სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

კატასტროფები წარღვნის შემდეგ

მსოფლიო წარღვნა ჩვენი პლანეტის ისტორიაში უდიდეს გლობალურ კატაკლიზმს წარმოადგენდა. მისმა შედეგებმა თავისი ასახვა ჰპოვა გეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, კლიმატში, ეკოლოგიაში, ეგრეთვე ჩვენი დროის პრაქტიკულად ყველა ერის ლეგენდებში, მოთხრობებსა თუ წერილობით წყაროებში. მაგრამ იყო თუ არა იგი ერთადერთი გიგანტური კატასტროფა, რომელიც ადამიანის მეხსიერებას შემორჩა? რასაკვირველია, ისტორიამ, არქოლოგიამ, გეოლოგიამ და დამწერლობამ შემოგვინახა მრავალი მტკიცება ყოვლისშემძლე სტიქიების, ასე ვთქვათ, „ადგილობრივი მასშტაბების“ მიწისძვრების, ვულკანური ამოფრქვევების, ცუნამების, წყალდიდობების, მეწყერებისა და მისთანების შესახებ. ბუნებრივია, ყველა ამ უბედურებამ, ამა თუ იმ ზომით, თავისი კვალი დატოვა დედამიწის იერსახეზე. თუმცა, უკანასკნელი ათწლეულების გამოკვლევებმა დაადგინა, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში ადგილი ჰქონდა მინიმუნ ერთ გლობალურ შემთხვევას მაინც, რომელიც, მართალია, ისე დაწვრილებით არა, მაგრამ ასევე ასახულია ბიბლიაში. საქმის არსიდან გამომდინარე, სწორედ მან დაასრულა წარღვნის შემდგომი იერის ფორმირება როგორც თავად დედამიწისა, ასევე მისი ეკოსისტემისა.

დედამიწის ღერძის დახრის კუთხის გრაფიკი

როგორც ცნობილია, დედამიწის საკუთარი ბრუნვის ღერძი დახრილია ეკლიპტიკის სიბრტყის (სიბრტყე, რომელზეც ხორციელდება დედამიწის ბრუნვა მზის ირგვლივ) მიმართ და მოცემულ ეტაპზე შეადგენს მასთან 23,5 გრადუსიან კუთხეს. ეს მდგომარეობა არ არის მდგრადი და ითვლება, რომ დედამიწის ღერძის დახრის კუთხე ახდენს ჰარმონიულ რხევას 22° და 24,5° მნიშვნელობებს შორის დაახლოებით ორმოცი ათასწლიანი პერიოდით. მათემატიკურად ეს მოძრაობა აღიწერება ე.წ. ნიუკომბის ფორმულით. თუმცა, როდესაც ჯორჯ დოდუელმა - საკმაოდ ავტორიტეტულმა მეცნიერმა, რომელსაც 1909 წლიდან 1952 წლამდე ეკავა სამხრეთ ავსტრალიის სამთავრობო ასტრონომის თანამდებობა - თავი მოუყარა და გრაფიკულად აღწერა სხვადასხვა ქვეყნისა და დროსი ასტრონომების მიერ ბოლო 3000 წლის განმავლობაში რეალური დაკვირვების შედეგად მიღებული დედამიწის ღერძის დახრილობის მნიშვნელობები, აღმოჩნდა, რომ მიღებული გრაფიკი მნიშვნელოვნად განსხვავდება ნიუკომბის ფორმულით მიღებული გრაფიკისგან. დედამიწის მბრუნავი ღერძი ისეთი სახით გვევლინებოდა, თითქოს მან ოთხნახევარი ათასი წლის წინ განიცადა მძლავრი დარტყმა, რის შედეგადაც იგი გადაიხარა 27°-იან კუთხემდე. ამის შემდეგ იგი ნელა და უწყვეტად უბრუნდებოდა დღევანდელ ნორმალურ მდგომარეობას, რომელსაც მან მხოლოდ წინა საუკუნის შუა ხანებში მიაღწია.

ასე წარმოიშვა დედამიწის მსხვილ კოსმოსურ სხეულთან შეჯახების ჰიპითეზა, ან როგორც მას ასევე უწოდებენ, ასტეროიული დარტყმის ჰიპოთეზა. მალე იგი განმტკიცებულ იქნა გარკვეული არქეოლოგიური და ისტორიული მონაცემების საფუძველზე.

სტოუნჰენჯი - უძველესი ასტრონომიული
ლაბორატორია

ბევრს სმენია დიდ ბრიტანეთში არსებულ სტოუნჰენჯზე, რომელიც ქვის გიგანტურ ასტრონომიულ მოწყობილობას წარმოადგენს. არქეოლოგები მის შექმნას ვარაუდობენ დაახლოებით 350 წელს ჩვენს ერამდე. მაგრამ ასტრონომების თვალსაზრისით მისი ელემენტების განლაგების ანალზისისას აღმოჩნდა, რომ ტრადიციული შეხედულებების შესაბამისი ვიზუალური დაკვირვება მნათობებზე სტოუნჰენჯში შეიძლებოდა განხორციელებულიყო დაახლოებით 1900 წელს ჩვენს ერამდე. ანალიზისთვის თუკი ნიუკომბის კლასიკური ფორმულის ნაცვლად დოდუელის მიერ მიღებულ მრუდს გამოვიყენებთ, სტოუნჰენჯის „ასტრონომიული“ ასაკი ემთხვევა არქეოლოგიურ დათარიღებას - 350 წელი ჩვენს ერამდე.

ანალოგიურად დგას საკითხი ძველი ბერძენი ასტრონომის ევდოქსეს ნაშრომებში, რომელმაც შექმნა პოემა-ტრაქტატი ცაში ვარსკვლავების განლაგების შესახებ. თანამედროვე ასტრონომები შეფიქრიანებულნი აღნიშნავენ, რომ ევდოქსეს მიერ აღწერილი სურათი შეიძლება დაკვირვებულ ყოფილიყიო არა მის დროში - ჩვენს ერამდე მე-4 საუკუნის შუა ხანებში - არამედ მთელი 1600 წლით ადრე. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ დოდუელის აღმოჩენა ჭეშმარიტია, ევდოქსის გამოცანა ნათელი ხდება.

დარტყმის თარიღის დაზუსტებას ხელი შეუწყო კარნაკში ძველეგვიპტური ტაძრის ამონ-რას გამოკვლევებმა. სვეტების ნახევარკილომეტრიანი დერეფნის მქონე ტაძარი - მზის ღვთაებას - „რას“ ეძღვნებოდა და ეკავა ისეთი მდებარეობა, რომ წელიწადში ერთხელ, ზაფხულის ბუნიობისას, ტაძრის კარიდან შეღწეული ამომავალი მზე მას ანათებდა მთლიანად. მაგრამ დროთა განმავლობაში მზის სხივები ტაძრის ღერძის გასწვრივ ვეღარ ანათებდა, რის გამოც კარს ადგილს უცვლიდნენ. ამასთან კარების ყველაზე ძველი მდებარეობა შეესაბამებოდა დედამიწის ღერძის დახრის 25,2°-იან კუთხეს, მაშინ, როცა ნიუკომბის ფორმულის თანახმად, მის მნიშვნელობას არასდროს შეეძლო 24,5°-ს გადასცილებოდა. ამონ-რას ტაძრის კარების გადაადგილებების არქეოლოგიური თარიღები და მათი შესაბამისი დახრის კუთხის მნიშვნელობები ბრწყინვალედ მოერგო დოდუელის მიერ აგებულ მრუდს, გააგრძელა რა იგი წარსულში. ასტეროიდული დარტყმის დაზუსტებულ თარიღაც მიჩნეულ იქნა ჩვენს ერამდე 2345 წელის პლუს-მინუს 5 წლის სიზუსტით.

რა ხდებოდა ამ დროს ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით? აღმოჩნდა, რომ ეს შემთხვევა ნოეს მეხუთე თაობის შთამომავლის ფალეკის ცხოვრების პერიოდს ემთხვევა. სიტყვა ფალეკი (პელეგი) ძველებრაულად ნიშნავს გაყოფას (მან ჩვენს დრომდე მოაღწია ბერძნული ენის მეშვეობით სიტყვიდან არქიპელაგი). ფალეკისთვის ეს სახელი თვისობრივ ხასიათს ატარებს, რადგან როგორც წმინდა წერილი ამტკიცებს: „და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი. სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა“ (შესქ. 10, 25). ასეთივე „მეტყველი“ სახელი მიიღო მისმა ძმამ - იეკტანი, რაც აღნიშნავს შემცირებას, ჩამოშორებას.

თანამედროვე კონტინენტალური უბნების
ურთიერთდამატებულობა, რომელიც ადრე
ერთიან მატერიკს წარმოადგენდა

გეოფიზიკოსები დიდი ხანია აღნიშნავენ დღესდღეობით არსებული კონტინენტური შელფის ბაქნების საოცარ კომპლიმენტარულობას (ურთიერდამატებულობას), რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ წარსულში მთელი ხმელეთი იყო ერთიანი მატერიკი. იმავე მოსაზრებას გამოხატავს ბიბლია: „შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთისა, და გამოჩნდინ ჴმელი!“ (შესქ. 1,9). როდისღა გაიყო იგი?

ჩვენი საუკუნის დასაწყისში ალფრედ ვეგენერმა შემოგვთავაზა თეორია კონტინენტების ნელი დრეიფისა, რომელიც მრავალი მილიონი წლის მანძილზე გრძელდება. შემდეგ, 60-იან წლებში, მან გავრცელება ჰპოვა ბაქნების ტექტონიკის თეორიის სახელწოდებით. თუმცა (როგორც აშკარა ფაქტების, ასევე მსგავსი ნელი პროცესის მექანიზმის შეთანხმებული მოდელის არარსებობის გამო) დღესდღეისობით წამყვანი გეოფიზიკოსების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ღებულობს მას ულაპარაკოდ (გამონაკლისს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს დედამიწის შესახებ მეცნიერების მეგობრული საბჭოთა სკოლა), სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი უჭერს მხარს მატერიკის კატასტროფის შედეგად დაყოფის მოსაზრებას, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა ჩვენი პლანეტის წარღვნისშემდგონი იერსახის ფორმირება.

ასტეროიდულმა დარტყმამ გამოიწვია ერთიანი კონტინენტური მონოლითის დახლეჩვა, რადგან მატერიკული მასივის „ამოტივტივებისას“ წარმოქმნილი მექანიკური დაძაბულობა „დაეცა“. წარმოქმნილი ნახლეჩების გასწვრივ მოხდა ადრე არარსებული თანამედროვე მთათა სისტემების ჩამოყალიბება; უფრო დეტალურად აღდგა დედამიწის ქერქის იზოსტატიკური წონასწორობა (გავიხსენოთ რომ წარღვნამდე მაღალი მთები არ არსებობდა; წყლის საშუალო სიღრმე არ აღემატებოდა რა 3 კმ-ს, ყველაზე მაღალი მთების მწვერვალებს ფარავდა თხუთმეტ წყრთაზე).

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>