ძველი აღთქმა

პირველი ნეშტთა

თავი მეექვსე

1. ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი და მერარი.

2. კეხათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.

3. ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელყაზარი და ითამარი.

4. ელყაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი.

5. აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი.

6. ყუზმა შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი.

7. მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.

8. ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი.

9. ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი.

10. იოხანანმა შვა ყაზარია (ეს იმ ტაძარში მღვდლობდა, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში).

11. ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.

12. ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,

13. შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია.

14. ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი.

15. იეჰოცადაკი წავიდა, როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა.

16. ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი, მერარი.

17. აჰა, გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.

18. კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.

19. მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით.

20. გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა,

21. მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.

22. კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი,

23. მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი,

24. მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია, მისი ძე საული.

25. ელკანას ძენი: ყასამაი და ახიმოთი.

26. ელკანა. ელკანას ძენი: მისი ძე ცოფაი, მისი ძე ნახათი,

27. მისი ძე ელიაბი, მისი ძე იეროხამი, მისი ძე ელკანა.

28. სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია.

29. მერარის ძენი: მახლი, მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმყი, მისი ძე ყუზა,

30. მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.

31. აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ.

32. სადღესასწაულო კარავთან გალობით ასრულებდნენ სამსახურს, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის სახლს ააშენებდა. ისინი თავიანთი სამსახურის წესისდამიხედვით იდგნენ.

33. აჰა, ისინი, სამსახურს ვინც ეწეოდნენ და მათი ძენი:

34. ელკანას ძე, იეროხამის ძე, ელილელის ძე, თირხას ძე,

35. ცუფის ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ყამასაის ძე,

36. ელკანას ძე, იოელის ძე, ყაზარიას ძე, ცეფანიას ძე,

37. თახათის ძე, ასირის ძე, აბიასაფის ძე, კორახის ძე,

38. იცჰარის ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე.

39. მისი ძმა ასაფი მის მარჯვნივ მდგომი, ასაფ ბერექიას ძე, შიმყას ძე,

40. მიქაელის ძე, ბაყასეას ძე, მალქიას ძე,

41. ეთნის ძე, ზერახის ძე, ყადიას ძე,

42. ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმყის ძე,

43. იახათის ძე, გერშომის ძე, ლევის ძე,

44. მერარის ძე, მათი ძმები მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყავდის ძე, მალუქის ძე,

45. ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე,

46. ამცის ძე, ბანის ძე, შამერის ძე,

47. მახლის ძე, მუშის ძე, მერარის ძე, ლევის ძე.

48. მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი.

49. აარონი და მისი ძენი აღსავლენის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ. წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც მოსემ ბრძანა, ღვთის მორჩილმა.

50. აჰა, აარონის ძენი: მისი ძე ელყაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი,

51. მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახია,

52. მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,

53. მისი ძე ცადოკი, მისი ძე ახიმაყაცი.

54. ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით, ერგოთ აარონიანებს, კეჰათელთა საგვარეულოდან, რადგან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ.

55. მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.

56. ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს.

57. აარონიანებს მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით,

58. ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით,

59. ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით,

60. ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ ცამეტი ქალაქი იყო.

61. ნოლო დანარჩენ კეჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით.

62. გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალის და მენაშეს ტომებიდან ცამეტი ქალაქი ერგოთ ბაშანში.

63. მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან თორმეტი ქალაქი შეხვდათ წილისყრით.

64. ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებითურთ ისრაელიანებმა ლევიანებს.

65. წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ.

66. კეჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალაქები ეფრემის ტომისგან მიიღეს.

67. მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი, ეფრემის მთაზე, თავის სანახებიანად, გეზერი თავისი სანახებით,

68. იაკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით,

69. აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით.

70. მენაშეს ტომის ნახევრიდან ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანრჩენ საგვარეულოს.

71. გერშომიანებს, მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავის სანახებიანად და ყაშთაროთი თავის სანახებიანად.

72. ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში თავის სანახებიანად, დაბრაში თავის სანახებიანად,

73. რამონი თავის სანახებიანად, ყანემი თავის სანახებიანად.

74. აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის სანახებიანად, ყაბდონი თავის სანახებიანად,

75. ხუკოკი თავის სანახებიანად, რეხობი თავის სანახებიანად.

76. ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში, გალილეაში თავის სანახებიანად.

77. დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს: რიმონო თავის სანახებიანად და თაბორი თავის სანახებიანად.

78. იორდანეს გადაღმა, იერიხონთან, იორდანეს აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავის სანახებიანად, იახცარი თავის სანახებიანად,

79. კედმოთი თავის სანახებიანად და მეფაყი თავის სანახებიანად.

80. გადის ტომიდან მისცეს: რამოთი გალაადში თავის სანახებიანად,

81. ხეშბონი თავის სანახებიანად და იაყზერი თავის სანახებიანად.