ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 150

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.

1

ალელუაჲ. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;

2 ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით. 2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა;
3 ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. 3 აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა;
4 ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით. 4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;
5 ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. 5 აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა;
6 ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი! 6 ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაჲ.