ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეთხუთმეტე

1. წილად ხვდა იუდაელთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან ცინის უდაბნო, სამხრეთით, თემანის ბოლოში.

2. სამხრეთის საზღვრად ჰქონდათ - მარილოვანი ზღვის კიდიდან, ყერიდან სამხრეთის მიმართულებით.

3. გადის სამხრეთით ყაკრაბიმის ზეგანისკენ: გაივლის ცინს, სამხრეთის მხრიდან ადის კადეშ-ბარნეასკენ, გაივლის ხეცრონს, ადის ადარასკენ და უხვევს კარ-კაყასთან,

4. გაივლის ყაცმონს და გადის ეგვიპტის ხევზე, ზღვამდე აღწევს საზღვარი. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრამდე.

5. აღმოსავლეთის საზღვარი მარილოვანი ზღვაა, იორდანეს შესართავამდე; ჩრდილოეთის საზღვარი - ზღვის ყურიდან, იორდანეს შესართავიდან.

6. ადის საზღვარი ბეთ-ხოგლასკენ, გაივლის ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას, ადის საზღვარი რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან.

7. ადის საზღვარი დაბირისკენ; ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხვევს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით; გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან.

8. ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.

9. მთის თხემიდან უხვევს ნეფთოახის წყაროსთან, მიდის ყეფრონის მთების ქალაქებისკენ და უხვევს საზღვარი ბაყალასკენ, ანუ კირიათ-იეყარიმისკენ.

10. უხვევს საზღვარი ბაყალადან დასავლეთით სეყირის მთამდე, გასდევს იეყარიმის მთის ჩრდილოეთ კალთებს, ანუ ქესალონს, ეშვება ბეთ-შემეშისკენ და გადის თიმნაზე.

11. მისდევს საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, უხვევს საზღვარი მიქრონისკენ, გადის ბაყალას მთაზე და აღწევს იაბნიელს. წყდება საზღვარი ზღვასთან.

12. დასავლეთის საზღვარი არის დიდი ზღვა, ეს არის იუდაელთა საზღვარი ირგვლივ, საგვარეულოების მიხედვით.

13. ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.

14. აჰყარა იქიდან ქალებმა ყანაკის სამი ნაშიერ: შეშაი, ახიმანი და თალმაი - ყანაკის ნაშობნი.

15 . იქიდან დაბირელებისკენ გაემართა; უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა.

16. თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.

17. ღოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.

18. ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,

19. მიუგო: მომეცი კურთხევა: რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი. და მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.

20. ეს არის იუდაელთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.

21. აი, რომელი ქალაქები იყო იუდაელთა შტოს კიდეზე, ედომის საზღვართან, სამხრეთით: კაბციელი, ყედერი და იაგური.

22. კინა, დიმონა და ყადყადა,

23. კედეში, ხაცორი და ითნანი;

24. ზიფი, ტელემი და ბაყალოთი;

25. ხაცორ-ხადათა, კირიოთი, ხეცრონი, ანუ ხაცორი;

26. ამამი, შემაყი და მოლადა;

27. ხაცარ-გადა, ხეშმონი და ბეთ-ფალეტი;

28. ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი და ბიზიოთია;

29. ბაყალა, ყიიმი და ყაცემი;

30. ელთოლადი, ქესილი და ხორმა;

31. ციკლაგი, მადმანა და სანსანა;

32. ლებაოთი, შილხიმი, ყაინი, რიმონი. სულ ოცდაცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ.

33. ბარში: ეშთაოლი, ცორყა და აშნა;

34. ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი და ჰაყენამი;

35. იარმუთი, ყადულამი, სოქო და ყაზეკა;

36. შაყარაიმი, ყადითაიმი, ჰაგედერა, გედეროთაიმი - თოთხმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

37. ცენანი, ხადაშა და მიგდალ-გადი;

38. დილყანი, ჰამიცფე და იოკთელი;

39. ლაქიში, ბაცკათი და ყეგლონი;

40. ქაბონი, ლახმასი და ქითლიში;

41. გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა, მაკედა - თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

42. ლიბნა, ყეთერი და ყაშანი;

43. იფთახი, აშნა და ნეციბი;

44. კეყილა, აქზიბი და მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ;

45. ყეკრონი თავისი სოფლებითა და დაბებითურთ.

46. ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდს და მის სოფლებს ესაზღვრება.

47. აშდოდი თავისი დაბებითა და სოფლებითურთ, ღაზა თავისი სოფლებითა და დაბებითურთ ეგვიპტის ხევამდე. საზღვარი დიდი ზღვაა.

48. მთაზე: შამირი, იათირი და სოქო;

49. დანა, კირიათ-სანა, ანუ დაბირი;

50. ყანაბი, ეშთემო და ყანიმი;

51. გოშენი, ხოლონი და გილო - თერთმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

52. არაბი, დუმა და ეშყანი;

53. იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;

54. ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ.

55. მაყონი, ქარმელი, ზიფი და იუტა;

56. იზრეყელი, იოკდეყამი და ზანოახი;

57. ჰაკაინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

58. ხალხული, ბეთ-ცური და გედორი;

59. მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი - ექვსი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

60. კირიათ-ბაყალი, ანუ კირიათ იეყარიმი და ჰარაბა - ორი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

61. უდაბნოში: ბეთ-ჰაყარაბა, მიდინი და სექაქა;

62. ჰანიბშანი, ყირ-ჰამალახი, ყენ-გადი - ექვსი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

63. იებუსეველები, იერუსალიმის მკვადრნი, ვერ აჰყარეს იუდაელებმა და დღემდე ცხოვრობენ იებუსეველები იერუსალიმში.