ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე უთხრა უფალმა იესოს:

1

და ვითარცა დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა, მიუგო უფალან ისოს და ჰრქუა:

2 ამოირჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო შტოდან. 2 მოიყვანენ ერისაგანნი ათორმეტნი კაცნი: ერთი თითოჲსაგან ნათესავისა,
3 ასე უბრძანე ხალხს: აკრიბეთ აქედან იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც ღამის გათევას დააპირებთ. 3 უბრძანე მათ და არქუ: აღიღეთ ამიერ საშუვალ იორდანესა, სადა ქუე დადგეს ფერჴნი მღდელთანი, მზანი ქვანი ათორმეტნი. და ესენი წიაღიხვენით თქუენ თანა და დასხენით იგინი საბანაკესა თქუენსა, სადა დაიბანაკოთ მუნ ამას ღამესა.
4 დაიბარა იესომ თორმეტი კაცი, ისრაელიანთაგან რომ განაწესა, თითო კაცი თითო შტოდან. 4 და მოუწოდა ისო ათორმეტთა კაცთა პატიოსანთა ძეთაგან ისრაჱლისათა, ერთსა თითოსაგან თესლისა.
5 უთხრა მათ იესომ: იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, 5 და ჰრქუა მათ ისო: მოდით წინაშე ჩემსა. წინაშე პირსა უფლისასა საშუვალ იორდანესა. და აღებით აიღენ კაცად-კაცადმან ქვაჲ ერთი ზედა ბჭეთა თჳსთა მსგავსად რიცხჳსა მის ნათესავთა ისრაჱლისათა.
6 რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები: ეს რა ქვები გაქვთო? 6 რათა იყვნენ ესენი თქუენდა სასწაულად მარადის. და რაჟამს გკითხვიდეს შენ ძე შენი ხვალე და გრქუას: რა არიან ქვანი ესე თქუენდა?
7 მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე. 7 და შენ აუწყო ძესა შენსა და ჰრქუა, ვითარმედ: დასწყდა იორდანე მდინარე პირისაგან კიდობნისა შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყნისასა, რაჟამს წიაღვიდოდა მას. და იყვნენ თქუენდა ქვანი იგი საჴსენებელად ძეთა ისრაელისათა მიუკუნისამდე.
8 ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მაი იესომ: აკრიბეს თორმეტი ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, და გავიდნენ ამ ქვებიანად, გაღმა, სათევში, და იქ დააწყვეს. 8 და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს. და აღიხუნეს ათორმეტნი საშუვალ იორდანესა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს დასრულებასა მას წიაღსლვისასა ძეთა ისრაჱლისათასა და წიაღიხუნეს მათ თანა ბანაკად. და დასხნეს იგინი მუნ.
9 ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები. 9 და აღჰმართნა ისო სხუანი ათორმეტნი ქვანი იორდანესა შინა ადგილსა, მას, სადა დადგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და არიან მუნ დღეინდელად დღედმდე.
10 უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა. 10 და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისაჲ, იორდანუსა შინა, ვიდრე დაასრულა ისო ყოველი, რავდენი ამცნო უფალმან ისოს თხრობად ერსა მას, და ისწრაფა ერმან მან და წიაღჴდა.
11 როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ. 11 და იყო, რაჟამს აღასრულა ერმან მან წიაღსლვაჲ, წიაღჴდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ქვანი იგი წინა მათსა.
12 გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს. 12 და წიაღჴდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა, მანასესი განმზადებული წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მათ მოსე.
13

ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.

13

ოთხი ბევრი ჭურვილი ბრძოლად და წიაღჴდეს წინაშე უფლისა ბრძოლად იერიქოსა ქალაქისა.

14 იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ. 14 მას დღესა შინა აღამაღლა უფალმან წინაშე ყოვლისა ნათესავისა ისრაჱლისა, და ეშინოდა მისგან, ვითარცა ეშინოდა მოსესგან, რავდენ ჟამ ცხოველ იყო იგი.
15 ასე უთხრა უფალმა იესოს: 15 და მიუგო უფალმან ისოს და ჰრქუა:
16 უბრძანე მღვდლებს, რომელთაც მოწმობის კიდობანი მოაქვთ, იორდანედან ამოვიდნენ. 16 უბრძანე მღდელთა, რომელთა აქუნდეს კიდობანი იგი შჯულისა საწამებლისაჲ გამოსლვად იორდანისაგან.
17 უბრძანა იესომ მღვდლებს: ამოდით იორდანედან! 17 და უბრძანა მღდელთა მათ ისო და ჰრქუა: გამოვედით იორდანით.
18 როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები; როგორც გუშინ და გუშინწინ, იწყეს დინება თავის კალაპოტში. 18 და იყო ვითარ გამოჴდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა, იორდანისაგან. და დაიდგნეს ფერჴნი მათნი ჴმელსა ზედა. და წარმოემართა წყალი იგი იორდანისა ადგილსავე თჳსსა და ვიდოდა, ვითარცა გუშინ და ძოღან დღეთა ყოლად კიდესა.
19 ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს და დაბანაკდა გილგალში, იერიხონის აღმოსავლეთით. 19 და ერი იგი აღმოჴდა იორდანით მეათესა თთუესა პირველისასა და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა მიერ კერძო მზის აღმოსავლით იერიქოჲსა.
20 ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ წამოიღეს, გილგალში დააწყობინა იესომ. 20 და ათორმეტნი ესე ქვანი, რომელნი აღმოიხუნეს იორდანით, დასხნა ისო გალგალს შინა.
21 ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო? 21 და ჰრქუა: რაჟამს გკითხვიდენ თქუენ შვილნი თქუენნი და გქუან: რა არიან ქვანი ესე?
22 ასწავლეთ თქვენს შვილებს: მშრალზე გადმოლახათქო ისრაელმა ეს იორდანე. 22 უთხრათ შვილთა თქუენთა და ჰრქუათ, ვითარმე: ჴმელსა ზედა წიაღმოჴდა ისრაჱლი იორდანესა,
23 რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით, 23 რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წყალი იორდანისა წინაშე მათსა, ვიდრე წიაღსლვადმდე მათა.
    24 ვითარცა ყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ერუთრაჲ ზღუაჲ, რომელ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წინაშე ჩუენსა,
24 რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა. 25 ვიდრემდის წიაღვჰჴდით, რათა ცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ ძალი უფლისა ძლიერ არს, და ჰმსახურებდეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ყოველსა ჟამსა.