როდესაც ტაძარს ვუახლოვდებით, ჯერ კიდევ შორიდან გვესმის ზარების ერთმანეთში გარდამავალი ხმები. დიდი ზარის ბგერა მიცურავს არემარეში, თითქოს ავსებს ჰაერს, ხოლო ამ ფონზე რეკენ და ეხმიანებიან სხვა ზარები. ისინი გვაუწყებენ იმის შესახებ, რომ ახლოვდება ღვთისმსახურების საათი. მაგრამ ზარები - ეს არა მარტო ლოცვაზე მომხმობი „გონგია“, არამედ ნამდვილი მუსიკაა, გამოტანილი ტაძრის გარეთ, ქუჩაში. ზარებზე შეიძლება აჟღედეს რთული მუსიკალური ნაწარმოები. ძველად, ეკლესია-მონასტრებს ჰქონდათ ჟღერადობის საკუთარი „სტილი“.

ზარების ჟღერადობა მადლს ფენს ტაძრის მიდამოებს, განსაკუთრებულ ბეჭედს ასვამს პეიზაჟს. ზარის ჟღერადობა საშუალებას აძლევს ყანაში მომუშავე გლეხს ან მგზავრს გზაში, რომ აზრით, გონებით ტაძარში იყოს. ის თითქოს ადამიანის სადარაჯოზეა, არ აძლევს მას ყოველდღიურობასა და ამაოებაში დასვრის საშუალებას. იგი სვინდისისაკენ უხმობს მას, ვინც დაივიწყა თავისი ვალი, ანდა მზადაა წავიდეს არასწორი გზით. ტყუილად არა აქვს გოეთეს ნათქვამი, რომ სააღდგომო ზარების ხმამ აიძულა ფაუსტი გადაეგდო ფიალა შხამით. ზარი არის ეკლესიის ხმა, მძინარე კაცობრიობის გამღვიძებელი.

ზარის რეკვა არის ჭეშმარიტად „კეთილისმთქმელი“ მუსიკალური ქადაგება, გარეთ გამოსული ღვთისმსახურება.

 

საეკლესიო ზარის ისტორია და მნიშვნელობა

ზარი ჩვენი ხალხის, და არა მარტო ჩვენი ხალხის, ცხოვრების მუდმივ თანამგზავრს წარმოადგენდა. ზარი ხალხის სიხარულის, მწუხარებისა და დღესასწაულის სიმბოლოა. ზარის რეკვით, ხალხს განსაკუთრებულ შემთხვევებისას იწვევდნენ, მაგალითად, სახალხო კრებებზე, განგაშისას; ზარის ხმა გზას უკვლევდა გზადაბნეულ მგზავრსაც; ზარის რეკა იუწყებოდა რაიმე საფრთხის ან უბედურების შესახებ. მტრების შემოსევასაც ზარით ამცნობდნენ ხალხს და სამშობლოს დასაცავადაც ზარის ხმით უხმობდნენ.

ზარების ჟღერადობა მადლს ფენს ტაძრის მიდამოებს, განსაკუთრებულ ბეჭედს ასვამს პეიზაჟს. ზარის ჟღერადობა საშუალებას აძლევს ყანაში მომუშავე გლეხს ან მგზავრს გზაში, რომ აზრით, გონებით ტაძარში იყოს. ის თითქოს ადამინის სადარაჯოზეა, არ აძლევს მას ყოველდღიურობასა და ამაოებაში დასვრის საშუალებას. იგი სვინდისისაკენ უზმობს მას, ვინც დაივიწყა თავისი ვალი, ანდა მზადაა წავიდეს არასწორი გზით. ტყუილად არა აქვს გოეთეს ნათქვამი, რომ სააღდგომო ზარების ხმამ აიძულა ფაუსტი გადაეგდო შხამით სავსე ფიალა. ზარი არის ეკლესიის ხმა, მძინარე კაცობრიობის გამღვიძებელი.

ზარის რეკვა არის ჭეშმარიტად „კეთილისმთქმელი“ მუსიკალური ქადაგება, გარეთ გამოსული ღვთისმსახურება.

საეკლესიო ზარი, როგორც წესი, განსაკუთრებულ კოშკში იკიდება, რომელსაც სამრეკლო ჰქვია და რომელიც ტაძრის შესასვლელთან ან მის სიახლოვეს იგება.

საეკლესიო ზარის გამოყენება, როგორც ცნობილია, ქრისტიანებს ქრისტიანობის შემოსვლისთანავე არ დაუწყიათ. ძველი აღთქმის ეკლესიაში, იერუსალიმში, მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე არა ზარის რეკვით, არამედ საყვირების ხმით უხმობდნენ.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როცა მათ დევნიდნენ, ქრისტიანებს საშუალება არ ჰქონდათ მორწმუნეები ღიად მოეწვიათ ღეთისმსახურებაზე და საიდუმლოდ უწევდათ მათი მოხმობა, ჩვეულებრივ ეს დიაკონის, ან განსაკუთრებული მაცნეები მეშვეობით ხორციელდებოდა.

IV ს-ში, ქრისტიანების დევნის შეწყვეტის შემდეგ, მორწმუნეებს უკვე სხვადასხვა საშუალებებით უხმობდნენ ღვთისმსახურებაზე. მორწმუნეების მოხმობის ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმას, ამ პერიოდისათვის, ხის დაფებზე მეტალის სარეკელას შემოკვრით გამოცემული ხმა წარმოადგენდა.

პირველი საეკლესიო ზარები, როგორც ცნობილია, დასავლეთ ევროპაში გამოჩნდა. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც პირველი ზარის შექმნას იტალიის პროვინცია კამპანელას ქალაქ ნოლას ეპისკოპოსს - პავლინს - მიაწერენ. დაახლოებით, IV ს-ის მიწურულის ან V ს-ის დასაწყისში.

გადმოცემის თანახმად, ეპისკოპოსმა სიზმარში მინდვრის ყვავილი მაჩიტელა ნახა, რომელსაც ამჟამინდელი ზანზალაკის ფორმა აქვს. მაჩიტელა სასიმოვნო ხმას გამოსცემდა. სიზმრის ნახვის შემდეგ, ეპისკოპოსმა მაჩიტელას ფორმის ლითონის ინსტრუმენტის ჩამოსხმა ინება და ადგილობრივ ოსტატს უბრძანა ბრინჯაოსგან ჩამოესხა მსგავსი რამ. თუმცა, როგორც ეტყობა, მაშინ ეპისკოპოსს ზარები საეკლესიო მსახურების პრაქტიკაში არ შემოუტანია.

მზოლოდ VII ს-ის დასაწყისში, რომის პაპმა ზავინიანმა მისცა უკვე ზარებს ქრისტიანული მნიშვნელობა და ამ დროიდან, დასავლეთ ევროპაში, ზარის ხმა თანდათანობით ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი გახდა ქრისტიანებისათვის. აღმოსავლეთში, ბერძნულ ეკლესიაში კი ზარების გამოყენება IX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყეს.

 

ზარის ხმოვანების სახეობები და მათი დანიშნულება

სამახარებლოს რეკვა: სამახარებლო ეწოდება ერთ დიდ ზარზე მწყობრად შემოკვრის შედეგად გამოცემულ ხმას. ზარის ასეთი რეკვით მორწმუნეებს ტაძარში უხმობენ და ამცნობენ ღვთისმსახურების დაწყებას. სამახარებლო ზარი ასე ირეკება: თავიდან სამი ხანგრძლივი, გაბმული შემოკვრა (ვიდრე ზარის ხმა თავისით არ მიწყდება), რასაც თანმიმდევრული შემოკვრები მოჰყვება.

ლიტურგიის მიმდინარეობისას და სადღესასწაულო ღვთისმსახურებისას ზარების გარკვეული ხასიათის დახმიანება და რეკვა გამოიყენება.

დღეისათვის, სამი სახით საეკლესიო ზარის რეკვა არსებობს:

მართლმადიდებლური რეკვა: მის საფუძველში დევს რიტმი, მისთვის დამახასიათებელი დინამიკითა და ტემბრთა თანაშეწყობით. მართლმადიდებლურ ზარებში უპირველეს ყოვლისა, კეთილხმოვანება და ტემბრთა სიმდიდრე ფასდება. მართლმადიდებლურ სამყაროში საეკლესიო ზარების 4 კანონიკური რეკვა არსებობს.

კათოლიკური რეკვა: მის საფუძველში ერთჯერადიანი ან ორჯერადი რიტმული დარტყმები დევს. ტრადიციულად, ზარები ირჩევა ან იგულისხმება გარკვეული ტონალობის მიხედვით - ობერტონების შეზღუდული რაოდენობით. აქედან გამომდინარე, ზარის ხმა თავისთავად ღარიბია და ჟღერადობა დამოკიდებულია ზარების რაოდენობაზე.

პროტესტანტული რეკვა: ამ დროს მნათე, ზარების კრებულის გამოყენებით, ნოტებზე განწყობილ მელოდიას ასრულებს. რეკვა, როგორც წესი, კლავიშებიანი მოწყობილობით (ორღანის კლავიატურის მსგავსი) ხორციელდება, რომელიც ზარის ენას ან (სპეციალურ ჩაქუჩს ამოძრავებს.

ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზარია „მეფე-ზარი“, რომელიც ახლა ქვის ფილაზე დევს იოანე დიდის სამრეკლოს ძირში. ზარს ბადალი არ გააჩნია არა მარტო ზომისა და წონის მიხედვით, არამედ მხატვრული ჩამოსხმით. „მეფე-ზარი“ რუსმა ოსტატებმა (მამამ და შვილმა) ივან და მიხეილ მატორიანებმა ჩამოასხეს 1733-1735 წლებში. „მეფე-ზარის“ საერთო წონა 200 ტონაა, მისი დიამეტრი კი 6 მეტრსა და 60 სანტიმეტრს შეადგენს.

გიორგი გურული
წიგნიდან: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია“
ავტორები: ვახტანგ თორაძე, ნინო თორაძე

შესავალი - ბროშურიდან: „მამათა სწავლებანი. ზეცა დედამიწაზე“ II