ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადგა ადრე დილით იესო და დაიძრნენ შიტიმიდან და მიადგნენ იორდანეს, ის და მთელი ისრაელობა, და იქ დაიღამეს, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.

1

და აღიმსთო ისო განთიად. და წარმოიძრნეს სატიმით და მოვიდეს იორდანედ ოდენ. და დადგეს მუნ წიაღსლვადმდე.

2 სამი დღის შემდეგ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი, 2 და იყო, შემდგომად სამისა დღისა გამოვლეს მწიგნობართა მათ ბანაკი იგი
3 დაარიგეს ხალხი და უთხრეს: როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომელთაც მოაქვთ იგი, თქვენც დაიძარით თქვენი ადგილიდან და უკან მიჰყევით. 3 და ამცნეს ერსა მას და ჰრქუეს: რაჟამს იხილოთ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. და მღდელნი ჩუენნი და ლევიტელნი, რომელთა აღეღოს იგი, წარემართენით ადგილთაგან თქუენთა და შეუდეგით უკუანა მათსა.
4 ოღონდ ორი ათასი წყრთა მაინც უნდა გშორავდეთ მისგან; ნუ მიუახლოვდებით, რომ იცოდეთ გზა, რომლითაც მიდიხართ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ. 4 და იყავნ განშორებაჲ საშუვალ თქუენსა და მისსა ორ ათასითა ოდენ წყრთითა, ადგილ-იპყართ ნუ შეეახლებით მას არამედ რათა უწყოდით ოდენ გზაჲ, რომელსა ხჳდოდით, რამეთუ არა სრულ ხართ გზასა ამას გუშინ და ძუღან დღეთა.
5 უთხრა იესომ ერს: განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს. 5 და ჰრქუა ისო ერსა: განწმიდენით ხვალისა რამეთუ ხვალე ყოს უფალმან თქუენ შორის საკჳრველი.
6 ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს. 6 და ჰრქუა ისო მღდელთა: აღიღეთ კიდობანი იგი შჯულისაჲ და წარუძეღუთ ერსა ამას. და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ვიდოდეს წინა ერისა მის.
7 უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან. 7 და ჰრქუა უფალმან ისოს: ამას დღესა შინა ვიწყებ აღმაღლებად შენდა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რათა უწყოდიან, რამეთუ, ვითარცა ვიყავ მოსეს თანა, ეგრე ვიყო შენ თანაცა.
8 შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ: როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით. 8 აწ ამან მღდელთა, რომელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ დ არქუ: რაჟამს შეხჳდეთ ზოგსა წყალსა იორდანისასა, იორდანესა შინა ადგილ-იპყართ.
9 უთხრა იესომ ისრაელიანებს: ახლოს მოდექით და ისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები. 9 და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: მოკერბით აქა და ისმინეთ სიტყუაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.
10

თქვა იესომ: ამით დარწმუნდებით, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და იგი აჰყრის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხივიელებს, ფერიზელებს, გირგაშველებს, ამორევლებს და იებუსეველებს.

10

ამით გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ ღმერთი ცხოველი არს ჩუენ შორის და მოსრვით მოსრნეს პირისაგან თქუენისა ქანანელნი და ქეტელნი და ეველნი და ფარეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.

11 აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს. 11 აჰა, ესერა, კიდობანი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა წიაღვალს იორდანესა.
12 ახლა, ამოირჩიეთ თორმეტი კაცი ისრაელის შტოთაგან, თითო კაცი თითო შტოდან. 12 გამოირჩიენით თქუენ ათორმეტნი კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათა: ერთი თითოსაგან ნათესავისა.
13 როგორც კი მღვდლები, რომლებიც უფლის, მთელი ქვეყნის პატრონის კიდობანს ატარებენ, ფეხს ჩადგამენ იორდანეს წყალში, გაიპობა დაღმა იორდანის წყალი და ერთ კედლად აღიმართება. 13 და იყოს, რამეთუ დადგენ ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აღეღოს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისაჲ წყალსა შინა იორდანისასა, წყალი იორდანისა დასწდეს, ხოლო წყალი იგი დამომავალი დადგეს.
14 როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი. 14 და წარიძრა ერი იგი საყოფელთაგან მათთა წიაღსლვად იორდანესა. ხოლო მღდელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ წარძღუანვად ერისა.
15 როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე), 15 და ვითარცა შევიდოდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა იორდანედ, და ფერჴნი მღდელთანი მათ კიდობნისა აღმღებელთანი შეისოლვნენ მცირედ წყალსა იორდანისასა, ხოლო იორდანე სავსე იყო რაჲთურთით კიდემდე მისად, ვითარცა დღეთა იფქლის მკისათა.
16 დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი. 16 დადგეს წყალნი იგი ზენადამომავალნი. დგა მკდნარად განყენებულად შორს ჯეკმა ფრიად ადამინითაგან ვიდრე კარიათიმდმდე, ხოლო შთამავალი იგი შთაჴდა ზღვასა მარილოვანსა და სრულიად მოაკლდა და ერი იგი დგა მართლ იერიქოჲსა.
17 უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე. 17 და დგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ჴმელსა ზედა შორის იორდანესა. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი წიაღვიდოდეს ჴმელსა, ვიდრემდის დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა.