანტინე ჭურო სიმჴნისაო, მაქებელთა თქუენთა სამმღელვარენი განსაცდელნი გარე-წარხადენით, და ოხითა თქუენითა მომადლეთ მშჳდობაჲ სულთა ჩუენთა.

 

ღირსი დავით თესალონიკელი (დაახ. 580)

კონდაკი: ვითარცა რა მტილმან მარადის აღყუავებულმან, სათნოებათა ნაყოფნი გამოიხვენ შენ და გამოსჩნდი თავსა ზედა ხეთასა მსგავსად სირთა მხმობელი კეთილად, ხოლო უფროის სამოთხისა ხე იგი ცხოვრებისა უფალი გულსა შინა შენსა შეიწყნარე, რამეთუ მოიმუშაკე ღმრთივგონიერებაი, რომლითა გვზრდი ჩუენ მადლითა მარადის; ევედრე ჩუენთვის, ყოვლადსანატრელო დავით.

 

ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო (IV-V)

კონდაკი: მარხვითა განბრწყინვებულსა, ვითარცა მნათობსა და მწვალებელთა სარწმუნოებად მომაქცეველსა, ღირსად ვაქებთ ისააკსა, დალმატის თანა და ფავსტოსსა, ვითარცა ქრისტეს სათნოთა, რამეთუ მას ევედრებიან ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)

ტროპარი: წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთ მოქმედნო, კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ.

კონდაკი: რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხვენით, და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღეჲ დააცხრვეთ, სოფლის მკურნალნო საკვირველებათა მიერ.

 

წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე,
სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (+307-309)

კონდაკი: წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისათვისცა დაიმკვიდრეთ საუკუნო დიდება და მარადის ევედრებიტ ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.

 

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე (+306)

ტროპარი: შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა სოფელმან თესალონიკემან, ღვაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო, რომელმან ამპარტავნებაი უსჯულოისა ლეოსი დაამხუ, და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა ღმერთშემოსილო, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: სისხლთა შენთა ნაკადულითა დიმიტრი, ეკლესია ღმრთისა პორფიროვან-ჰყავ, რომელმან მოგცა შენ ძლევაჲ უძლეველი, დაიცევ ქალაქი შენი უბრძოლველად, რამეთუ შენ ხარ სიქადულ მისსა.

 

ღირსი დიოსი (+დაახლ. 430)

კონდაკი: სიწმინდითა სულისათა საღმრთოდ შეიჭურე და დაუცხრომელი ლოცვაი, ვითარცა რა ლახვარი, ხელთ იდევ, განგმირე ეშმაკთა ბანაკნი, საკვირველმოქმედო მამაო ჩუენო დიოსი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათავის.

 

ღირსი დოდო გარეჯელი (VI)

კონდაკი: სიყრმე უსრული სიჩჩოსა ასაკ სრულ სიბერედ იხსენ და დანერგენ შორის შენსა ღუაწლნი მამათანი, რწყულნი იგი მათ მიერ მდიდრად ცრემლითა, და შენდა რაევე უდებ-ჰყავ ნამცნებანი მათნი, და გამოგვიჩნდი შვილთა ეკლესიისათა მფარველად, თანამოდასეო ზეცისათა მატ ძალთაო და თანამოკარვეო დავით გარეჯელისაო, სრულებაო მამათაო, ღირსო დოდო.

 

ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)

ტროპარი: მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმინდენ, ყოვლადსანატრელო, და კვალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.

კონდაკი: შეაიწრენ ხორცნი შენი და განიძარცვენ ქუეყანანი ზრახვანი, ღირსო მოწამეო დომენტი, და გამოსჩნდით დიდად წინამძღურად მონაზონთა, და არა შეუშინდი მეფისა გულისწყრომასა, რომელმან არა ინება თაყუანისცემაი ქრისტესი; ამისთვის აღესრულე ესრეთ მღაღადებელი: ვითარმედ ღმერთი არს ჩემ თანა და ვერ ვინ შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე,
კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი,
იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.

 

მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)

კონდაკი: სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებიოთა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვის ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.

 

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი
ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305)

კონდაკი: სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.