კვირიაკე უძღები შვილისა

უქმსა მას ქვეყანასა ვსცხოვრობდი, და დავსთესე სიმრავლე ცოდვათა, ხოლო მანგლითა მოვიმკე წველი მცონარებისა, და შევკარ იგი მჭელეულად უდებებითა ჩემითა, რომელმან არა კალოსა ზედა დავფინე სინანული, არამედ განვაბნიე იგი; შენ გევედრები პირველ-საუკუნეთა შემოქმედსა ღმერთსა ჩვენსა, რათა სახიერებითა მით მოწყალებისა შენისათა სინანული მომანიჭო და განიდევნოს ნისლი ცოდვათა ჩემთა, და მომადლო სულსა ჩემსა მოტევება ცოდვათა ჩემთა, რათა ზეცათა სასუფეველსა შენსა დამამკვიდრო მე, საუკუნოსა მას ცხოვრებასა და მაცხოვნო მე.

განვიცადოთ, ძმანო, და ვიხილოთ საიდუმლოსა ამის ძალი, ვითარმედ ცოდვისაგან შეპყრობილი უძღები იგი შვილი, და კვალად მოქცეული მამულისა მიმართ, მირბიოდა ყოვლად-სახიერისა მამისა მიმართ, და მამა იგი მოწყალე წინა მიეგებოდა ამბორებად, რათა პირველი იგი დიდება შემოსოს და მიანიჭოს; და საიდუმლო მაღალი აღასრულოს შვებით, რომელმან დაკლა ზვარაკი ჭამებული, რათა ჩვენცა ღირსებით მის-თანა ვმოქალაქობდეთ, რომელიცა დაიკლა კაცთ-მოყვარებისა-თვის. მაცხოვარო სულთა ჩვენთაო, შეგვიწყალენ ჩვენ.

ჰოი მე რაოდენთა კეთილთაგან დავაკლე თავი ჩემი. ეჰა ვითარისა შვებისაგან განვვარდი უბადრუკი, და სიმდიდრე, რომელი მომეღო, განვაბნიე, და გარდავხედ მცნებასა. ვაჲმე, საწყალობელო სულო, რამეთუ მწარედ დასჯად ვართ ცეცხლსა მას შინა საუკუნესა. აწ უკუე პირველ სიკვდილისა ხმობდ უფლისა მიმართ და უღაღადებდ ცრემლით და სულთქმით: ვითარცა უძღები იგი შვილი შემიწყნარე აწ, მამაო სახიერო, და შემიწყალე მე.

მამული სიმდიდრე განვაბნიე უძღებმან, და უსიტყვთა თანა ძოვნად დავისაჯე მე საწყალობელი ესე, და საზრდელისა მათისა გული მითქმიდა, და სიყმილი მწარედ განმლევდა, ამის-თვის მეცა მოვიქეც შენდა მამაო მოწყალეო, და ტკბილო და ცრემლით გიღაღადებ: შემიწყნარე შენდავე მოქცეული და მყავ მე, ვითარცა ერთი მორეწეთა შენთა და მუშაკთა, რომელი კაცთ-მოყვარებასა შენსა ვევედრები და სულ-თქმით შეგივრდები.

მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით, და რომელი იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაცა ხმასა მას უძღებისასა შევსწირავ შენდა: ვცოდე წინაშე შენსა მამაო მოწყალეო, შემიწყალე მონანული, და მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი.

უძღებისა ხმასა შევწირავ შენდა, მეუფეო: ვსცოდე წინაშე შენსა სახიერ, და განვაბნიე სიმდიდრე მადლთა შენთა. არამედ შემიწყალე მონანული მაცხოვარ, და მაცხოვნე მე.

ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა მოსრულ-ვარ მოწყალე, რომელმან ცხოვრება ესე ჩემი და სიმდიდრე ყოველივე განვაბნიე უწესოჲსა სლვისაგან, რომელიცა მომეც მე მამაო, არამედ შენდავე მოვივლტი მე მონანული ღმერთო ჩემო, და შემიწყალე.

სიმდიდრე მამულთა მათ კეთილთა განვლიე უბადრუკმან, და ოხერ-ვიქმენ ფრიად საწყალობელი, და ბოროტთა მოქალაქეთა სოფელსა დამკვიდრებული, ტყვეობითა და სიყმილითა გავკფდი, და ვერღარა ვიტვირთე ბოროტი ესე უსაზომო, მოვიქეც შენდა სახიერისა მამისა და ვღაღადებ ცრემლით და გოდებით: ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა მოწყალეო, და არა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა; არამედ მყავ ვითარცა ერთი შენთა მუშაკთაგანი, და შემიწყალე მე.

ნუ დამაგდებ ტკბილო მამაო, რომელი განგეშორე შენგან, ნუცა უცხო-მყოფ საფარველისაგან შენისა, რამეთუ მტერმან ბოროტმან განმაშიშვლა უწყალოდ და მიმპარნა სიმდიდრენი მადლთა შენთა ღვთივ-ბრწყინვალეთანი, რომელინი მოგენიჭნეს. ხოლო აწ მიცნობიეს ესე და ვხმობ შენდავე მოქცეული სულთქმითა და ტირილითა: მყავ სახიერ ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი; რომელმან ეგე ჩემთვის უხრწნელნი ხელნი ჯვარსა ზედა განიპყრენ, ქრისტე, წყალობით, რათა მძვინვარისა მისგან მხეცისა განმარინო, და პირველი სამოსელი სიტკბოებით შემმოსო, ვითარცა მოწყალე ხარ, და მაცხოვნო მონა შენი.