ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.

1

ჭირსა შინა მათსა აღიმსთონ ჩემდამო მეტყუელთა: წარვიდეთ და მივიქცეთ უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩვენისა,

2 ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე. 2 რამეთუ მან მწყლნა, და განმკურნნეს ჩუენ, და მცნეს და მილბუნოს ჩუენ,
3 შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს. 3 განმამრთელნეს ჩუენ შემდგომად ორისა დღისა, მესამესა დღესა შინა აღვდგეთ და ცოცხალ ვიყუნეთ წინაშე მისსა, და ვცნათ. ვსდევდით ცნობად უფალსა, ვითარცა ცისკარი მზაჲ, ვპოოთ იგი და მოვიდეს ჩუენდა, ვითარცა წჳმაჲ მსთუადი და მცხუედი.
4 რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება. 4 გიყო რაჲ შენ, ეფრემ, რაჲ გიყო შენ, იუდა? ხოლო წყალობაჲ თქუენი ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ მავალი.
5 ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა. 5 ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.
6 რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი. 6 მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.
7 ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე. 7 ხოლო იგინი არიან, ვითარცა კაცი გარდამავალი აღთქმისა, მუნ შეურაცხ-მყვეს მე.
8 ბოროტმოქმედთა ქალაქია გალაადი, კვალსისხლიანი. 8 გალაად, ქალაქი მოქმედი ამაოთა, აღამრღუევღეს წყალსა,
9 როგორც ყაჩაღები უსაფრდებიან კაცს, ასევე იქცევა მღვდლების ხროვა, ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან. 9 ძალი მამაკაცისა გამცდელისაჲ დამალეს მღდელთა გზაჲ, მოაკუდინეს სიკიმაჲ, რამეთუ უსჯულოება ქმნეს
10 სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში; იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება. 10 სახლსა შორის ისრაჱლისასა. ვიხილვ მუნ განსაკრთომელი სიძვაჲ ეფრემისი, შეიგინა ისრაჱლ
11 შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს! 11 და იუდაჲ. იწყე სთულებად მისსა მოქცევასა შინა ჩემგან ტყუესა ერისა ჩემისასა.