როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება

მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა“, რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.

სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას:

ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“. როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები...

როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი“ 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები.

1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ“ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა.

მძიმე როკი

როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.

ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“.

შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“.

სატანური როკი

მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გავლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი“ და „№9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.

1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“.

„ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა.

სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ბლექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.

როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:

1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;

აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.

როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.

აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.

ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.

როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“

ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები“.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ.

უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).

ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.

პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვა ფირფიტაზე - თხის თავი, რომელიც სისხლით სავსე ქვაბში იხარშება. ალბომის სათაურია: „თხის თავის სუპი“.

„ლედ ზეპელინებსაც“ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა - „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ“, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი - ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას“. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების“ რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.

სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში - ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.

ელვა - ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“. ანსამბლი „ქისს“ და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?!

ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული“ მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება.

ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთ-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები.

- ამ სიმბოლოს ჩვეულებრივ მშვიდობის ემბლემად ვიცნობთ, მაგრამ მის არსს თუ ჩავუღრმავდებითღ, სულ სხვა რამეს დავინახავთ, ეს არის ამობრუნებული ჯვარი, რომელსაც ორივე ფრთა მოტეხილი აქვს, გარშემო კი შემოვლებულია მაგიური რკალი. წმიდა წერილი მშვიდობის სიმბოლოს ქრისტეს უწოდებს, ხოლო ჯვრის ამობრუნება და მისთვის მშვიდობის სიმბოლოს სახელის წოდება ჭეშმარიტებას ბღალავს და პირდაპირ შეურაცხყოფს მშვიდობის მომნიჭებელ ქრისტეს.

666 – მხეცის რიცხვი, აპოკალიფსში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია. ამიტომ თუკი ვინმე მის შესახებ მღერის ან მას უმღერის, ეს იგივეა, რომ ეშმაკს უმღეროს. ეს რიცხვი გამოსახულია ანსამბლ „ბლექ საბითის“ (ამ ჯგუფის სახელწოდება, რაც თარგმანში შავ შაბათს ნიშნავს, თავისთავად მრავლისმეტყველია) ფირფიტის გარეკანზე. იგივე რიცხვს იყენებენ ანსამბლები „პლაზმატიკი“, „აფროდიტეს პირმშო“, „მის იქსი“ და სხვ. გამოდის ფირფიტები სახელით „მხეცის რიცხვი“.

როკი და ტრანსსექსუალიზმი

როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში“. ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი“, ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში“.

საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის“ ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ“ თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პირველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის“ წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა...

არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში“. თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა - განკითხვის დღე“, „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი“. ეს ყოველივე შემთვევითი არაა.

როკის „წმიდანები“

შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი“, „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს.

ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.

80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვს დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm)

ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“.

იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24).

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.

მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №31 (184), 2002 წ.

 

როკ-ენ-როლის დამანგრეველი ზემოქმედება

უარყოფითი შედეგები:

1) სტატისტიკის მონაცემებით -

დიდი უმრავლესობა როკ-ენ-როლს განიხილავს როგორც გართობის უწყინარ ფორმას, ან - ვითარცა თავქარიანი ახალგაზრდობის წარმავალ გატაცებას... მაგრამ „ბითლზის“ მაგალითი ცხადყოფს საპირისპიროს: როკ-მუსიკას ძალუძს გამოიწვიოს ემოციური გაუწონასწორებლობა, პათოლოგიური ქცევა, თვით ამბოხება და რევოლუციაც კი; როკ-ენ-როლი განყენებულ მუსიკაზე მეტია - ეს არის ახალი კულტურისა და მსოფლიო რევოლუციის ენერგეტიკული ცენტრი...

1981 წელს აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მეტად დამაფიქრებელი სურთი: მოზარდების 87% დღეში 3-7 საათს უსმენს როკ-მუსიკას; პორტატიული აუდიო-აპარატურის გამოჩენის შემდგომ ისინი უკვე დღეში 7-8 საათს უთმობენ აღნიშნულ საქმინაობას („მოსეირნე მსმენელი“); ერთი წლის განმავლობასში გაყიდული გრამფირფიტების 90% მოდიოდა როკ-დისკებზე (130 მილიონი, თუ არ ჩავთვლით 100 მილიონ როკ-ალბომს) - ნუთუ საჭიროა სტატისტიკის კიდევ მოშველიება იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ფენომენი ყოვლისმომცველია და ეხება უკლებლივ ყველა მოზარდს დედამიწის ორივე ნახევარსფეროში?! განა შესაძლებელია, რომ მუსიკალური ბორგნეულობის ამ მოზღვავებამ არანაირი გავლენა არ მოახდინოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, გონებრივმა ზნეობრივ და სულიერ პლანში, როგორც - ინდივიდუუმზე, ასევე - მასაზე?!

მაშ, რა მონაცემები იძლევა საშუალებას, რომ ზუსტად შეფასდეს როკ-ნ-როლის მოქმედება ახალგაზრდობაზე - კერძოდ, და მთელს აუდიტორიაზე - საზოგადოდ?

2) სამედიცინო თვალსაზრისით -

ა) ფიზიკურ ასპექტში:

უკვე ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ როკ-მუსიკა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მძიმე ტრავმებს აყენებს სმენითი აპარატის, მხედველობის, ენდოკრინული და ნერვული სისტემების არეში; ბობ ლარსონმა, თავისი სამედიცინო გუნდითურთ კლივლენდიდან, 200-ზე მეტ პაციენტში რამოდენიმე სავსებით დამაჯერებელი სიმპტომი გამოავლინა ამ მიმართულებით; მათ აღნიშნეს, რომ როკ-მუსიკას ძალუძს გამოიწვიოს უცნაური ეფექტები ადამიანის სხეულში, როგორიცაა: სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება; ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციის მომატება, კერძოდ კი - ლორწოვანი ჯირკვლისა, რომელიც ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესებს არეგულირებს; როდესაც მელოდია მაღლდება - საყლაპავი უკუმშება, ხოლო როცა დაბლდება - იგიც დუნდება; მოსმენის პროცესში ძირითადი მეტაბოლიზმი და სისხლში შაქრის შემცველობა ცვლილებას განიცდის; ამ კუთხით შეინიშნება ერთგვარი „დაკვრა“ ადამიანის ორგანიზმზე, ვითარცა - მუსიკალურ ინსტრუმენტზე, - და მართლაც, ელექტრონული მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი უკვე შეუდგა ადამიანის ტვინზე მანიპულირებას იმგვარად, რომ ჩაიკეტოს მისი ცნობიერებითი შესაძლებლობანი, მსგავსად ნარკოტიკის მოქმედებისა; როკ, თუ პოპ-მუსიკაში დომინანტი რიტმი ჯერ იპყრობს სხეულს, შემდეგ კი ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი ჰორმონალური ფუნქციის სტიმულირებასაც ახდენს, ეს ეფექტები ძლიერდება ბგერის ინტენსივობის ზრდასთან ერთად; 80 დეციბელზე უფრო მაღალი დონის დროს მუსიკა მსმენელში უსიამო შეგრძნებებს იწვევს; 90 დეციბელზე უფრო მაღალი დონის შემთხვევაში ის ორგანიზმისთვის მავნე შეიქმნება; როკ-კონცერტებზე 106-108 დეციბელამდე დაუფიქსირებიათ დარბაზის ცენტრში და თითქმის 120 დეციბელამდე-ორკესტრთან სიახლოვეში, - ამიტომაცაა, რომ სპეციალისტები ახალგაზრდებში ხშირად აწყდებიან ყურთასმენასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რაც ჩვეულებრივ, ჭარმაგთათვისაა დამახასიათებელი; ახალგაზრდებში იმატა, ასევე, გულსისხლძარხვთა დაავადებებმა და ორგანიზმის წონასწორობის ცენტრის მოშლამ...

რაც შეეხება მხედველობას, - სპეციალური განათების ინტენსივობამ და ლაზერული სხივების გამოყენებამ როკ-კონცერტების ზოგიერთ ხშირ სტუმარში მხედველობის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვია - ამის თაობაზე პორფესორი პოლ პიმერი შემდეგ განმარტებას იძლევა; „ზოგიერთი დისკოთეკა განათების ლაზერული სისტემებითაა აღჭურვილი, თვალში მოხვედრისას ასეთი სხივი იწვევს ბადურას დამწვრობას მუდმივი ლაქის წარმოქმნით; გარდა ამისა, მუსიკის რიტმში ხშირად თავბრუსხვევას, გულისრევასა და ჰალუცინატორულ მოვლენებს აღძრავს; ზოგ ქვეყანაში თვით ხელისუფლებამ ამხილა ამგვარი პრაქტიკის საფრთხე ჯანმრთელობისათვის - კერძოდ, ბრიტანეთის მთავრობამ გაფრთხილება ამის თაობაზე გამოაქვეყნა სასკოლო გარემოს უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ბროშურაში...“;

ცნობილი მუსიკალური თერაპევტი ადამ კნისტი როკ-მუსიკის ზემოქმედებისადმი მიძღვნილი თავისი ათწლიანი გამოკვლევის საანგარიშო მოხსენებაში იტყობინება: „როკ-მუსიკის ზემოქმედების პრობლემა, ეჭვგარეშეა, მომდინარეობს ამ მოვლენის ხმაურის დონიდან, რაც პაციენტებში მატერიალიზდება სხვადასხვა სიმპტომით, როგორიცაა; გაუცხოება, გამოფიტვა, ნარცისიზმი, პანიკა, საკვების მონელების მოშლა, ჰიპერტონია და უცნაური ნარკოტიკული მდგომარეობა (არგოტიული - „კაიფი“; ამ ჟარგონულ სიტყვას მეტყველებაში ხშირად ხმარობენ რუსულენოვანი როკ-არტისტები - მთარგ.); როკი არ გახლავთ უწყინარი დროსტარება - ის ნარკოტიკია, თანაც - უმეტესად სიკვდილმოსილი, ვიდრე - თვით ჰეროინი, რომელიც სიცოცხლეს ეგრერიგ უწამლავს ჩვენს ახალგაზრდობას...“

სექსუალური ასპექტთან დაკავშირებით კი ბობ ლარსონის სამედიცინო გუნდი კატეგორიულად ამტკიცებს: „ბას-გიტარით გამოწვეული დაბალი სიხშირის რხევები, რასაც ზედ ერთვის სინათლის განმეროებადი ზემოქმედება, მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს ზურგის ტვინის სითხის მდგომარეობაზე; ეს სითხე, თავის მხრივ, უშუალოდ ზემოქმედებს სეკრეციის მარეგულირებელ ლორწოვან ჯირკვლებზე, რის შემდეგადაც ირღვევა წონასწორობა სქესობრივი და თირკმელზედა ჰორმონებისა, აგრეთვე - ხდება სისხლში ინსულინის დონის არსებითი ცვლილება იმგვარად, რომ ზნეობრივი დამუხრუჭების კონტროლის სხვადასხვა ფუნქცია, ან - შეწყნარებადის ზღვარს ქვემოთ ეშვება, ანდა - მთლიანად ნეიტრალიზდება...“

ბ) ფსიქოლოგიურ ასპექტში:

როგორი დამღუპველიც არ უნდა იყოს როკ-ნ-როლის ფიზიოლოგიური ზემოქმედება მსმენელზე, - მისი ფსიქოლოგიური ზეგავლენის შედეგები კიდევ უფრო საშინელია; შეუძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუქვემდებაროს ადამიანმა საკუთარი პიროვნება როკის დენორმალიზებელ მოქმედებას ისე, რომ არ მიიღოს ღრმა ფსიქო-ემოციონალური ტრავმები; აქ საკმარისი იქნება ჩამოთვლა ათი მათგანისა, რაც ექიმების სამედიცინო-ფსიქიატრიულ ანალიზებში ყველაზე ხშირად ფიგურირებს:

1) ემოციონალური რეაქციების ცვლილება, მომდინარე არაკოტნროლირებადი ძალადობისაკენ სწრაფვის გამუდმებული შეკავებიდან;

2) როგორც ცნობიერი, ასევე - რეფლექტორული, დაკარგვა კონცენტრირების უნარზე კონტროლისა;

3) მნიშვნელოვანი შესუსტება კონტროლისა გონების მუშაობასა და ნებელობაზე, რომელნიც ქვეცნობიერი იმპულსების ზემოქმედებას განუწყვეტლივ ექვემდებარებიან;

4) ნერვულ-გრძნობითი ზეაღგზნება, რაც იწვევს ეიფორიას, შთაგონებითობას და თვით ჰალუცინაციებსაც კი;

5) მეხსიერების, ტვინის ფუნქციებისა და ნერვულ-კუნთური კოორდინაციის სერიოზული დარღვევა;

6) ჰიპნოტიური და კატალეპტიური მდგომარეობა, რაც პიროვნებას „ზომბი“-სა, თუ - რობოტს, მიამსგავსებს;

7) დეპრესიული მდგომარეობა, მისული ნევროზამდე და ფსიქოზამდეც კი, განსაკუთრებით მუსიკისა და ნარკოტიკის შეთავსების შემთხვევაში;

8) მკვლელობისა და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება;

9) სადო-მაზოხისტური აქტების ჩადენის მძაფრი მოთხოვნილება, განსაკუთრებით - დიდ თავყრილობებზე;

10) როკ-კონცერტებისა და როკ-ფესტივალების შემდგომ ნგრევის, ვანდალიზმისა და ამბოხებისაკენ აღვირახსნილი მისწრაფება.

3) ზნეობრივი თვალსაზრისით -

როკ-მუსიკის სისტემატური მოსმენის უარყოფითი შედეგები დაკავშირებულია მსოფლიო როკის ხუთ მთავარ თემასთან - ესენია: სექსი, ნარკოტიკები, ბუნტი, ცრუ რელიგია და ეშმაკისეული ზეგავლენა.

აზროვნება, ნებისყიოფა, ნებელობის თავისუფლება და ზნეობრივი ცნობიერება განიცდიან ეგზომ ძლიერ ზეწოლას გრძნობების ყველა ორგანოდან, რომ სულის ზემორე ჩამოთვლილი თვისებებიდან მომდინარე, საღი განმსჯელობისა და წინააღმდეგობის უნარი ერთობ დაბლაგვებული, ზოგჯერ კი მთლიანად ნეიტრალიზებული აღმოჩნდება ხოლმე; ზნეობრივი და გონებრივი დაბნეულობის ამ მდგომარეობაში „მწვანე შუქი ენთება“ თარეშს მეტადრე ველური, მანამდე შეკავებული, იმპულსებისა, როგორიცაა: სიძულვილი, მრისხანება, ეჭვიანობა, შურისგმებლობა და სექსუალური აღვირახსნილობა - უფრო მეტიც: როკ-ვარსკვლავები შეიქმნებიან არა მარტო მისაბაძ მაგალითად, არამედ - გაღმერთებულ კერპებადაც; მათში კერპთაყვანისმცემლობის მაპროვოცირებული ეს შტრიხები ხშირად ისეთ მძიმე შედეგებს იწვევს, როგორიცაა: ფენომენი - „გრუპიზ“, თვითმკვლელობიანი, განპირობებული საყვარელი როკ-ვარსკვლავის გარდაცვალებით; ზოგჯერ კი მკვლელობებიც, რის ყველაზე გახმაურებულ მაგალითსაც ჯონ ლენონის მოკვდინება წარმოადგენს; ყოველივე წინარეთქმულს თუკი დავუმატებთ ქვეცნობიერში შეჭრას, რაზეც საუბარი უკვე გვქონდა და რაც შეადგენს ცნობიერებაზე ნამდვილ ძალადობას, აგრეთვე - თავისუფალ ნებაზე მანიპულაციას, - ფრიად მძიმე საერთო სურათი იკვეთება; თვით საუკეთესო ზნეობრივ და სულიერ აღზრდასაც კი არ ხელეწიფება დიდი ხნის განმავლობაში გაუძალიანდეს ცნობიერების, გულისა და სულის გარდაუვალ ეროზიას, რომელიც გამოიწვევა როკ-მუსიკის ყოველდღიური, ჩვევადქცეული მოსმენით.

4) სოციალური თვალსაზრისით

ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ როკ-რევოლუციის მიზანია მსმენელი გაათავისუფლოს შემაკავებელი ფაქტორებისაგან; შექმნას მასაზრდოებელი გარემო ახალგაზრდობის ამბოხებისთვის ყველა სახის შეზღუდვათა წინააღმდეგ, როგორიცაა: რელიგია, ოჯახური, ადმინისტრაციული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ბარიერები; ამასთანავე, როკ-კონცერტები და როკ-ფესტივალები ისეთ მასობრივ ისტერიას იწვევს ბრბოში, რომ ბუნტი და შფოთი თვით მათი მიმდინარეობისას სტიქიურად ვითარდება ხოლმე;

„ბითლზის“ კონცერტზე ვანკუვერში (კანადა) 10 წუთის განმავლობაში 100-მდე ადამიანი გაითელა და მძიმედ დაიჭრა;

მელბურნის (ავსტრალია) როკ-ფესტივალზე 1000-მდე ადამიანი სერიოზულად დაშავდა;

ბეირუთში (ლიბანი) როკ-ფანატების უკონტროლო ბრბო დაშლილ იქნა 5 ბრანდსპოიტის მეშვეობით;

„როლინგ სთოუნზის“ ფესტივალმა ელტემონტში (აშშ) მიიზიდა 300000-მდე მსმენელი, რომელთაგანაც ზოგიერთი სულხეთვისა და ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღებისაგან დაიღუპა;

ცინცინატში (აშშ), რივერ ფრანტის კოლოზეუმში, 1075 წლის 25 დეკემბერს 11 ადამაინი სასიკვდილოდ გაითელა ფეხქვეშ ათიათასკაციანი ბრბოსი, რომელმაც „საშობაო“ როკ-ფესტივალზე მოსახვედრად ხელოვნური ღობურები გაარღვია და არეულობაში ჭყლეტა წარმოიქმნა;

650-მა ხალგაზრდამ თავიანთი სიცოცხლის დასასრული ჰპოვა ერთ-ერთი „უიკენდის“ დროს ღია ცის ქვეში გამართულ როკ-ფესტივალზე, ლოს-ანჟელოსში; ამ ტრაგედიის შესახებ ტელესტუდია „40“-მა (კალიფორნია) გადასცა რეპორტაჟი, რომელშიც აღნიშნა, რომ მუნიციპალური მორგის უკვე გადატვირთულობის გამო, დაღუპულთა 650-ვე ცხედარი დერეფნის ორთავე კედლის გაყოლებით მწკრივულად იქნა დასვენებული; სიკვდილის საშინელი სუნი მთელს შენობაში დატრიალდა; გვამების ამოცნობა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მსხვერპლს ძირითადად შეადგენდნენ მოზარდები, რომელთაც თავიანთი ოჯახები მიატოვეს ჯგუფ-ჯგუფად უსახლკაროდ ცხოვრობდნენ - ისინი ფესტივალზე ლოს-ანჟელოსის გარეუბნებიდან მოედინენ; პასტორი გრინვალდის მოწმობით, ჟურნალისტ ქალ ჯუდი არგაზონის, რომელსაც ადგილიდან რეპორტაჟი მიჰყავდა - სატანა ყურში ჩასჩურჩულებდა: „აი, ისინიც! დააკვირდი ჩემს ნადავლს! ამ დარბაზში ჩემი ნადავლის გამოფენაა!“...

დასასრულს მოგვაქვს ციტატა ფრენკ ჰარლოკის ნაშრომიდან - „დიდი ბიტი“: „ქაოსისა და უწესრიგობის ინსპირატორინი ვერ იპოვიდნენ როკ-ნ-როლზე უკეთეს შუამავალს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობისთვის საკუთარი იდეებისა და ფილოსოფიის გადასაცემად; ასე, მაგალითად, ორ ქვეყანაში, სადაც როკ-მუსიკა განსაკუთრებით პოპულარულია, აშშ-სა და ინგლისში არა მარტო ახალგაზრდობის ზნეობრივი დეგრადაცია აღინიშნება, არამედ მოზარდების მიერ ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულთა რაოდენობის ზრდაც, ქორწინების გარეშე ნაშობი ბავშვების რიცხვის მატებაც და სხვადასხვა სახის ძალადობის აქტების, მკვლელობებისა და თვითმკვლელობების მომრავლებაც...“

ზემოთ მოტანილი ფაქტების ერთობლიობა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში როკ-რევოლუციამ მოზარდი თაობის ისეთი ღრმა ხრწნილება გამოიწვია, როგორსაც აქამდე ისტორიაში ადგილი არ ჰქონია; იმ დროს, როდესაც მთავრობები მილიარდებს ხარჯავენ ეკოლოგიის სასარგებლოდ, - მათ არ აღმოაჩნდათ არც რესურსები, არც საშუალებანი და არც კეთილი ნება „თინეიჯერთა“ სულიერი, ზნეობრივი და ხორციელი დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად - იმ ყმაწვილთა გადასარჩენად, რომელნიც ახალი გამალენილი ფლეიტისტის მსხვერპლნი შექმნილან; ამ საყოველთაო გულგრილობის პირობებში განა გასაკვირია, რომ ბოლოს თავად ხელისუფლება და საზოგადოება სავსებით უმწეო აღმოჩნდეს ხოლმე როკ-სატანიზმით გამოწვეული სხვადასხვა უბედურებების წინაშე?! როგორც ამბობს ძველი ანდაზა: „გახრწენით ახალგაზრდობა და თქვენ სძლევთ მთელს ერს!“...

ჟურნალი „ივერიის გაბრწყინება“, № 2 (30), 1999 წ.

 

როკ-ჯგუფების სიმღერების სატანური ტექსტები

1. ნაწყვეტი როკ-ჯფუგ „ქისსის“ (KISS - ზოგიერთი მოსაზრებით, ესაა აბრევიატურა ფრაზისა „Kings/Kids in Satan Service“ - „მეფეები/ბავშვები სატანის სამსახურში“) სიმღერიდან „ჭექა-ქუხილის ღმერთი“:

„მე აღმზარდა დემონმა
და მომამზადა, რომ მასავით მბრძანებელი ვყოფილიყავი;
მე ვარ მეუფე უდაბნოსი -
თანამედროვე რკინის ადამიანი.
მე გარს შევიკრებ წყვდიადს, რათა მივიღო სიამოვნება
და მე გიბრძანებ შენ: დაემხე მუხლებზე,
ჭექა-ქუხილის ღმერთის წინაშე,
რომელიც არის როკ-ნ-როლის ღმერთი!“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

GOD OF THUNDER

You’ve got something about you
You’ve got something I need
Daughter of aphrodite
Hear my words and take heed
I was born on olympus
To my father a son
I was raised by the demons
Trained to reign as the one

God of thunder and rock and roll
The spell you’re under
Will slowly rob you of your virgin soul

I’m the lord of the wastelands
A modern day man of steel
I gather darkness to please me
And I command you to kneel
Before the

God of thunder and rock and roll
The spell you’re under
Will slowly rob you of your virgin soul

I am the lord of the wastelands
A modern day man of steel
I gather darkness to please me
And I command thee to kneel
Before the

God of thunder and rock and roll
The spell you’re under
Will slowly rob you of your virgin soul

მონეალის „გაზეტ“-მა 1983 წელს გამოაქვეყნა სამოქალაქო მიწერილობა, რომელიც ავალდებულებს ჯგუფ „ქისსის“ ყველა წევრს, ფიცის ქვეშ ხელი მოაწერონ ჩვენებას, რომ პრაქტიკულად არ მისდევენ სატანისტურ კულტს, - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ მიეცემათ უფლება კანადაში კონცერტების გამართვისა...

2. მძიმე, იგივე - ხისტი როკის მიმდევარი ჯგუფი „ას/დს“ (AC/DC - აბრევიატურა ფრაზისა „AntiChrist/Devil's Child“ - „ანტიქრისტე/დემონის შვილი“) „უგალობს“ ჯოჯოხეთის ზარებს ამავე სახელწოდების სიმღერაში („ჯოჯოხეთის ზარები“):

„მე ვარ ჭექა-ქუხილი
წვიმის დამღვრელი,
მე მოვდივარ როგორც გრიგალი
და ჩემი გაელვებანი ცას ანათებს!
შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ,
მაგრამ მალე მოკვდები!
მე არ ავიყვან ტყვეებს,
მე არ დავინდობ არავის სიცოცხლეს,
და წინაც ვერავინ აღმიდგება!
მე მოვიპოვე ჩემი ზარები
და მე წაგიყვან შენ ჯოჯოხეთში!
მე მოგიპოვებ შენ!
ჯოჯოხეთის ზარები,
დიახ,
ჯოჯოხეთის ზარები!“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

HELLS BELLS

I'm rolling thunder, pouring rain
I'm coming on like a hurricane
My lightning's flashing across the sky
You're only young but you're gonna die
I won't take no prisoners won't spare no lives
Nobody's putting up a fight
I got my bell I'm gonna take you to hell
I'm gonna get ya, satan get ya

Hells bells
Hells bells, you got me ringing
Hells bells, my temperature's high
Hells bells

I'll give you black sensations up and down your spine
If you're into evil, you're a friend of mine
See the white light flashing as I split the night
Cos if good's on the left then I'm sticking to the right
I won't take no prisoners won't spare no lives
Nobody's puttin' up a fight
I got my bell I'm gonna take you to hell
I'm gonna get ya satan get ya

Hells bells
Hells bells, you got me ringing
Hells bells, my temperature's high
Hells bells

Hells bells, satan's coming to you
Hells bells, he's ringing them now
Those hells bells, the temperature's high
Hells bells, across the sky
Hells bells, they're taking you down
Hells bells, they're dragging you down
Hells bells, gonna split the night
Hells bells, there's no way to fight
Hells bells

3. პანკ-ჯგუფ „მკვდარი კენედის“ („Dead Kennedys“) სიმღერა სახელწოდებით - „მე ვხოცავ ბავშვებს“.

„მე ვხოცავ ბავშვებს,
მე ვაიძულებ იქვითინონ მათმა დედებმა, -
ვსრეს მათ ავტომობილით,
მე მსურს ვისმინო მათი კივილი,
ვკვებავ მათ მოწამლული კამფეტებით,
და ვუშხამებ მათ ჰელოუინის დამდეგს“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

I KILL CHILDREN

I kill children
I love to see them die
I kill children
And make their mamas cry
Crush 'em under my car
I wanna hear them scream
Feed 'em poison candy
To spoil their Halloween

So your're in the kids' ward
You're in there cos you're ill
How about some Pavulon
So I can see you chill

Time to hit the scool bus
I think I'll shoot the tires
Offer them a helping hand
Of open telephone wires

Ever wanted to die?
Of course you have
But I won't till I get my revenge
I don't wanna see people any more

Things I never ever saw before
Make me see them for the shit they are
Take as many as I can away with me
Anyone can be king for a day

So I kill children
I love to see them die
I kill children
And make their mamas cry
I bang their heads in doors
I kill children
Can hardly wait for yours

4. ჯგუფ „ჰიმ“-ის (HIM - აბრევიატურა ფრაზისა „His Infernal Majesty“ - „მისი ჯოჯოხეთური უდიდებულესობა“) ერთი შეხედვით სატრფიალო სიმღერა „შენი ტკბილი 666“:

„მე ველოდები შენს ძახილს
და მე მზად ვარ მივიღო შენი 666 ჩემს გულში
მე სულმოუთქმელად ველოდები შენს შეხებას
და ვიღებ შენს 666-ს ჩემს გულში“

სიმღერის ტექსტის ორიგინალი:

YOUR SWEET SIX SIX SIX

There are things you should know
The distance between us seems to grow
But you're holding on strong
Oh how hard it's to let go, oh so hard to let go
I'm waiting for your call
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

I'm losing my faith in you
You don't want it to be true
But there's nothing you can do, oh
There's nothing you can do
Yes I've lost my faith in you

I'm waiting for your call
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

How long we have to wait
For love is fading so slowly
I know it's too late
Oh my god you're so lonely

I'm waiting for your call
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

I'm ready for that ball
And I'm ready to take your six six six in my heart
I'm longing for your touch
And I welcome your sweet six six six in my heart

In my heart
In my heart
In my heart

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია როკ-ჯგუფების სატანური რეპერტუარიდან.

 

* * *

აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ინგლისურენოვანი სტატია:

ROCK MUSIC - DAVIL'S ADVOCATE by Terry Watkins
http://www.av1611.org/rock.html

 

როკ-მუსიკის შესახებ

ქრისტიანი ახალგაზრდების უმეტესობა მუსიკის ერთგული უფროა, ვიდრე ქრისტესი

ცნობილია, რომ როკ-მუსიკა გამოჩენისთანავე მეამბოხური სულისკვეთებისა იყო. იგი თავიდანვე ამხედრებდა ადამიანს მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ახლა კი ზოგიერთი როკ-ჯგუფი ღიად მოუწოდებს ტრადიციული ქრისტიანული პრინციპების უარყოფისაკენ.

ალ მენკონი, როკ-მუსიკის სპეციალისტი ამტკიცებს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ქრისტიანი ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებთანაც მე მიწევს ურთიერთობა, მუსიკის ერთგული უფროა, ვიდრე ქრისტესი. მუსიკა თანამედროვე თაობის ენაა... თანამედროვე თაობა უბრალოდ კი არ უსმენს მუსიკას, ის ღრმად განიცდის მას. მუსიკა მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება“.

მიკ ჯაგერი „როლინგ-სტოუნზ“-ის მომღერალი ამბობს: „არ არსებობს უვნებელი, ოჯახზე ორიენტირებული როკის სიმღერა“. ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „მძიმე მეტალის“ შვიდასი ყველაზე პოპულარული სიმღერიდან 50%-ში ლაპარაკია მკვლელობაზე, 35%-ში სატანიზმზე, 17%-ში კი - თვითმკვლელობაზე.

შედეგიც სახეზეა: ქალაქ ჯეფერსონ-ტუანშიპში, ნიუ-ჯერსის შტატში, ყმაწვილმა თომა სილოვანმა საკუთარი სახლის სარდაფში დანით განგმირა თავისი დედა  ბეტტი ანა. სახლის დაწვის მიზნით მან ცეცხლი მოუკიდა დივანს, რათა ამ გზით მოეკლა მამა და უმცროსი ძმა, შემდეგ გარეთ გამოიქცა და ხელებზე ვენების გადაჭრით თავი მოიკლა. მთელი კვირა დანაშაულის ჩადენამდე თომა ღიღინებდა როკ-სიმღერას სისხლსა და დედის მკვლელობაზე. მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ თომა ნიჭიერი სტუდენტი, შესანიშნავი სპორტსმენი და სკაუტი იყო. შემდეგ ის როგორღაც გაიტაცა „მძიმე მეტალმა“. დანაშაულის ჩადენამდე მან მეგობრებს გაუმხილა, რომ მას სატანა გამოეცხადა და უბრძანა თავისი ოჯახის ამოხოცვა.

თვითმკვლელობა სატანის სახელით

როკ-მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი თვითმკვლელობას ქადაგებს. სიმღერაში „Suicide's alternative“ ნათქვამია: „მე მომბეზრდა სიცოცხლე - ის აუტანელია. მე დათრგუნული ვარ და დავიღალე - არავის ანაღვლებს ეს. მე მეზიზღება საკუთარი თავი - არ მინდა სიცოცხლე. მომბეზრდა სიცოცხლე - დროა სიკვდილისა. თვითმკვლელობა - აი გამოსავალი. შესწირე სიცოცხლე და ჩაიდინე თვითმკვლელობა. სატანის სახელისათვის თუ იზამ ამას იქნები უკვდავი, როგორიც ისაა“. - ესაა ნათქვამი „მძიმე მეტალის“ ჯგუფის მიერ ლუციფერისადმი მიძღვნილ სიმღერაში.

ახალგაზრდობის დაწვრილებითი გამოკითხვის შედეგად დოქტორმა ვოზმამ დაასკვნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა თვალყური ადევნონ, რას უსმენენ მათი შვილები და ყურადღება მიაქციონ მათ მიერ გამოვლენილ ნებისმიერი არანორმალურ სიმპტომებს.

მსგავსი გამოკითხვის შედეგად საზოგადოება „National Association“-მა დაასკვნა, რომ წელიწადში დაახლოებით 6000 ახალგაზრდის თვითმკვლელობა გამოწვეულია ნიჰილისტური და ფატალისტური მუსიკის ზეგავლენით.

როკი სტიმულს აძლევს ნარკოტიკების მოხმარებას

სექსისა და ძალადობის გარდა როკ-მუსიკა ხელს უწყობს ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას. „Fost Medicine“-ის ერთ-ერთი გამოკვლევის დასკვნაში ნათქვამია: ფაქტები გვიდასტურებენ, რომ როკ-მუსიკა, როგორც წესი სტიმულს აძლევს ნარკოტიკების მოხმარებას, გარკვეულ სექსუალურ კავშირს და გაშმაგებულ მოქმედებას.

„ეს მუსიკა ცეცხლში ბენზინის ჩამატების მსგავსია, რომელიც სიძულვილითა და გაბოროტებით იწვის“, - თქვა ტენისის უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა ფსიქიატრიის კლინიკის პროფესორმა პაველ კინგმა. კინგის სიტყვით, მისი ახალგაზრდა პაციენტების 80% ყოველდღიურად უსმენდა „მძიმე მეტალის“ მუსიკას.

დაკანონებული გარყვნილება

ფაქტები გვიჩვენებენ, რომ როკ-მუსიკა სტიმულს აძლევს სქესობრივ გარყვნილებას. ჟურნალ „As Nius Veldrefort“-ის მიხედვით 1990 წლის მარტისათვის არსებობდა 13 როკ ჯგუფი, რომლებსაც მამაკაცის სასქესო ორგანოების სახელები ერქვა, ექვსს - ქალთა სასქესო ორგანოებისა, ოთხს - სიტყვა სპერმის სხვადასხვა ვარიანტის სახელი, რვას - აბორტთან დაკავშირებული სახელი, ათ ჯგუფს სხვადასხვა სექსუალური აქტის საპატივცემული სახელი ერქვა, ხოლო რვა თავის დასახელებაში შეიცავდა დედის საგინებელ სიტყვებს. ადვილად წამოსადგენია, როგორი ცვლილებები მოხდებოდა „ამ მიმართულებით“ განვლილი დროის განმავლობაში!

თანამედროვე როკ-მუსიკა გაჯერებულია ქორწილის გარეშე კავშირის, მეუღლეობრივი ღალატის, სადიზმის, მაზოხიზმის, ჰომოსექსუალიზმის, გაუპატიურებისა და ნარკოფილიის ელემენტებით. ხშირია როკ-სიმღერები, რომლებიც ნებისმიერ პიროვნებასთან სექსისკენ აქეზებენ. ნათელია, რომ როკ-ნ-როლის უმეტესი კომპოზიტორების ნაწარმოებებში გარყვნილება შელამაზებულია და წარმოდგენილია როგორც მიმზიდველი რამ.

შეიძლება შევნიშნოთ, ბოლო დროს როგორ გადაედინება მსგავსი როკ-სიბილწე პოპ-მუსიკაში და ამ სახით მუსიკის განუყოფელი ნაწილი ხდება. მშობლებმა არ უნდა დატოვონ უყურადღებოდ მათ შვილებზე როკ-მუსიკის უდიდესი გავლენა. ადამიანის ფასეულობათა სისტემა ხომ ახალგაზრდობისა და სიყრმის პერიოდში ყალიბდება.

მართლმადიდებელთათვის ნათელია, რომ ღვთის გმობა, უხამსობა, გარყვნილება და ძალადობა, რომლებსაც თანამედროვე როკ-მუსიკა ქადაგებს, ადამიანთა ხსნის შესახებ ღვთის ნების საწინააღმდეგოა.

„შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღვთისა მიერ“

თანამედროვე მძაფრი მუსიკის პრობლემა გვიჩვენებს თანამედროვე საზოგადოების უფრო ღრმა სენს. შესაძლოა, როკ-სიმღერების მოწოდება იმიტომ იზიდავს ახალგაზრდობას, რომ ისინი ვერ ხედავენ ცხოვრებაში ამაღლებულ ორიენტირებს და არ სჯერათ უფროსი თაობის იდეალებისა. ამ მუსიკით ისინი გამოხატავენ პროტესტს თავანთი მშობლებისადმი, რომელთა რწმენაც მათ დაკარგეს. ამ თვალსაზრისით მშობლებმა სერიოზულად უნდა შეაფასონ, თუ რამდენად შეესაბამება მათი ოჯახის ცხოვრების წესი ქრისტიანულ სწავლებას. ლოცულობს თუ არა ოჯახის ყველა წევრი ღვთისადმი, დადიან თუ არა ტაძარში, ეზიარებიან თუ არა, იცავენ თუ არა მარხვებს, საუბრობენ თუ არა ღმერთზე? თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად გაუჩნდებათ ბავშვებს სულიერი სიცარიელე, რომელსაც ისინი შეავსებენ იმით, რაც კი შეხვდებათ გზაზე. რა თქმა უნდა, გარემოს გავლენა ძალიან დიდია, ხშირად მშობლები უძლურნიც აღმოჩნდებიან მის წინაშე. მაგრამ სასოწარკვეთა არ შეიძლება. ღიად, გულახდილად უნდა ვისაუბროთ ბავშვებთან თანამედროვე პრობლემებზე და უნდა ავუხილოთ თვალი იმაზე, რაც ემუქრებათ მათ. მთავარი კი ღვთისადმი ლოცვაა, რათა მან თავისი გზებით მიიყვანოს ისინი ცხონებამდე, „რამეთუ შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღვთისა მიერ!“

მოამზადა ვლადიმერ სარიშვილმა
წიგნიდან „Игра с огнем“