უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა დოქსოლოგიაზე

12 ნოემბერი, 2008 წ.

„ძალიან მომენატრა საქართველო...“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა!“ ძალიან მომენატრა საქართველო! ღვთის წყალობით და თქვენი ლოცვით, ღმერთმა მოიღო წყალობა და გადაგვარჩინა...

თქვენი ლოცვები ძალიან შემეწია. უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვწირავ უფალს და მადლობელი ვარ თქვენი წრფელი და წმინდა ლოცვებისათვის. გახარებული და დალოცვილი გამყოფოთ მამაზეციერმა!

ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ხვალ არის ასი ათასი ქართველი მოწამის დღესასწაული და 12 საათზე. მეტეხის ხიდზე შესრულდება პარაკლისი.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2008 წ.