ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მალაქია წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
  თავი მესამე    
19 რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს. 1

მით, რამეთუ, აჰა, დღე მოვალს უფლისაჲ შემწუელი ვითარცა თორნე და აღაგზნნეს იგინი და იყვნენ ყოველნი სხუა ნათესავნი და ყოველნი მოქმედნი უსჯულოთანი ლელწამი, და აღანთნეს იგინი მომავალმან დღემან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და არა დაშთეს მათი ძირი, არცა რტოჲ.

20 ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით. 2 და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე სიმართლისა და კურნებაჲ შორის ფრთეთა მისთა. და გამოხჳდეთ და სტულობდეთ და ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ჴსნილნი საკრველთაგან.
21 გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი. 3 და დასთრგუნვიდეთ უსჯულოთა და იყვნენ ნაცარ ქუეშე ფერჴთა თქუენთა დღესა შინა, რომელსა მე ვჰყოფ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
22 გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც გამოვუცხადე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი. 4 მოიჴსენეთ შჯული მოსესი, მონისა ჩემისაჲ, ვითარ-იგი ვამცენ მას ქორებს შინა ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და სამართალნი.
23 აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. 5 და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა,
24 ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო. 6 რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.