ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დაადო ხარკი მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.

1

და დაწერა მეფემანცა ასჳრეოს დასასრული ქუეყანისა და ჭალაკთა ზღჳსათა ჴელმწიფებისაებრ მისისა.

2 მისი სიქველისა და გმირობის საქმე, მარდოქაის დიდების ამბავი, როგორ განადიდა იგი მეფემ, მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 2 სიმდიდრე სუფევისა მისისა და სიმჴნე ბრძოლათა მისთა... და მარდოქეოსთჳს და ორთა მათ საჭურისთა და ამანისთჳს ძჳრისმზრახველისა ჰურიათასა და ესთერისთჳს, და ვითარ-იგი იდიდა მარდოქე. ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სპარსთა და უჟიკთასა, წიგნისსამარხავთა შინა შუშანს, ქალაქსა სამეუფოსა სპარსთა და უჟიკთასა, ასოცდაშვიდთა სოფელთა მისთასა
3 რადგან იუდაელი მარდოქაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, იუდაელთა შორის განდიდებული და დაფასებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავის ერისათვის და სიტყვის შემწევი მთელი თავისი მოდგმის სამშვიდობოდ. 3 ხოლო მარდოქე იპყრობდა ასჳრეოს მეფესა სპარსთა და უჟიკთასა, რომელ არს არტაქსექს. და იყო იგი წინაშე სპარსთა და უჟიკთა მეფობასა ასჳრეოსისასა და საყვარელ ყოველთა.
    4 და წინამძღვარ ჰურიათა და დიდებასა ყოველთა ნათესავთა მისთა მოატყუებდა.
    5 და თქუა მარდოქე: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რამეთუ მის მიერ არს ესე ყოველი,
    6 რამეთუ მომეჴსენა მე ჩვენებისა მის, რომელი ვიხილე, სიტყვათა ამათთჳს. და არა დააკლდა მათგანი სიტყვა ერთიცა,
    7 რამეთუ მცირე იგი წყარო, რომელი იქმნა მდინარე დიდ - ესთერ, რომელი შეირთო მეფემან. ხოლო ჴმანი იგი შფოთნი და ქუხილნი და ძრვანი და შეძრწუნებულნი ქუეყანასა ზედა წარმართთანი იგი არიან, რომელნი შეკრებილ იყვნეს ჩუენ ზედა წარწყმედად ჩუენდა. ხოლო ნათელი, რომელი გამობრწყინდა ჩუენ ზედა, და მდაბალთა შთანთქნეს დიდებულნი. სასჯელი ღმრთისაჲ არს, რომელი მიყო ჩუენ საუკუნემან, ოდეს-იგი შეკრბეს ჩუენ ზედა წარწყმედად სახელისა ჩუენისა წარმართნი. ხოლო ნათესავი ჩემი არს ისრაჱლი, რომელმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და ცხონდა
    8 ხოლო ორნი იგი ურჩხულნი - დევნა - მე ვარ მარდოქე და ამან, ნათესავისა ჩუენისა მბრძოლი, ოდეს-იგი იზრახა დამოკიდება ჩემი ძელსა, ხოლო ღმერთმან მიაქცია ბოროტი მისი მისავე ვიდრე აქა დღედმდე.
    9 და იჴსნა ღმერთმან ერი თჳსი და განმარინა ჩუენ უფალმან ყოველთა მათგან ბოროტთა. და განამართლა ღმერთმან სამკჳდრებელი თჳსი. და განარინა უფალმან ებრაელი, ერი თჳსი, რომელი გამოიყვანა ეგჳპტით ნათესავისაგან მაჭირვებელისა. ესე სასჯელი ღმრთისაგან იყო ჩუენდა მიმართ. და ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდნი, რომელი არასადა ექმნა ნათესავთა შორის ქუეყანისათა
    10 და ყვნა ნაწილნი ორნი: ერთი ერსა ღმრთისასა, და ერთი ყოველთა შორის წარმართთა.
    11 და გამოჰჴდეს, ორნი ესე წელნი ჟამად და დღედ სასჯელისა საუკუნისა ყოველთა შორის წარმართთა.
    12 მოიჴსენა უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი: და ყოველმან ერმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და თქვეს ჴელითა დიდითა და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, რომელმან მოიჴსენე აღთქუმა მამათა ჩუენთა მიმართ, ამინ.