წმინდანთა სახელების ანბანური საძიებელი

წიგნიდან: „მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის შეერთებული კალენდარი“
(რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე, თბილისი, 2001 წ.)

    - ბ -

ბაბილია - ანტიოქიელი პატრიარქი, მღვდელმოწამე 15.01; 4.09

ბაბილა - ეპისკოპოსი 25.10

ბაბილა - მოწამე 30.08; 9.09

ბაბილა - ნიკომიდიელი მოწამე 4.09

ბაბილა - სიცილიელი მოწამე 24.01

ბაგრატი - ტავრომენელი ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე 9.07

ბადიმოსი (ვადიმი) - არქიმანდრიტი, მოწამე 9.04

ბათო - იხ. ბათუ 26.03

ბათუ (ბათო) - ხუცესი, მოწამე 26.03

ბაკხოსი - იხ. ბაქოზი

ბაკხუსი - მოწამე 6.05

ბაპტოსი - მოწამე 10.02

ბარაბა - 12.02

ბარადატოსი - იხ. ვარადატი

ბარალამი - 19.07

ბარაქესიო - იხ. ბარაქესიოსი

ბარაქესიოსი - მოწამე 28.03; 29.03

ბარაქიო - იხ. ბარაქესიოსი

ბარაქიოსი - მელიტინელი მოწამე 7.11

ბარაქისი - იხ. ბარაქესიოსი

ბარბარე - 5.07

ბარბარე - დიდმოწამე 3.12; 4.12; 11.12

ბარბარე - მონაზონი 25.01

ბარბარე - მოწამე 14.05

ბარბარი - ავაზაკყოფილი 6.05

ბარბარი - მხედარი, მოწამე 6.05

ბარბარო - 14.05

ბარბარო - მოწამე 19.05

ბარბაროზი - მოწამე 5.05

ბართლომე - მოციქული 11.06; 30.06; 24.07; 24.08; 25.08 (ნაწილთა აღმოყვანება)

ბარიფსაბა (ვარიფსავე) - მოწამე 10.09

ბარკა - გუთელი მოწამე 26.03

ბრალამი (ბარალამი) - მოწამე 9.11; 16.11

ბარნაბა - 12.06

ბარნაბა - მოციქული 4.01; 10.06; 11.06

ბარსაბა - მოწამე 11.12

ბარსანოფი - დიდი 6.02

ბარსისე - ედესელი ეპისკოპოსი 25.08

ბარსოსი - აღმსარებელი 15.10

ბარული - ყრმა 18.11

ბარუქი - 15.11

ბარუქი - სპარსელი მოწამე 27.03

ბარუქი - წინასწარმეტყველი 28.09

ბასა - 6.12

ბასა (ბასი, ვასა) - მოწამე 21.08

ბასე (ბასუსი) - მოწამე 20.01

ბასი - იხ. ბასა

ბასიანე (ვასიანე) - 10.10

ბასიანე - ლავდიელი ეპისკოპოსი 10.06

ბასილა - იხ. ბასილისა

ბასილი - 11.02; 27.05

ბასილი (ბასილიო) - ამასიის ეპისკოპოსი, მღვდელმოწამე 16.04; 26.04; 27.04; 28.04; 30.04 (გუამისა პოვნაი)

ბასილი - ანკვირიის ეკლესიის ხუცესი, მღვდელმოწამე 1.01; 22.03

ბასილი - აღმსარებელი 27.02; 28.02

ბასილი - ახალი 26.03

ბასილი - ეპისკოპოსი 29.04; 22.07

ბასილი (ვლადიმერი) - მოციქულთა სწორი 15.07

ბასილი - თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1.02

ბასილი - იერუსალიმელი პატრიარქი 2.07

ბასილი - კესარია-კაპადოკიელი ეპისკოპოსი, დიდი 1.01; 2.01; 30.01; 23.08; 31.12

ბასილი - კესარიელი მოწამე 2.01

ბასილი - მანგაზელი 23.03

ბასილი - მთავარეპისკოპოსი 17.11

ბასილი - მოწამე 3.02; 6.02; 17.06; 6.07; 7.07; 5.07; 26.10; 28.11; 9.12

ბასილი - პარიის ეპისკოპოსი, აღმსარებელი 12.04

ბასილი - რატიშვილი 18.04

ბასილი - ქერსონესის ეპისკოპოსი, მოწამე 6.03; 7.03; 28.03

ბასილი - ჰამელი ეპისკოპოსი, მოწამე 17.11

ბასილი - იხ. ბასილიკე 19.06

ბასილია - 16.12

ბასილია - მოწამე 20.08

ბასილია - იხ. ბასილისა

ბასილიდე (ვასილიდა, ვასილიდე, ვასილიდო) - მოწამე 20.01; 1.04; 13.04

ბასილიდი - კრეტელი მოწამე 23.12

ბასილიკე (ბასილი) - მოწამე 19.06; 21.06

ბასილიკე (ვასილისკა, ვასილისკო) - მოწამე 3.03; 30.04; 30.07; 22.05

ბასილისა - 8.01; 10.03; 22.03; 15.04

ბასილისა (ბასილია) - კორინთელი მოწამე 16.04

ბასილისა - მოწამე 15.04; 24.12

ბასილისა - ნიკომიდიელი ქალწულმოწამე 3.09

ბასუსი - იხ. ბასე

ბაქო - იხ. ბაქოზი

ბაქოზი - 30.06; 14.11

ბაქოზი - მონაზონი 22.12

ბაქოზი - მოწამე 11.04; 27.03; 18.07; 9.09; 6.10; 7.10; 23.09; 24.09; 16.12

ბაქტი (ვარქთო) - სპარსი მოწამე 15.05; 18.05

ბებეა - მოწამე 15.10

ბევრეულნი მონაზონნი - 10.07

ბეთლემს ჰეროდეს მიერ მოწყვეტილნი ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი - 29.12

ბენდიმიანე - იხ. ვენდიამინე

ბენდინიამენი - იხ. ბენიამინი

ბენედიკტე - იხ. ბენედიქტე 14.03

ბენედიქტე (ბენედიკტე) - 14.03; 22.03

ბენეფორეოსი - მძოვარი (რომელმან დიაკონი იგი გახსნა) 10.06

ბენიამენი - მოწამე 30.07

ბენიამინი (ბენდიამენი) - დიაკონი, მოწამე 31.03; 13.10

ბენიამინი - სინა-რაითელი მამა, მოწამე 14.01

ბენო - 13.11

ბერინა - 8.11

ბერონიკი - მოწამე 17.07

ბესარიონი - 20.02; 29.11

ბესარიონი - გარეჯელი მოწამე 12.08

ბესარიონი - ეგვიპტელი საკვირველთმოქმედი 6.06

ბესარიონი - ლარისელი ეპისკოპოსი 15.09

ბესარიონი - მთავარდიაკონი, ახალმოწამე 14.08

ბიზიტი - იხ. ბიზიტინი 25.09

ბიზიტინი (ბიზიტი) - მოწამე 25.09

ბითინიო - მოწამე 3.04

ბიკენტი - 24.01; 22.04

ბიკენტი (ვიკენტი) - დიაკონი 22.01

ბიკენტი - მოწამე 11.11

ბიკტორი (ბიკტური) - იხ. ბიქტორი

ბილონი - მოწამე 2.07

ბირილადე - ნიკოპოლისს წამებული 10.07

ბისკორი - მოწამე 25.09

ბიტალო - რომის ეპისკოპოსი 23.07

ბიქტორი - 15.04

ბიქტორი - მოწამე 31.01; 10.03; 5.04; 20.03; 15.04; 18.04; 8.08; 16.09; 3.10; 11.11

ბიქტორინა -  მოწამე 31.01; 10.03; 5.04; 18.12

ბიქტური - იხ. ბიქტორი

ბიძინა - ჩოლოყაშვილი, მთავარმოწამე 18.09

ბლასიონი - ხუცესი 11.02

ბოა - იხ. ბოჰა

ბოიანი - ბულგარელი მოწამე 28.03

ბონიფანტე - 18.12

ბონიფანტე - მოწამე 15.06; 18.11; 19.11; 19.12

ბონიფანტე - ფერენტილი ეპისკოპოსი, მოწყალე 19.12

ბონიფანტე - მარტვილი 13.03

ბონიფატიოსი - იხ. ბონიფანტე 18.11

ბორისი (მიხეილი) - კეთილმორწმუნე ბულგარელი მთავარი, მოციქულთა სწორი 2.05

ბორისი - მოწამე, ნათლისღებით რომანოზი 2.05 (ნაწილთა აღმოყვანება); 24.07

ბოჰა (ბოა) - 30.12; 31.12

ბუკოლე (ვუკოლე) - სმირნელი (სვირელი) ეპისკოპოსი 6.02