უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 თებერვალი, 2008 წ.

„ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა და თქვენთან ერთად მთელ საქართეელთს:
გავაძლიეროთ ლოცვა და მარხვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრანებს: „რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი - იგი დამდაბლდეს“.

დღეს მეზვერისა და ფარისეველის კვირიაკეა და დღეიდან უკვე დაიწყო დიდმარხვის საკითხავები. სახერებიდან ვიცით არაკი მეზვერესა და ფარისეველზე. ტაძარში შევიდა ორი ადამიანი - მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი, მოგეხსენებათ, იუდეველებში იყო მაღალი წოდების მქონე ადამიანი, ფარისევლობა იყო მეტად საპატიო წოდება. და აი, ფარისეველი ტაძარში დადგა წინ და მადლობა შესწირა უფალს, რომ იგი ასეთი ღირსეულია, რომ ასრულებს ღვთის მცნებებს და საზოგადოებისგანაც პატივდებულია და არ არის ისეთი, როგორიც თუნდაცი აი, ის მეზვერე, რომელიც იქვე, უკან იდგა. მეზვერე კი იდგა ტაძრის ბოლოში, ძლიერ განიცდიდა თავის უღირსებას, ტიროდა თავის ცოდვებზე და ღმერთს ევედრებოდა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას“. სახარებაში წერია, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტრაძრიდან, ვიდრე ფარისეველი.

მართლაც, ადამიანი, რომელიც ხედავს და განიცდის თავის ცოდვებს, - არ აღიმაღლებს თავსა თვისსა, მუდამ თავმდაბალი და მიმტევებელი იქნება. ამიტომ ამბობს ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ფარისეველი კი ვერ გრძნობდა თავის უღირსებას, მას არ გააჩნდა განცდაი თვისთა ცოდვათა და ამასთან, იგი მეზვერეს განიკითხავდა. თუკი ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, იგი იწყებს სხვის განკითხვას.

არა აღიმაღლო თავი თვისი! - ეს არის ღვთის კანონი, რომელიც უნდა გვახსოვდეს. თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირად საკუთარი ცოდვების განცდის მაგივრად, თავს ვიმაღლებთ და მოგვწონს ჩვენი საქციელი, აზრები და რომ ხშირ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ჩვენ ვღაღადებთ ჭეშმარიტებას. სხვას კი განვიკითხავთ და არ ვუსმენთ, რადგან ეჭვიც არ შეგვაქეს, რომ იგი შეიძლება, სიმართლეს ამბობდეს. აი, რა გვაკლია და რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ - ესაა მოსმენის კულტურა.

ხშირად შევსწრებივართ სატელევიზო გადაცემაში მოპაექრეთა ცხარე კამათს, ისინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან, შევყურებთ მათ და ვხედავთ, რომ მოსმენა არავის უნდა, ყველა ცდილობს გამოთქვას საკუთარი აზრი ისე, რომ არ აცალოს სხვას საუბარი, რადგან სხვა აზრის მოსმენა უბრალოდ არ სურს. ამასთან, მოკამათენი იმდენად ბევრს ლაპარაკობენ, რომ აზრიც ბუნდოვანი ხდება. ერთმანეთს საუბარში ეჭრებიან, არ აცლიან, რომ ადამიანმა ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრი.

ეფიქრობ, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის. მოსმენის კულტურა ძალიან საჭირო და აუცილებელია ჩვენი ერისთვის. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ადამიანი ამპარტავანია. სწორედ ამიტომაა, რომ ღმერთი ხშირად გვიგზავნის სხვადასხვა განსაცდელს. ამ განსაცდელების წყალობით მოვაღწიეთ დღემდე და მომავალშიც, ალბათ, კიდევ მრავალ განსადელს მოვიწევთ, თუკი არ დავთრგუნავთ ჩვენში ამპარტავნებას. ნებისმიერ ბოროტებას ჩვენი რწმენით, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი თავმდაბლობით უნდა ვძლიოთ. ნუ ვიფიქრებთ, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ მარტოოდენ ჩვენი ცოდნით, ანდა ფიზიკური თუ მატერიალური ძლიერებით, - ბოროტებას, უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობა უნდა დავუპირისპიროთ. უნდა გვახსოვდეს წმინდა ბასილი დიდის სიტყვები, რომ ბოროტება ბოროტებით არასდროს იკურნება, - ბოროტება იკურნება სიკეთით, ლოცვითა და მარხვით, ბოროტება იკურნება სიყვარულით.

დღეს მრავალი პრობლემის წინაშე დგას საქართველო და თითქოს არც ჩანს გამოსავალი. თქვენ იცით, რომ სერბეთის ერთი ნაწილი, კოსოვო, ცდილობს, გამოაცხადოს დამოუკიდებლობა. ამ ფაქტის გამო რუსეთი იმუქრება, რომ თუკი ეს მოხდა, მაშინ იგი დაუყოვნებლივ ცნობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. მიუხედაეად იმისა, რომ ქართველი ადამიანი ბუნებით განსხვავდება თავისი აზროვნებით, - ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ერთ მტკიცე პოზიციაზე ვართ - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, ეკლესიაც, - მთელი ერი, - საქართველო იყო და უნდა დარჩეს მთლიანი სახელმწიფო! ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ საქართველოს ჩამოაცილონ აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი - ეს ზოგიერთი ავადმყოფი ადამიანის ოცნებაა! მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეკლესია მტკიცედ დგას ამ პოზიციაზე და მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყთს ერთიანი და მთლიანი!

ამასთან, აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ: როგორც ცნობილია, თითქმის ყველა სახელმწიფოში არსებობს სხვადასხვა ეროვნული უმცირესობა და ყველამ რომ მოისურვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ცალკე სახელმწიფოს მექმნა, - ჩვენ მივიღებთ დაუსრულებელ ომებს მრავალ ქვეყანაში და ეს იქნება საშინელი მოვლენა მთელი მსოფლიოსათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არსებობს ორი ურთიერთშეუსაბამო დებულება: ერთი მხრივ ის, რომ გაერო მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, გამოყოფას და ამავე დროს ის აცხადებს, რომ იცავს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ორი დებულება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, თითოეული ნაბიჯი მოვზომოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.

არაერთხელ მითქვამს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომ სეპარატიზმი - გადამდები სენია და ეს ყველას უნდა ახსოვდეს და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსაც. დიდ პატივს ვცემ რუსეთის კულტურას, მეცნიერებას, მის დიდ ისტორიას, ფილოსოფიას, მაგრამ უნდა ითქვასთ სიმართლე, - ასეთი ტონით საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან საუბარი, არ შეიძლება!

შევთხოვთ უფალს, რომ უფალმან მშვიდობა ერსა ჩვენსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით და მთლიანობით!

ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა და თქვენთან ერთად მთელ საქართეელთს: გავაძლიეროთ ლოცვა და მარხვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის!

ღვთის მადლით, ვერავითარი მტერი და მბრძოლი ვერაფერს დააკლებს საქართველოს!

საქართველო იყო და დარჩება ძლიერი დამთუკიდებელი მართლმადიდებელი სახელმწიფო!

ღმერთმა დააჯილდოვოს სრულიად საქართველო მშვიდობით, მთლიანობითა და კეთილდღეობით, აქსიოს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და მთელი საქართველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №6, 2008 წ.