სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის წერილი
რუსეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი კირილესადმი
ა.წ. 19 სექტემბერს გავრცელებული მიმართვის გამო

მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი, თითქოს თვენ „დამოუკიდებლობის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნეთ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ პრეზიდენტს, რამაც ჩვენს მრევლში და საერთოდ საქართველოს მთელ საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქია გამოიწვია.

მეტად სამწუხაროა და სრულიად გაუგებარი ასეთი ქმედება, რადგან ეს ნიშნავს საქართევლოს ამ უძველეს მიწაზე (რასაც მთელი მსოფლიოც აღიარებს) ძალადობრივად არსებული სეპარატისტული რეჟიმის თქვენი მხრიდან მხარდაჭერა და უკანონოდ გამოცხადებული „დამოუკიდებლობის“ აღიარებას.

ჩვენ გვახსოვს პირადად თქვენი და რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების აღიარების საკითხში. ამდენად სრულიად მოულოდნელი იყო ზემოაღნიშნული ნაბიჯი.

ვფიქრობთ, ეკლესია არ უნდა აჰყვეს პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პროცესებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომავალში თქვენ კვლავაც სამართლიანობის მხარეს დადგებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2010 წ.