ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იგავნი სოლომონისა

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.

1

სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი,

2 დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, 2 და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ,
3 გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: 3 და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა ზედა
4 ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: 4 და ჰრქუა: რომელი არს უგუნურთაგანი, მოაქციენ ჩემდა; და ნაკლულევანთა გონებითა ჰრქუა:
5 მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. 5 მოედით, ჭამეთ პური ჩემი და ჰსუთ ღჳნოჲ, რომელი განგიზავე თქუენ.
6 მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ. 6 დაუტევეთ უგუნურებაჲ და სცხონდეთ (მოიძიეთ გონიერებაჲ, რაჲთა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისჴმის-ყოფაჲ),
7 ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას; 7 რომელი ასწავებდეს უკეთურთა, მოიღოს თავისა თჳსისა გინებაჲ, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, შეიბილწოს თავი, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, სწყლავს მას.
8 ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; 8 ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ; ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს.
9 მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს. 9 აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად.
10 უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. 10 დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ გონიერებაჲ (ხოლო ცნობაჲ შჯულისა გონებისაგან არს კეთილისა).
11 რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები. 11 რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხორებისა შენისანი.
12 თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს. 12 შვილო, უკუეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყუასიცა, ხოლო უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ. (შვილი წურთილი ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური მსახურად იჴუმიოს, რომელი ჰჴდებოდის სიცრუვესა, ესევითარი იგი ჰმწყსის ქართა და სდევს იგი მფრინველსა ფრთოვანსა, რამეთუ დაუტევნა გზანი თჳსისა ვენაჴისანი და ალაგთა თჳსისა ქუეყანისა საქმეთასა შესცთა და ვალს იგი ურწყულსა უდაბნოსა და ქუეყანასა განჩემებულსა წყურილითა და შეიკრებს იგი ჴელითა თჳსითა უნაყოფოებასა).
13 სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე; 13 დედაკაცი უგუნური და ცხარი ნაკლულევან იყოს პურითა, რომელმან არა იცის სირცხჳლი,
14 თავისი სახლის კართან ტახტზე ზის, ქალაქის მაღლობზე, 14 რამეთუ დაჯდა იგი კართა ზედა სახლისა თჳსისათა, სავარძელთა ზედა განცხადებულად უბანთა ზედა
15 რათა მოიწვიოს სწორი გზით მოარულნი; 15 და მოუწესნ თანაწარმავალთა გზისათა, რომელთა წარუმართებიეს გზასა თჳსსა.
16 ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელს იგი ეუბნება: 16 რომელი არს უგუნურ თქუენგანი, მოაქციენ ჩემდა. და ნაკლულევანთა გონებითა უბრძანებ, და ვეტყჳ:
17 ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია გადამალული პური. 17 პური ფარული ჯეროვნად ჭამეთ და წყალი ფარული ტკბილად სუთ.
18 არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან. 18 ხოლო მან არა იცის, რამეთუ ქუეყანისა ნაშობნი მის მიერ მოისრვიან და ფსკერსა ჯოჯოხეთისასა მიიწევიან (არამედ ივლტოდე და ნუ დაჰყოვნი ადგილსა მას და ნუცა მიადგამ თუალთა შენთა მისსა მიმართ, რამეთუ ესრეთ თანაწარჰვლო ჴევი უცხოჲ და წიაღჰჴდე მდინარესა სხჳსასა, წყლისაგან უცხოჲსა განეშორე და წყაროჲსგან უცხოჲსა ნუ ჰსუამ, რათა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ შენ წელნი ცხორებისა შენისანი).