ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 99

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

1

ფსალმუნი დავითისი აღსარებისათჳს

2 ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით! 2 ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, ჰმონებდით უფალსა სიხარულით,
3 უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი. 3 შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით, და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი.
4 შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი. 4 შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა,
5 რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი. 5 რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, და თესლითი თესლამდე არს ჭეშმარიტებაჲ მისი.