ნამცხვრები

კექსი (1)

2 ჩაის ჭიქა გახეხილი ვაშლი, 1 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, დანის წვერით მარილი, ვანილი, 1 ლიმონის ცედრა, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს. ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. გამზადებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

მასალა:

გახეხილი ვაშლი - 2 ჩაის ჭიქა
ზეთი - 1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
მარილი - დანის წვერით
ლიმონი - 1 ცალი
ვანილი - გემოვნებით
შაქრის პუდრა - მოსაყრელად

 

თაფლიანი ნამცხვარი (1)

1,5 ჩაის ჭიქა წყალს შეურიეთ 200 გ. გამდნარი მცენარეული მარგარინი ან ქოქოსი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, ძმარში გახსნილი 2 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 4 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ გამზადებული ცომი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. ცხელს მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით რომბისებურ ნაჭრებად.

მასალა:

შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
პურის ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
მცენარეული მარგარინი - 200 გ.
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
თაფლი - 3 სუფრის კოვზი
სოდა - 2 ჩაის კოვზი
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
შაქრის პუდრა - მოსაყრელად

 

ვაშლის ღვეზელი (1)

200 გ. დარბილებულ მარგარინს დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ნელთბილი წყალი, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი (ძმარში გახსნილი) სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი გემოვნებით, დააყარეთ 3-3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტას მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ ცომის ერთი ნაწილი, კოვზით გაასწორეთ თანაბრად, წაუსვით ვაშლის ხილფაფა, ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.

მასალა:

მცენარეული მარგარინი - 200 გ.
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის კოვზი
პურის ფქვილი - 3-3,5 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 2 ჩაის კოვზი
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
ვაშლი - 1 კგ.
შაქრის პუდრა - მოსაყრელად
ვანილი - გემოვნებით

 

ნიგვზიანი რულეტი (1)

250 გ. დარბილებულ მარგარინს მოაყარეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და დანით აკეპეთ კარგად. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალს შეურიეთ ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა და მოზილეთ მარგარინის ფქვილი. ცომი მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. შემდეგ გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. სათითაოდ გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი და გადაახვიეთ. ორივე რულეტი მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე, ზემოდან გადაუსვით გამდნარი მარგარინი, დაჭერით ნაჭრებად (ბოლომდე ნუ ჩაჭრით) და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად.

გულსართის მომზადების წესი: ხორცსაკეპში გატარებულ 2 ჩაის ჭიქა ნიგოზს შეურიეთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.

მასალა:

სამარხვო მარგარინი - 250 გ.
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი, დარიჩინი - გემოვნებით

 

ქადა (1)

125 გ. შერბილებულ მარგარინს შეაზილეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი, შეურიეთ 200 გ. სამარხვო მაიონეზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, ვანილი გემოვნებით და მარილი დანის წვერით. ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე და გაყავით სამ თანაბარ ნაწილად. მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ, დაფარეთ გულსართით და გადაახვიეთ რულეტივით. ფიგურული დანით დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფქვილი.

გულსართის მომზადების წესი: 1 ჩაის ჭიქა ფქვილი მოხალეთ, გააციეთ და შეაზილეთ 125 გ. დარბილებული მარგარინი. შეურიეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მიხაკი და ვანილი გემოვნებით. ხელით ასრისეთ კარგად, ბოლოს დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში. გულსართი გაყავით სამ თანაბარ ნაწილად.

მასალა:

სამარხვო მარგარინი - 250 გ.
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
სამარხვო მაიონეზი - 200 გ.
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, ლომონის ცედრა - გემოვნებით
შაქრის ფქვილი - მოსაყრელად
სოდა - 1 ჩაის კოვზი
მარილი - დანის წვერით
ქიშმიში - 0,5 ჩაის ჭიქა