უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა კვიპროსის კონსულთან შეხვედრის დროს

ივნისი, 2001 წ.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო კონსულო!
უნეტარესო მთავარეპისკოპოსო ქრიზოსტომოს!
ქალბატონებო და ბატონებო!

გულითადად გმადლობთ იმ თბილი შეხვედრისათვის, რომელიც თქვენ დღევანდელ საღამოს აქ მოგვიწყვეთ. ჩვენი ვიზიტი დასასრულს უახლოვდება. ძალიან ხშირად მეკითხებიან, თუ როგორი შთაბეჭდილებები მაქვს კვიპროსის შესახებ. მე მათ ვპასუხობ, რომ აქ, კვიპროსზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩვენთან, საქართველოში. მაგრამ კიდევ უკეთ ვიგრძნობდი თავს, კვიპროსი გამთლიანებული რომ მეხილა.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. საქართველოსა და კვირპოსის გეოპოლიტიკური მდგომარეობები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნების ეკლესიები მუდამ იყო ის უდიდესი ძალა, რომელიც აერთიანებდა ჩვენს ერებს. შემთხვევითი არაა, რომ კვიპროსზე, სოფელ აიაის მახლობლად არის სახელგანთქმული ქართული მონასტერი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მონასტერი აღდგება და ქართველი ბერები აქ სულიერი ღვაწლს გააგრძელებენ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს ხელს შეუწყობს როგორც კვიპროსის, ასევე საქართველოს მთავრობები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობებს, იგი ძალიან ძლიერი ხიდია კვიპროსისა და საქართველოს შორის კავშირის განმტკიცებისათვის.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას გულთბილი მიღებისათვის.

რუსულიდან თარგმნა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2001 წ.