ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ოცდახუთი წლის იყო იოთამი, რომ გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ერუში, ცადოკის ასული.

1

ძე ოცდახუთისა წლისა იყო იონათამ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა იერუსა, ასული სადუკისი.

2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი ყუზიაჰუ იქცეოდა. ოღონდ უფლის ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა. 2 და იწყო სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ოზია, მამამან მისმან, არამედ არა შევიდა ტაძრად უფლისა. და მერმე ერი იგი გან-ვე-იხრწნებოდა.
3 ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა. 3 და ამან აღაშენა ბჭე იგი სახლისა უფლისაჲ მაღალი და ზღუდესა ოფლასასა აშენა ფრიად.
4 იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი ციხესიმაგრეები და კოშკები. 4 ქალაქები აღაშენა მთასა იუდასასა და მაღნართა შინა საყოფლები და გოდლები.
5 ყამონიანთა მეფეს ებრძოდა და სძლია მას. ყამონიანებმა იმ წელს ასი ქანქარი ვერცხლი, ათიათასი ქორი ხორბალი და ქერი მისცეს. ამდენსავე აძლევდნენ ყამონიანები მეორე და მესამე წელს. 5 და ამან ჰბრძო მეფესა ძეთა ამონისთასა და განძლიერდა მის ზედა და მოსცემდეს მას ძენი ამონისნი წლითი წლად ასსა ტალანტსა ვერცხლსა, რომელ არს ასი ქანქარი და ასი ათასსა საწყავსა იფქლსა და ათი ათასსა ქრთილსა. ამას მოართმიდეს მას მეფე ამონ წლითი წლად პირველსა წელსა და მეორესა და მესამესა
6 გაძლიერდა იოთამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა. 6 განძლიერდა იონათამ, რამეთუ განმზადნა გზანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა მისისა.
7 იოთამის დანარჩენი ამბები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. 7 და სხუანი სიტყუანი იონათამისნი და ბრძოლანი და საქმენი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისთა.
8 ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. 8 და იყო წლისა ოცდახუთისა, ოდეს დაჯდა მეფედ, და იმეფა ათექუსმეტ წელ იერუსალჱმს.
9 განისვენა იოთამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზი გამეფდა. 9 და დაიძინა იონათამ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.